ის შეფასება, რომ ჩვენი ეკონომიკა მიგრაციის ხარჯზე გაიზარდა, არ არის სწორი – ოთარ ნადარაია

„ის შეფასება რომ ჩვენი ეკონომიკა მიგრაციის ხარჯზე გაიზარდა, ნამდვილად არ არის სწორი, მაგრამ მას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია აქვს“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „თიბისი ბანკის” მთავარმა ეკონომისტმა, ოთარ ნადარაიამ განაცხადა. „გამოწვევები ბევრია. ის რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, საქართველო არ არის იზოლირებული. ოქტომბერში, როცა დაიწყო ეს ტრაგიკული მოვლენები, გარკვეული დადებითი მიგრაციის ეფექტი გვქონდა – ისრაელიდან შემცირდა […]

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 178 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 01 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 178 ფაქტი გამოავლინეს – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. „მათ შორის 124 – ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 54 კი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 9 ფაქტი […]

“სიტის” ყველაზე ძვირადღირებული გაყიდვა – ალვარესს “ატლეტიკომდე” თითქმის აღარაფერი აშორებს

ჟურნალისტს საიმონ სტოუნის ინფორმაციით, “სიტიმ” და “ატლეტიკომ” 24 წლის არგენტინელი შემტევის ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მოილაპარაკეს. ესპანელები ინგლისელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონ ევროს გადაუხდიან, რასაც 20 მილიონი ბონუსებით დაემატება და ეს მანჩესტერელთა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული გასხვისება იქნება. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ფეხბურთელი უახლოეს დღეებში ჩავა მადრიდში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. ალვარესმა გასულ სეზონში […]

გახარიას პარტია: დადგენილია მათი ვინაობა, ვინც ბათუმში ჩვენს კამპანიას ხელს უშლიდა

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „პარტიული ზონდერ-აქტივით“ ბათუმში მათი წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადა. როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, მისმა პარტიამ იმ ადამიანების ვინაობა დაადგინა, რომელთა გასაღებასაც „ქართული ოცნება“ “კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად” ცდილობს. „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო. ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი […]

ჯანდაცვის მინისტრი – სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები – სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით

სასაცილო გახდა მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის ქრონიკები – მიხეილ სააკაშვილი მოიხდის სასჯელს ყველა სტანდარტის დაცვით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ვინმე დაეჭვდეს სააკაშვილის საპატიმრო უფლებების დაცვაზე. „ითქვა, რომ ოროთახიანი ლუქსიდან, სამოთახიან ლუქსში გადაიყვანეს. სასაცილო გახდა უბრალოდ მის საპატიმრო უფლებებზე მოარული სიკვდილის […]

ელენე ხოშტარია – კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო მხარდაჭერა და ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ

კოალიცია „ცვლილებისთვის“ სახელით მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას და გამოვხატო პრინციპული, სრული, უპირობო და ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება „ქართული ქარტიის“ მიმართ, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის – ახალი, გირჩი, დროა” ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქარტიის შინაარსი ძალიან მკაფიოდ პასუხობს იმ ისტორიულ გამოწვევას, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი იმყოფება, რასაც […]

მიხეილ სარჯველაძე – სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით, არასერიოზულად გამოიყურება, ალბათ, ამას თვითონაც ხვდება

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დებატის გამართვასთან დაკავშირებით არასერიოზულად გამოიყურება, ალბათ, ამას თვითონაც ხვდება, – ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. როგორც მან აღნიშნა, დებატების შეთავაზება შეცდომაა. „ასეთი შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომ საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში […]

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ დაიწყო სასწავლო კურსი ხელოვნური ინტელექტისა და ნერვული ქსელების უსაფრთხო მუშაობის შესახებ

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ KasperskyAutomatedSecurityAwareness პლატფორმაზე დაიწყო სასწავლო კურსი ხელოვნური ინტელექტისა და ნერვულ ქსელებთან უსაფრთხო მუშაობის შესახებ. ორგანიზაციების თანამშრომლებს შეეძლებათ ისწავლონ როგორ დაუპირისპირდნენ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერ საფრთხეებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი კურსი არ საჭიროებს სპეციალიზებულ ცოდნას ან უნარებს და განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის. ამასთან, ახალი მოდული განსაკუთრებით სასარგებლო იქნება მათთვის, ვინც უშუალოდ მუშაობს ნერვულ ქსელებთან. იგი შედგება […]

პსჟ-ის მორიგი ხმაურიანი შენაძენი – პორტუგალიელი ტალანტი კარიერას პარიზში გააგრძელებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის მოქმედმა ჩემპიონმა პსჟ-მა გვაუწყა, რომ “ბენფიკადან” 19 წლის პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევეში შეიძინა და მას კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გაუფორმა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პარიზელებს ეს გარიგება 60 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც 10 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. ნევეშმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე “არწივების” ფორმა 55 შეხვედრაში მოირგო, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 […]

პაატა მანჯგალაძე – როგორც ეშმაკს ეშინია ჯვრის, ისე ეშინია „ქართულ ოცნებას“ სააკაშვილის სურათის

„ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, საქართველოს ყველა პარტნიორისგან დაფინანსებულ პროექტს საფრთხე შეექმნება. მანჯგალაძის შეფასებით, საქართველოს პარტნიორებს, მეგობრებს „ქართული ოცნების“ ქმედებებზე სარკისებური პასუხები აქვთ. „თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში დარჩება, არათუ ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობას და კონკრეტულ პროექტებს შეიძლება საფრთხე, პრობლემა შეექმნას, არამედ უკვე არსებულ პროექტებს. კერძოდ, 100-მდე პროექტს, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით […]