გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 178 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 178 ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, გამოვლენილ ფაქტებს შორის 124 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების […]

GCCA-მ სწრაფი მოხმარების პროდუქტების (FMCG) ბაზარზე ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), სწრაფი მოხმარების პროდუქტების(FMCG) ბაზარზე, ორ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კერძოდ, ერთი საკითხი ეხება – შპს „ჰოლდინგ.ჯი-ის“ მიერ შპს „დეილის“ 30%-იანი წილის შეძენას, ხოლო მეორე – შპს „დეილის“ მიერ შპს „ფუდმარტის“ 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციას. „GCCA-ის მიერ […]

„სუხიშვილების“ ლეგენდარული მოცეკვავე გარდაიცვალა

„სუხიშვილების“ ლეგენდარული მოცეკვავე გარდაიცვალა. ინფორმაციას ფეისბუკ გვერდი chub1na.ge ავრცელებს. „გარდაიცვალა სუხიშვილების ოქროს თაობის მსახიობ-მოცეკვავე, წლების მანძილზე – თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების პედაგოგი, ასევე ქორეოგრაფიულ ანსამბლ თსუ – უნივერსიტეტის სამხატვრო ხელმძღვანელი, ბატონი თენგიზ ყურაშვილი. ჩვენი გვერდის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ! ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებისა და ზოგადი უნარების (სომხურად და აზერბაიჯანულად) აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გამოქვეყნდა. „საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც. ვრცლად იხილეთ […]

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსაჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

თელავის რაიონულ სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს საქმე, რომელიც შურისძიებით ჩადენილ მკვლელობას შეეხებოდა. სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობდნენ. 2022 წელს მათ საერთო ბიზნეს საქმიანობა წამოიწყეს, რა დროსაც თანხასთან დაკავშირებით, მათ შორის უთანხმოება წარმოიშვა. 2023 წლის 11 ნოემბერს, სოფელ ქეშალოში, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების მოტივით, უთანხმოების ნიადაგზე, დანის მრავალჯერადი დარტყმით მოკლა. პროკურატურამ სასამართლო […]

2023 წელს ონკოქეარით დაზღვეულებზე 1 000 000 ლარის კომპენსაცია გავეცით – „ჯიპიაი ჰოლდინგი“

· 2019 წლიდან დღემდე კომპანიამ კომპენსაციის სახით 2 500 000 ლარზე მეტი გასცა. · 2023 წელს ონკოქეარით 11-მა დაზღვეულმა ისარგებლა. 5 აგვისტო, თბილისი. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიბოს რისკისგან დაზღვევის პროგრამის მეექვსე წელს აჯამებს. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ დაზღვეულებზე კომპენსაციის სახით 2 500 000 ლარზე მეტი გასცა. პოლისით ჯამში 37-მა ადამიანმა ისარგებლა. ჯიპიაიში აცხადებენ, რომ შემთხვევების რაოდენობითა […]

ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ისინი საერთო ჯამშიც კი ვერანაირი გადაჯგუფებით ვერ აგროვებენ “ქართულ ოცნებაზე” მეტ ხმებს

არჩევნებამდე დაახლოებით 80 დღე რჩება და მიუხედავად აგვისტოს თვის ტრადიციული საყოველთაო არდადეგებისა, ყველას ყურადღება არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისა და ობიექტების აქტივობების, სტრატეგიისა და ტაქტიკისკენ არის მიმართული. ამ კუთხით საინტერესოა, რას ვხედავთ ოპოზიციურ თუ სახელისუფლებო ფლანგზე, ენჯეო სექტორში, როგორ მუშაობს მედია, როგორ ემზადებიან ცენტრალური, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ მეგობარი და არამეგობარი სახელმწიფოები, – […]

ხშირად სცოდავს როგორც სააგენტო, ისე რესტორანი და ტურისტს დაბალბიუჯეტიან კვებას აწვდის – რესტორატორი სექტორის გამოწვევებზე

ხშირად სცოდავს, როგორც სააგენტო, ისე რესტორანი და ტურისტს დაბალბიუჯეტიან კვებას აწვდის, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ასე იქცევა არა იმიტომ, რომ მეტი საშუალება არ აქვს ტურისტს არამედ იმიტომ, რომ თვითონ სააგენტომ ნახოს მეტი სარგებელი. „სტუმარი, რომელიც ჩამოყვანილი ჰყავს საქართველოში სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოს და ერთიან თანხას იხდის განთავსება და […]

კომუნიკაციების კომისია 5G ინტერნეტის დასანერგად განმეორებითი აუქციონის გამოსაცხადებლად ემზადება

კომუნიკაციების კომისიამ 5G ინტერნეტის დასანერგად აუქციონის გამოსაცხადებლად საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს. კომპანია მოელის, რომ ახალ აუქციონში უფრო მეტი კომპანია მიიღებს მონაწილეობას ვიდრე გასულ წელს. აუქციონების ფარგლებში 5G-ის დასანერგად, დაგეგმილია 700, 3410-3710 და 2600 მეგაჰერცი დიაპაზონების სიხშირული ზოლების გამოტანა. აუქციონი ასევე, 800 და 2100 მეგაჰერცი სიხშირულ დიაპაზონებში ლიცენზიების […]

უკრაინელებმა 2 ბალისტიკური რაკეტა, 2 ფრთოსანი რაკეტა და 15 დრონი გაანადგურეს

რუსებმა უკრაინას წუხელ 4 ბალისტიკური რაკეტით, 2 მართვადი საავიაციო რაკეტით და 16 ე.წ. „კამიკაძე“ დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 2 ბალისტიკური და 2 საავიაციო რაკეტა და 15 დრონი ჩამოაგდო, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა რაკეტები ვორონეჟის ოლქიდან, დრონები კი – ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს. საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს […]