საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია

სარეაბილიტაციო ტექნიკური სამუშაოების (ახალი ავტომატური სარეზერვო ელექტრო გამანაწილებელი ქსელის განახლებასთან დაკავშირებით) ოპერატიულად დასრულების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“ საბაჟო კონტროლის პროცედურები სრულად აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, სასაზღვრო […]
რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთში “კონრად ადენაუერის ფონდის” საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი გენერალური პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ანდრეი ივანოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, კონრად ადენაუერის ფონდის, არასასურველად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა ანდრეი ივანოვმა. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, „კონრად ადენაუერის […]
საქართველოდან ნავთობის ექსპორტმა რეკორდულ $43 მილიონს მიაღწია – სად გადის საქართველოდან ნავთობი ექსპორტზე

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის $43 მილიონი დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ მოცულობის ნავთობს არ მოიპოვებს/არ აწარმოებს, ექსპორტზე გასული ნავთობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტს წარმოადგენდა. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობის ექსპორტის მოცულობა 92%-ით არის გაზრდილი. ქვეყანა სადაც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე მეტი […]
დააბრუნებს სანიოლი აზაროვს? იაკობაშვილის “გაქართველება”, გაგნიძე, გადრანი, ვოლკოვი – ვინ შეიძლება დაემატოს და დააკლდეს ნაკრებს

7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები “ერთა ლიგაში” ჩაერთვება და ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად აიღებს გეზს. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლის შემდეგ გულშემატკივრებში განსაკუთრებული მოლოდინია – როგორც წარმატებული შედეგების გაგრძელების, ამავდროულად, თამაშის სტილისა და ხარისხის გაუმჯობესების. მიუხედავად იმისა, ამხანაგური მატჩები არ ტარდება, სიახლეებს საკადრო კუთხითაც უნდა ველოდოთ… ფაქტია, საქართველოს ნაკრები საკადრო ცვლილებებთან ახლოსაა და თუკი ამასთან ეტაპობრივი შეგუება […]
წმიდა ილარიონ თუალელი (XI)

ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა და მისი დროის ერთ-ერთი უდიდესი სასულიერო მოღვაწე, მწერალი და მთარგმნელი ყოფილა. გიორგი მცირე (XI ს.) „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“ წერს, რომ წმიდა ილარიონი იყო „უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოღვაწებათა შინა განთქმული“. ილარიონი „ვითარცა მთიები ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და […]
მაჰმუდ აბასი – ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს

ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს, – ამის შესახებ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია-ნოვოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს. ჩვენ ისრაელის გეგმებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რომლებიც გარკვეული დროებითი გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს“, – განაცხადა მაჰმუდ აბასმა. მისივე თქმით, რუსეთში […]
საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მაგისტრალური გაზსადენის “ლეხურა-სვენეთის” 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა – ეკონომიკის სამინისტრო

საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე მაგისტრალური გაზსადენის “ლეხურა-სვენეთის” 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა – ეკონომიკის სამინისტრო საოკუპაციო გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე აღმოსავლეთ – დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის “ლეხურა-სვენეთის” 20,5 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა დასკვით ეტაპზეა და აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდება. ამ ეტაპზე მილსადენის ტესტირება მიმდინარეობს, რაც მისი ხარისხისა და გამძლეობის შემოწმებას გულისხმობს. გაზსადენის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ეკონომიკისა […]
5 ბანკის ზარალმა 14 მლნ ლარს გადააჭარბა – ზარალიანი ბანკების რეიტინგი

5 ბანკის ზარალმა 14 მლნ ლარს გადააჭარბა – ზარალიანი ბანკების რეიტინგი საბანკო სექტორმა მიმდინარე წლის 6 თვე 1.467 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წლის ამავე პერიოდში სექტორის წმინდა მოგება 1.25 მლრდ ლარი იყო. იანვარ-ივნისში 17 ბანკს შორის ზარალზე 5 გავიდა. 2024 წლის იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების ზარალი ასეთია: პეივ ბანკი – 0.204 […]
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ლიკვიდირებულია ჰამასის და ჰეზბოლას კიდევ ორი მეთაური

ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ქალაქ ღაზაში იერიში მიიტანა ორ სკოლაზე, რომლებსაც სამეთაურო ცენტრებად იყენებდა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი. ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ 5 აგვისტოს, ღამით გავრცელებული ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ჰამასის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური ჯაბერ აზიზი და „კიდევ რამდენიმე ტერორისტი“. ისრაელის თანახმად, ჯაბერ აზიზი, რომელიც 4 აგვისტოს მოკლეს, აქტიურად მონაწილეობდა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული […]
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა […]