ნიგერი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

ნიგერმა განაცხადა, რომ მალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.
სიტუაციის სერიოზულობისა და მალის წინააღმდეგ აგრესიაში უკრაინის აღიარებული და სავარაუდო ჩართულობის გათვალისწინებით, ნიგერის რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც სრულ სოლიდარობას უცხადებს მალის მთავრობასა და მოსახლეობას, იღებს შემდეგ ზომებს: პირველ რიგში, დიპლომატიური ურთიერთობების დაუყოვნებელი გაწყვეტა ნიგერის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის, მეორე, მიმართვა გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის უკრაინის აგრესიასა და მის სპონსორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით“, – განაცხადა ნიგერის მთავრობის წარმომადგენელმა, ამადუ აბდრამანმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ მალის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. მათი განმარტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს კიევის როლი იმ დიდ დამარცხებაში, რომელიც მალის სამთავრობო ჯარებმა და რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა ივლისში, მეამბოხეებთან ბრძოლებში განიცადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე – სიმართლე გაცხადდება და თავად ამხელს მათ, ვინც სცადა, უბედური და სამწუხარო, მგრძნობიარე ამბავი ეკლესიის დასაკნინებლად გამოეყენებინა – ეკლესიას უკრაინაში მებრძოლ ადამიათათვის რაიმე შემზღუდავი ნორმა არასდროს დაუდგენია