ფიშერი აგვისტოს ომზე: EU იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისადმი

7 აგვისტო, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი გავიდა. ევროკავშირი იმეორებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
სკების თანადაფინანსება, ბენეფიციარზე ₾5,000 – რას მოიცავს მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამა?

მთავრობა ქვეყანაში მეფუტკრეობის ხელშეწყობის მიზნით ახალი სუბსიდირების პროგრამის დაწყებას გეგმავს, პროგრამის შესახებ ცნობილი 1 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გახდა, დღეს კი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა დადგენილება, რომელშიც პროგრამის პირობები არის აღწერილი. პროგრამის თანახმად, ბენეფიციარებს სკების თანადაფინანსებით სარგებლობა შეეძლებათ, რაც სკის ღირებულების 50%-ს დაფარავს, ამასთან ერთ ბენეფიციარზე მაქსიმუმ 5000 ლარის სუბსიდია გაიცემა. პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით განისაზღვრება […]
მამუკა ხაზარაძე – ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე – არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში! რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება!

ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა! – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის თქმით, „რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება“. „დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღია, 7 აგვისტო – დღე, როდესაც 16 წლის წინ, რუსეთმა მორიგ ჯერზე მთელი სისასტიკით შემოგვიტია, […]
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს საქართველოდან სამი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს იასპარეზებენ: რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ.); ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ.) და შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ.). ამ დროისთვის საქართველოს ოლიმპიადაზე 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში […]
რუსული მედია – მექსიკამ ვლადიმერ პუტინი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვია

მექსიკამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთისა და მექსიკის საელჩოებზე დაყრდნობით ავრცელებს. „იზვესტიას“ ცნობით, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე დასასწრებად მექსიკამ ვლადიმერ პუტინს მიწვევა უკვე გაუგზავნა. ცნობისთვის, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 1-ელ ოქტომბერს გაიმართება.
რამდენი მედლით დავასრულებთ ოლიმპიადას? – დღეს მსოფლიო ჩემპიონი ერთვება, ძალოსნობაში კი სრულად ვერ დავიტვირთებით…

საქართველომ ტოკიო-2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა. წინა ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა, მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ჩემპიონი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავები გენო პეტრიაშვილი […]
მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდი ფრენას 2026 წლიდან დაიწყებს

ჰაერის დაბინძურება და გამონაბოლქვი აქტუალური გარემოსდაცვითი გამოწვევაა, რომელსაც მსოფლიოში სხვადასხვა გზით ებრძვიან, რაც ხშირად ინოვაციური მიდგომების დანერგვით გამოიხატება. ასეთია ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდი, რომელიც მხოლოდ მზის ენერგიაზე მუშაობს. Solar Airship One 151 მეტრი სიგრძისაა და დაფარულია მზის პანელების ფენით, შესაბამისად წიაღისეული საწვავის გარეშე მუშაობს და მის მიერ გამომუშავებული ნახშირბადის გამონაბოლქვი ნულოვანია. ამის შესახებ Reuters- ი წერს. […]
7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბალანჩინის, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, ჭიჭინაძის, პაატა […]
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 7 აგვისტოს 10:00-დან 13:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჟინვალი, ჩინთი, ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, ბოდავი, ჩიხაანი, 13:00-დან 16:00 საათამდე – სოფლებში ბიჩნიგაურები, არანისი, უნდილაანი, იორი, მღვიმე, ეთვალისი, ხოლო 16:00-დან 19:00 […]