თამარ კორძაია – არა მგონია, რომ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს გაუჭირდეს კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება

პოლიტიკურმა პარტიებმა ერთი რამ აჩვენეს ცხადად, რომ მათ შეუძლიათ გაერთიანება, რათა საქართველოს ამომრჩევლის მოთხოვნა შეასრულონ და არა მგონია, რომ საქართველოს ოპოზიციურ სპექტრს გაუჭირდეს კრიტიკულ მომენტში მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება, ამიტომ საუბარი იმაზე, რომ პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდება, მგონია, რომ თავად ამ პროცესის მიმართ უნდობლობის გაჩენის საფუძველი შეიძლება გახდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ […]

ალუდა ღუდუშაური – სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები! ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო მას რეიტინგითა და ავტორიტეტით

სალომე ზურაბიშვილს ჟარგონულად, „ნაციონალური მოძრაობის” ენაზე ვუპასუხებ: ტოლი ნახოს! რაის სალომე ზურაბიშვილი და რაის დებატები! ლევან ხაბეიშვილმაც კი გაუსწრო მას რეიტინგითა და ავტორიტეტით, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციასა და მის ინიციატივას ბიძინა ივანიშვილთან დებატების შესახებ. ღუდუშაურის შეფასებით, “ზურაბიშვილის სახით ტრიბუნასთან “ნაციონალური მოძრაობის” დაბალი რანგის, უხარისხო პროპაგანდისტი იდგა”. ღუდუშაური იმასაც […]

გაერო-მ, ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის გამო, 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა

გაერო-მ პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ ისინი, სავარაუდოდ, ჩართული იყვნენ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში. გაერო-ს შიდა ზედამხედველობის სამსახურის ოფისმა განაცხადა, რომ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული ცხრა თანამშრომლის ოქტომბრის თავდასხმაში პოტენციურ მონაწილეობაზე მიუთითებს. გამომძიებლებმა დასკვნის მისაღებად პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტოს შიდა ინფორმაცია, მათ […]

“ლუგარის ლაბორატორიას” და NCDC-ს 2 მლნ ლარამდე ამერიკული დაფინანსება შეუჩერდა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტს (NCDC) აშშ-დან დაახლოებით 2 მლნ ლარის ოდენობის დაფინანსება შეუჩერდა. ამის შესახებ სარჯველაძემ ჯანდაცვის სამინისტროში 6 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე თქვა. მიხეილ სარჯველაძის ცნობით, დაფინანსების შეჩერება შეეხო რამდენიმე კვლევით პროექტს და ტრენინგს. „მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე და […]

გუბერნატორი – ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდში, დრონით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონმა სოფელ ნოვოსტროევკას მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრავ ავტომობილს დაარტყა. დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით, ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 22 […]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია – სოფელ მუშევანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ მუშევანში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. „პროექტის ფარგლებში, 4800 გრძივი მეტრის ქსელი მოეწყობა და სასმელი წყლის პრობლემა, საბოლოოდ, 105 ოჯახს მოუგვარდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის […]

ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ დღეში $16 მილიარდით შემცირდა

პარასკევის მონაცემებით, Amazon-ის აქციების ფასმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პროცენტული კლება განიცადა. შედეგად, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ქონება ერთ დღეში $16 მილიარდით შემცირდა. მეორე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, Amazon-ის აქციების ღირებულება 9%-ით, $167-მდე დაეცა. ცნობისთვის, კვარტალურ შედეგებში Amazon-ის შემოსავლები მხოლოდ მცირედით ჩამოუვარდებოდა ანალიტიკოსთა შეფასებებს: 30 ივნისს დასრულებული სამთვიანი პერიოდის მონაცემებით, კომპანიის […]

სოფიო ჯაფარიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა 3 ოთახიან ლუქს-პალატაში რუსეთის დაკვეთაა (ვიდეო)

სოფიო ჯაფარიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა 3 ოთახიან ლუქს-პალატაში რუსეთის დაკვეთაა. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედი”-ს გვერდით ფლიგელში გადაიყვანეს, სადაც ამჯერად 3 ოთახიან ლუქს-პალატაშია და პირობებიც გაუმჯობესებული აქვს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა როსტოვის რეგიონში რუსული სუ-34-ის განადგურებას ადასტურებს

3 აგვისტოს ღამით, როსტოვის რაიონის მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე ბომბდამშენი სუ-34 განადგურდა, იმავე ტიპის კიდევ ორი თვითმფრინავი დაზიანდა ნამსხვრევებისგან. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აცხადებს. მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში ლაპარაკი იყო აეროდრომის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალის საწყობის, მათ შორის მართვადი საჰაერო ბომბების განადგურების შესახებ. უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა ეს მონაცემები და აღნიშნა, რომ დრონებით იერიშის შედეგად […]

უკრაინა და რუსეთი თავის ტერიტორიებზე დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ვორონეჟის ოლქიდან კიევის ოლქს შეუტიეს ოთხი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი-მ“. გენერალ-ლეიტენანტ ოლეშჩუკის მიერ დღეს, 6 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, აზოვის ზღვის აკვატორიიდან შეტევა იყო ორი მართვადი საავიაციო რაკეტით, ხოლო კურსკის ოლქიდან და ანექსირებული ყირიმიდან 16 […]