ნინო ლაცაბიძე – ქალაქის განვითარებისთვის ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაციის პარალელურად, შიდასაუბნო სივრცეების მოწყობაც მნიშვნელოვანია და მოსახლეობის ჩართულობით, პროექტები სწორედ ამ პრინციპით გვაქვს გადანაწილებული

რუსთავში, მოსახლეობის ჩართულობით შექმნილი კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება. რუსთვის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალი რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც მე-14 მიკრორაიონის N46, 47 და 48 საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში ეწყობა, რუსთავის მერიის დაფინანსებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) ჩართულობით ხორციელდება. ინფორმაციის მიხედვით, სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო. „მოსახლეობის თხოვნით […]

საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მაგისტრალური გაზსადენის „ლეხურა-სვენეთის” 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის “ლეხურა-სვენეთის” 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მილსადენის ტესტირება მიმდინარეობს, რაც მისი ხარისხისა და გამძლეობის შემოწმებას გულისხმობს. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების […]

„აგროსკოლაში” სასწავლო პროცესი დასრულდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლის” ფარგლებში 2023-2024 წლების სასწავლო კურსი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, შემაჯამებელ შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) […]

ჯოზეფ ბორელი ახლო აღმოსავლეთზე – ჩვენ ყველამ უნდა ავიცილოთ თავიდან მორიგი კატასტროფა

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება, რაც მას უცნობი მასშტაბის ომის ზღვარზე აყენებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ჩვენ ყველამ უნდა ავიცილოთ თავიდან მორიგი კატასტროფა. წინსვლის გზა ძირითადად კონსენსუალურია: ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ახლავე. ყველამ, ვინც დეესკალაციის გზას ადგას, პასუხი უნდა აგოს“, – აცხადებს ბორელი. შეგახსენებთ, […]

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების (სომხურად და აზერბაიჯანულად) გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. „შედეგების გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ […]

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო – ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან […]

როგორი ამინდი იქნება დღეს?

5-8 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 6 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) […]

სასტუმრო Crowne Plaza-ს და Batumi Hotel Apartments-ს Ishraq Hospitality ბათუმში 2025 წელს გახსნის – პროექტის დეტალები

კომპანია Ishraq Hospitality-მ ხელშეკრულება გააფორმა Rekan Group-თან საქართველოში სასტუმრო Crowne Plaza-ს და Batumi Hotel Apartments-ის მართვის თაობაზე, რომლებიც ბათუმში 2025 წელს გაიხსნება. ახალი სასტუმროს, რომელიც ბათუმში, სანაპირო ზოლში განთავსდება 130 ნომერი ექნება. პროექტის მიხედვით, სასტუმროში იქნება ორი რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები, ფიტნესკლუბი და საცურაო აუზი. გარდა ამისა, Ishraq Hospitality ზედამხედველობას გაუწევს 240-ნომრიან Batumi View Hotel Apartments-ს. […]

სომხეთი ОДКБ-ს წვრთნებში ”კობალტ-2024″ მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთის რესპუბლიკა არ მიიღებს მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წვრთნებში “კობალტ-2024”, რომელიც 14-16 აგვისტოს ნოვოსიბირსკში, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელობით გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას “TASS-ი” რუსეთის გვარდიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. “2024 წლის 14 აგვისტოს, ნოვოსიბირსკის რეგიონში რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობით, დეპარტამენტის სასწავლო ცენტრის ბაზაზე, გაიმართება სპეციალური წვრთნების საზეიმო გახსნა სამეთაურო-საკონტროლო ორგანოებთან და სპეციალური […]

რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს სანტესა და პრეზიდენტის ბრენდების მფლობელ Lactalis-ს საქართველოში

საქართველოს რძის პროდუქტების ბაზარზე მოღვაწე უმსხვილესი ჯგუფი Lactalis-ია, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ფრანგული კორპორაციაა. კომპანია 2016 წლიდან საქართველოს რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია “სანტეს” მფლობელია, ადგილობრივ წარმოებასთან ერთად Lactalis-ი დაკავებულია რძის პროდუქტების იმპორტითაც, მათ შორის President-ისა, და Parmalat-ის ბრენდის პროდუქტების იმპორტითა და რეალიზაციით. ლაქტალის საქართველომ 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს კომპანიის გაყიდვები 45 […]