ბაღების სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. შეთანხმების ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. დოკუმენტს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღვანელმა კახა აბულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა მოაწერეს ხელი. „ახალი სააღმზრდელო წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტთან […]
მოლდოვის საგარეო უწყება – 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევას კიდევ ერთხელ ვგმობთ

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევას კიდევ ერთხელ ვგმობთ, – ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის აღნიშნულ დარღვევას კიდევ ერთხელ გმობს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას […]
ფოთის მერია – ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა

ფოთში, კონსტიტუციის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწყობის მასშტაბური სამუშაოები დასრულდა. ფოთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონსტიტუციის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოეწყო. 2 კილომეტრამდე სიგრძის გზის მონაკვეთზე ორი ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, ასევე ტროტუარები, ბეტონის ბორდიურები და გამწვანებული სივრცეები. დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა. განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა და […]
,, ჩნდება კითხვა: საიდან, როგორ ან სად გაჩნდა პირველად ეს თარიღი?” – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე: ,,წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა. რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც – 2008 წლის 7 აგვისტო. ბუნებრივია ჩნდება კითხვა: საიდან, როგორ ან სად გაჩნდა პირველად ეს თარიღი? 2008 წლის 9-10 აგვისტოს დოკუმენტებში (იგულისხმება როგორც პრეზიდენტის, […]
საელჩო: საფრანგეთი ადასტურებს ერთგულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საფრანგეთის საელჩო საქართველოში აგვისტოს ომის 16 წლის თავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. განცხადებაში საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. “საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და […]
თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა – ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. „გეგმის მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და ქ. თბილისის და მისი მიმდებარე მუნიციპალიტეტების ჩართულობით სათანადო ღონისძიებების გატარება თბილისში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ქ. თბილისის აგლომერაციის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024-2026 წლების გეგმის პროექტი საქართველოს გარემოს […]
საფრანგეთის საგარეო უწყება – საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ

საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიიდან თექვსმეტი წლის შემდეგ, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში საფრანგეთი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს აღებული ვალდებულებები. „საფრანგეთი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის […]
ტობიას ბილსტრომი – შვედეთი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს
შვედეთი რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს, 16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო. მისი შედეგები დღესაც იგრძნობა. შვედეთი […]
ვლადიმირ პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პირველი კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, რომლებიც გუშინ დაიწყო. კომენტარი მან გააკეთა რუსეთის მთავრობასთან თათბირზე, რომლის შემდეგაც ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას აპირებს. „როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს“, – ირწმუნება […]
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

უკრაინა აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მკაცრად გმობს კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. აგვისტოს ომის დაწყებიდან 16 წლისთავზე განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „საომარი მოქმედებები 2008 წლის აგვისტოში შეწყდა, მაგრამ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ამით არ დასრულებულა. მოსკოვმა ე.წ. ბორდერიზაცია განაგრძო, ანუ საქართველოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, […]