ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება რუსეთის კურსკის ოლქში სახმელეთო ბრძოლის შესახებ

რუსეთის ხელისუფლება კურსკის ოლქზე უკრაინის თავდაცვის ძალების მორიგი შეტევის შესახებ იუწყება. უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში, საიდანაც 6 აგვისტოს ვრცელდებოდა ცნობები სახმელეთო ბრძოლების შესახებაც, 7 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა. ოლქის გუბერნატორ ალექსეი სმირნოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ცნობების მიხედვით, რუსმა სამხედროებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს ოთხი რაკეტა და სამი უპილოტო საფრენი აპარატი. […]
მედია – ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის უკან ის იდგა

“ჰამასის” ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ მკვლელობის უკან ის იდგა, – ინფორმაციას Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აღშფოთებულნი იყვნენ ჰანიეს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების გამო და გამოხატავდნენ შეშფოთებას, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს ღაზაში ზავის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები. Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე აღშფოთებულნი […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინამ ივლისში ოკუპანტ ქვეყანაზე მეტი დრონი გამოიყენა, რაც უკვე სტრატეგიულ გავლენას ახდენს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ივლისში უფრო მეტი დრონი გამოიყენეს, ვიდრე ოკუპანტებმა, ეს უკვე სტრატეგიულ გავლენას ახდენენ ომზე და გავლენას ახდენს უკრაინის ინტერესებზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ამაში უკვე უპირატესობას იძენენ და ივლისში ჩვენმა ჯარისკაცებმა უფრო მეტი დრონი გამოიყენეს, ვიდრე ოკუპანტმა. ეს ფრონტზე მდგრადი ტენდენცია უნდა იყოს – […]
ნიგერი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

ნიგერმა განაცხადა, რომ მალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს. სიტუაციის სერიოზულობისა და მალის წინააღმდეგ აგრესიაში უკრაინის აღიარებული და სავარაუდო ჩართულობის გათვალისწინებით, ნიგერის რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც სრულ სოლიდარობას უცხადებს მალის მთავრობასა და მოსახლეობას, იღებს შემდეგ ზომებს: პირველ რიგში, დიპლომატიური ურთიერთობების დაუყოვნებელი გაწყვეტა ნიგერის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის, მეორე, მიმართვა გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის უკრაინის […]
ენტონი ბლინკენი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, “ჰამასის” ახალ ლიდერს, იაჰია სინვარს აქვს ძალაუფლება უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, ღაზაში ომის შეჩერება და მძევლების გათავისუფლება. „ის იყო და რჩება გადაწყვეტილების მთავარ მიმღებად, როდესაც საქმე ეხება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას“, – აღნიშნა ბლინკენმა. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება და მისი მიღწევის მცდელობა დასკვნით ეტაპზეა, […]
პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 5 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა, სადაც მედიის 57 წარმომადგენლის შეკითხვას უპასუხა. „ქართული ქარტია“ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა, რომელიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მისი შედგენისა და ინიცირების მიზეზად და მიზნად პრეზიდენტმა ევროპეიზაცია და ამისთვის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების მიღწევის აუცილებლობა დაასახელა. სალომე ზურაბიშვილისეული გამარჯვების ფორმულა გულისხმობს ოპოზიციური ძალების […]
Granada En Juego: წიტაიშვილს შეუძლია უდიადესი სიურპრიზი გახდეს – უთვალავჯერ გაარღვია მოწინააღმდეგის დაცვა

26 ივლისს “გრანადაში” გადასულმა გიორგი წიტაიშვილმა საუდის არაბეთის “ალ ნასრთან” მოგებულ ამხანაგურ მატჩში (1:0) შესვენებამდე ითამაშა (მეტოქის რიგებში რონალდოს არ უასპარეზია) და გოლი მის მიერ ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა. Granada En Juego აღნიშნავს, რომ ქართველი შესანიშნავად გაისარჯა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო: “გიორგი წიტაიშვილს, რომელმაც თავის სადებიუტო შეხვედრაში სევილიასთან” საკუთარი პოტენციალი ნაწილობრივ დაგვანახა, “ალ ნასრთან” სასტარტოში თამაშის […]
ჰამასის პოლიტიკური ლიდერის პოზიცია დაიკავა იაჰია სინვარმა

პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ისმაილ ჰანიეს სიკვდილის შემდეგ ახალი პოლიტიკური ლიდერის ვინაობა გამოაცხადა. ეს პოზიცია დაიკავა იაჰია სინვარმა, რომელსაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის ორგანიზატორად მიიჩნევენ. Reuters-ის ცნობით, იაჰია სინვარი ღაზის სექტორში იმალება. სინვარი, რომელმაც თავისი ზრდასრული ცხოვრების ნახევარი ისრაელის ციხეებში გაატარა, ჰამასის ყველაზე ძლიერი ლიდერია, რომელიც […]
,, ვიღაც წერს ვისაც ლაშა ტალახაძის ოქრო გვკიდია სად ვიკრიბებითო” – გიორგი გაბედავა

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა: ,,პოსტები ვნახე, ვიღაც წერს ვისაც ლაშა ტალახაძის ოქრო გვკიდია სად ვიკრიბებითო და სად უნდა შეიკრიბოთ ხალხო, წადით საგიჟეთში პირდაპირ 🙂 მთაწმინდაზეო უწერს ბევრი მაგრამ ასეთი ხალხის ქუჩაში გასვლა საშიშია საზოგადოებისთვის და მთაწმინდას მაინც საგიჟეთს ვარჩევდი მე პირადად 🙂 ისე როგორ უჭირს ზოგს ტვინში, ქვეყნის წარმატებაზე წინ რა უნდა დააყენო ადამიანმა, რა […]
,, იმ დღეებიდან მხოლოდ ეს მოწმობა დამრჩა, 100 ლარიანი პენსია და მეტროთი უფასო მგზავრობის ვაუჩერი!” – 16 წელი აგვისტოს ომიდან

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მიქაია: ,,ბევრი არც არაფერი! ერთი რიგითი რეზერვისტი ვიყავი, რომელსაც ახალგაზრდული სისხლი უჩქეფდა ძარღვებში და საკუთარი სამშობლოს დასაცავად იდგა იქ, სადაც უნდა მდგარიყო! ის დღეები ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო! ეს ადუღებული სისხლი მეყინებოდა, როცა ვხედავდი რომ მხოლოდ რაოდენებით გვჯობნიდა მტერი! თითქოს იმ 4 დღეში დავკაცდი ერთი პატარა ბიჭი! თითქოს ყველაფერი […]