“კვარამ” გაიტანა და რონალდოს სტილში აღნიშნა – ვიდეო “ნაპოლის” ვარჯიშიდან [VIDEO]

“ნაპოლი” ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, 2024/2025 წლების სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. “პარტენოპეის” ვარჯიშიდან ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გატანილი გოლი საკუთარი კერპის, კრიშტიანო რონალდოს სტილში აღნიშნა. შეგახსენებთ, “ნაპოლი” მომდევნო მატჩს კოპა იტალიაზე, 10 აგვისტოს, “მოდენას” წინააღმდეგ გამართავს. ვიდეო: Calcionapoli24 ფეხბურთი ვისაც გითამაშიათ და გესმით სპეციფიკა, ბადის ხმის მიხედვით მიხვდებოდით, რომ ხარიხას ქვემოთ […]
„მიზანშეწონილია მაღალხარისხიანი იმპლანტით ოპერაციებზე თანაგადახდის პრინციპის შემოღება“

მიუხედავად დრჯ-ის შემოღების დადებითი შედეგებისა, გარკვეული სერვისები არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით და პაციენტებს უწევთ მთლიანი თანხის გადახდა, რაც ამცირებს პაციენტის ფინანსურ ხელმისაწვდომობას. ამის შესახებ ნათქვამია თენგიზ ვერულავასა და ელენე დავითურის (ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი, კავკასიის უნივერსიტეტი) სტატიაში, რომელიც დიარჯის თემას ეხება და ჟურნალ „ფორბში“ გამოქვეყნდა. სტატიაში ერთ-ერთ ასეთ სერვისად დასახელებულია მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება მაღალხარისხიანი, […]
რამდენად იყიდით დოლარს და ევროს – 7 აგვისტოს ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7010 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0049 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9460 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9608 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0148 ლარი შეადგინა.
მიხეილ სააკაშვილი – 2008 წელს ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენით და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, პარტნიორებმა აქ ჩამოსვლით და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ

2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ის აღნიშნავს, ტყვეობაში ამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩააბარა. „2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, […]
ცესკომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართული შეხვედრის ფარგლებში გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე, საქართველოში არჩევნების ისტორიაზე და იმ სიახლეებზე, რომელიც ტექნოლოგიურ ინტერვენციას უკავშირდება. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა 2024 წლის […]
ელექტრომომარაგება დროებით შეწყდება – რომელ ქუჩებს შეეხება შეზღუდვა

კომპანია თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV კვარტლების, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბალანჩინის, ახმეტელის და ლუბლიანას ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების, ჭიჭინაძის, […]
მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება. 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის გამოყენებით. აბიტურიენტი შეძლებს გაასაჩივროს როგორც […]
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 7 აგვისტოს, საქართველოს მასშტაბით ყველაზე მაღალი ტემპერატურა 35° გრადუსი დაფიქსირდება. ზოგიერთ ქალაქში მოსალოდნელია წვიმა. 7 აგვისტოს ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა – 28° – უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი 29° – უმეტესად მზიანი ზუგდიდი -29° -უმეტესად მზიანი მესტია -22° – უმეტესად ღრუბლიანი ფოთი – 29° – წვიმა ბათუმი – 29° -წვიმა ოზურგეთი – 30° – […]
თიბისის გადახდის პროდუქტები ბაზრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას უნაღდო ანგარიშწორებას ანიჭებს – როგორც POS ტერმინალის, ასევე ონლაინგადახდის მეშვეობით (ელექტრონული კომერცია). თიბისი განსაკუთრებულად ზრუნავს, რომ გადახდები მაქსიმალურად კომფორტული იყოს, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, რაც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, სწრაფად და მარტივად მიიღოს თანხა პროდუქტის რეალიზაციისას, კლიენტს კი შეძენის პროცესი გაუმარტივოს. თიბისის POS ტერმინალები ბაზარზე […]
რას აშენებდა „არქი“ ვაშლიჯვარში, სადაც მეწყრული კერები გააქტიურდა – პროექტის და გეოლოგიური დასკვნის დეტალები

თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი მეწყრული კერის გააქტიურების შესახებ ინფორმაცია გუშინ მოქალაქეებმა გაავრცელეს და დრონით გადაღებული კადრები გამოაქვეყნეს. ადგილობრივების თქმით, იქ, სადაც მიწა დასკდა და ნაპრალები გაჩნდა, ბროწეულისა და იასამნის ქუჩების კვეთაზე სამშენებლო კომპანია „არქი“ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავდა. მოქალაქეების ინფორმაციით, ეჭვი ამ ტერიტორიის უსაფრთხოების შესახებ მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კომპანიამ მოულოდნელად სამშენებლო სამუშაოები შეწყვიტა და […]