„ისეთი სეზონური ხილიც კი, როგორიცაა ქლიავი, ვაშლი და ატამი, გაძვირდა“

ბოლო ერთ წელიწადში სეზონური ხილი და ბოსტნეული საქართველოში 25-დან 44%-მდე გაძვირდა. ინფორმაციას EastFruit კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, გაიზარდა როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი წარმოების პროდუქტების ფასები. EastFruit-ს ინფორმაციით, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად შემდეგი პროდუქტების ფასმა მოიმატა: მწვანე ლობიო – ფასი წლიურად 44,2%-ით გაიზარდა; საზამთრო – ფასი წლიურად 39%-ით გაიზარდა; ვაშლი – ფასი წლიურად 33,8% […]
ისრაელმა და ჰეზბოლამ ახალი იერიშები გაცვალეს საზღვრის მიმდებარე რაიონებში

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში 5 ადამიანი დაიღუპა ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად. თავის მხრივ, დასავლურმა სააგენტოებმა ლიბანის უსაფრთხოების სამსახურებში წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ ოთხი დაღუპული იყო ლიბანში მოქმედი ისლამისტური დაჯგუფება ჰეზბოლას წევრი. როგორც აღნიშნავენ, ლაპარაკია დარტყმაზე სოფელ მაიფადუნში მდებარე ობიექტზე ისრაელის საზღვრიდან დაახლოებით 30 კილომეტრში. ლიბანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ერთი ბავშვი დაიჭრა […]
ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი

ევროპულმა საბჭომ Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში უკრაინისთვის 4.2 მილიარდი ევროს გამოყოფას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში ეს რეგულარული გრანტებისა და სესხების პირველი ტრანშია, რომელიც უნდა დაეხმაროს უკრაინის მაკროფინანსურ სტაბილურობასა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირებას. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირის საბჭომ დაადასტურა, რომ უკრაინამ სახსრების […]
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის“ საქმიანობას აჯამებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის საქმიანობა შეაჯამა და სასწავლო პროგრამების შედეგების პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებას დაესწრნენ KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის კურსდამთავრებულები, ტრენერები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პარტნიორები. „გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების […]
მე რომ ვლოთობ, შენ რას გიშლი ძმობილო – პოლონელი მსაჯები შარში გაეხვნენ

კიევის “დინამოსა” და რეინჯერსის” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში VAR-ის მსაჯი ბარტოშ ფრანკოვსკი, მეორე ასისტენტი კი ტომაშ მუსიალა უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისინი პოლიციამ დააკავა. TVP Sport-ის ცნობით, დღეს ღამით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი არბიტრები კიდევ ერთ ადამიანთან ერთად ქალაქ ლიუბლინის ქუჩაში საგზაო ნიშნით ხელში გადაადგილდებოდნენ და სავაჭრო ცენტრისკენ მიემართებოდნენ. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფრანკოვსკის […]
სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრად” სერგეი შამბა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “პრეზიდენტის” პრესსამსახური ავრცელებს. ცნობისთვის, შამბას 2020 წლის 28 ივლისიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის” თანამდებობა ეკავა. შაბმა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო საქმეთა მინისტრის” თანამდებობას 1997-დან 2010 წლამდეც იკავებდა.
„თბილისი ენერჯი“ – სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო 13 000-მდე აბონენტს დროებით გაზის მიწოდება შეუწყდება

“თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო გაზის მიწოდება დროებით 13 000-მდე აბონენტს შეუწყდება. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს იყონ ყურადღებით და არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში. „ქსელის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, ხვალ 7 აგვისტოს 14:00 სთ-დან 8 აგვისტოს 10:00 სთ-მდე გაზის მიწოდება შეუწყდება: დიღმის მასივის I კვ-ში მდებარე კორპ. # 1ა, 1ბ, 2ა, 2ბ, 3ა, 3ბ, 6, […]
აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 ადამიანის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. კომიტეტის განცხადებით,ლ ევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში 5 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს მიეცათ შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია თავიანთი ახლობლების მოძიებისა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებით. ასევე, ნეშტები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 2013 წლიდან, […]
ერაყში სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას 5 ამერიკელი დაიჭრა

6 აგვისტოს, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დაგმო “უგუნური” ქმედებები მის მიწაზე განთავსებული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. ბაღდადმა თქვა, რომ დააკავა სატვირთო მანქანა სარაკეტო გამშვებით ერთი დღის შემდეგ, რაც 5 აგვისტოს, სულ მცირე ხუთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიჭრა სამხედრო ბაზაზე თავდასხმისას. ეს იმ ფონზე, როცა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე იზრდება. „ჩვენ უარვყოფთ ყველა უგუნურ ქმედებას და პრაქტიკას ერაყის […]
მოქალაქეებმა ვიტალი გუგუჩიას გირაოსთვის შეფარდებული თანხა შეუგროვეს

ვიტალი გუგუჩიას, რომელსაც ზუგდიდის სასამართლომ PosTV-ის გადამღებ ჯგუფთან ინციდენტის გამო გირაოს გადახდა შეუფარდა, მოქალაქეებმა თანხა შეუგროვეს. მისი ცნობით, შეგროვებული თანხა დაგისრებული გირაოს ოდენობას, 5000 ლარს აჭარბებს. „თანხა ერთ საათში შეგროვდა, აზრზე ხართ?!“ – დაწერა მისმა ცოლმა, მირანდა ჯობავამ „ფეისბუკში“. გუგუჩიას ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლასა და ძალადობას ედავებიან. დღეს, 6 აგვისტოს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს […]