airBaltic-ი საკუთარ თვითმფრინავებს ბალტიისპირეთის ქალაქების სახელებს დაარქმევს

ლატვიის ეროვნული ავიაკომპანია airBaltic, რომელიც ბალტიის მარშრუტის 35 წლის იუბილეს აღნიშნავს, კონკურსს ატარებს, რომლის შედეგებითაც გადაწყდება ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვას რომელი ქალაქების სახელები დაერქმევათ Airbus A220-300-ის თვითმფრინავებს. საერთო ჯამში ქალაქების სახელების დარქმევა იგეგმება 48 თვითმფრინავზე – 16 თვითმფრინავი ბალტიისპირეთის თითოეული ქვეყნისთვის. ხმის მიცემა შესაძლებელია 22 აგვისტომდე ონლაინ ვებგვერდზე vote.airbaltic.com. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ქვეყნიდან ნებისმიერ […]
ისრაელის იერიშებს ქალაქ ჯენინზე მსხვერპლი მოჰყვა

ისრაელმა ქალაქ ჯენინზე დრონებით იერიში მიიტანა. სააგენტო „როიტერი“ პალესტინელთა ჯანდაცვის ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმის შედეგად 12 პალესტინელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მომხდარზე მოკლე ინფორმაცია გაავრცელეს სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ წერტილოვანი დატყმები განახორციელეს მებრძოლების წინააღმდეგ. დრონებით იერიშის პარალელურად დასავლეთ სანაპიროზე ისრაელმა ქალაქ ჯენინთან ახლოს სამხედრო ოპერაცია ჩაატარა. სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია „მთავარი არხისგან“ დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელშიც მედიასაშუალებამ უნივერსიტეტისთვის, ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ასამოქმედებლად, ავსტრიული კომპანია VICE SYSTEMTECHNIK GmbH-გან ხელშეკრულების საფუძველზე შეძენის მიზნით, თანამედროვე ტიპის აპარატურა-დანადგარების გადაცემის ფაქტის შესახებ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელა. უნივერსიტეტის განცხადებით, 2015 წლიდან, სტუ-ის ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შეძენის მიზნით, მოლაპარაკებები დაიწყო […]
სფფ-ში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა

6 აგვისტოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის 2024 წლის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: დინამო (თბ) – მეშახტე/დინამო (ბთ) დინამო 2 (თბ) – გაგრა სპაერი – თელავი გარეჯი – კოლხეთი 1913 მეოთხედფინალური მატჩები 18 სექტემბერს გაიმართება, ხოლო მერვედფინალური ეტაპის გადადებული შეხვედრა ტყიბულის “მეშახტესა” და “დინამო ბათუმს” შორის, 14 […]
ონკოპაციენტების დახმარების თხოვნები არ წყდება – სპეციალისტები მოქალაქეებს ონკოდაზღვევის შეძენისკენ მოუწოდებენ

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსების კუთხით სახელმწიფო პროგრამებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. კერძოდ, მოიხსნა პაციენტების მკურნალობის დაფინანსების ლიმიტი და დაფინანსების საშუალება ნებისმიერი შემოსავლის, მათ შორის კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებსაც მიეცათ. ამასთან, მკურნალობის ის მეთოდები, რომლებიც საქართველოში არ არსებობს, უცხოეთის კლინიკებში ფინანსდება. ცალკე მოქმედი პროგრამაა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის დაფინანსების სქემა, რომელშიც […]
კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი დაასახელა

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი აირჩია. “მეამაყება იმის გამოცხადება, რომ ტიმ უოლცს ვთხოვე იყოს ჩემი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. როგორც გუბერნატორმა, მწვრთნელმა, მასწავლებელმა და ვეტერანმა, მან თავისნაირი მშრომელი ოჯახებისთვის გააკეთა საქმე. შესანიშნავია გუნდში მისი ყოლა. ახლა მოდით საქმე გავაკეთოთ”, – წერს ჰარისი. ცნობისთვის, ტიმ უოლცი ამჟამად მეორე ვადითაა მინესოტას შტატის გუბერნატორი და ის, […]
რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს გარე რეკლამების ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელ “ალმას”?

სარეკლამო სააგენტო “ალმა ჯგუფმა” 2023 წლის საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. კომპანია საქართველოში გარე რეკლამების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია და მომხმარებლებს ათასობით საბანერო სივრცეს სთავაზობს. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ჯგუფის შემოსავალი სარეკლამო მომსახურების გაწევიდან 10 მილიონი ლარით, 53.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, ამასთან, ჯგუფმა გასულ წელს 34.7 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. “კომპანია ფლობს შიდა რეკლამის განთავსების ექსკლუზიურ […]
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. აქამდე მას ე.წ. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა. შამბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების მინისტრი 1997-2004 წლებში იყო. იგი ე.წ. მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ამავე წელს კი კვლავ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2020 წლიდან იგი […]
საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლას დაფინანსება შეუჩერა

საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ USAID-მა საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლის პრეოქტს დაფინანსება შეუჩერა. როგორც “ინტერპრესნიუსს” საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადეს, საზაფხულო სკოლას USAID-თან ერთად ევროსაბჭოც აფინანსებს, თუმცა ევროსაბჭოს ამ ეტაპზე მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. “ჩვენ გვაქვს საზაფხულო სკოლა, რომელიც USAID -ის, ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტი და, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთობლივი პროექტია. წელს, usaid-მა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა დაფინანსება. […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს 10:00-დან 13:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ჩინთი, ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, ბოდავი, ჩიხაანი, 13:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებში ბიჩნიგაურები, არანისი, უნდილაანი, იორი, მღვიმე, ეთვალისი, ხოლო 16:00-დან 19:00 […]