“კოპენჰაგენში” გოჩოლეიშვილის დებიუტი ევროტურნირის მატჩში შედგა

კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „კოპენჰაგენმა“ საკუთარ მოედანზე „ბანიკი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდში გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა მეათე წუთზე ტრავმირებული როდრიგო უესკასი შეცვალა. tipsbladet-ი აღნიშნავს, რომ პირველი სახიფათო მომენტი სწორედ გიორგის ჩაწოდებას მოჰყვა. მან მე-80 წუთზე ტრავმა მიიღო, თუმცა თამაშის გაგრძელება შეძლო. გამარჯვების გოლი კი კომპენსირებულ დროში 18 წლის ნახევარმცველმა ვიქტორ ფროხოლდტმა […]
მეთიუ მილერი 2008 წლის აგვისტოს ომზე – ეს იყო რუსეთის უკანონო შეჭრა

ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს უპაუსუხა კითხვაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით. “მე ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებაში მკაფიო იყო, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას. რა თქმა უნდა, ნაბიჯები, რასაც ისინი […]
2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა. საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია თავდაცვის უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე. საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, სახელმწიფო დროშები დაშვებული […]
კვარაცხელიამ ვერ ივარჯიშა – ითამაშებს “მოდენასთან”?

Spazio Napoli-ი იტყობინება, რომ მარჯვენა კუნთის შესაძლო დისკომფორტის გამო ხვიჩა კვარაცხელიას დღეს კასტელ დი სანგროში “ნაპოლის” საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია, რაც მწვრთნელის, ანტონიო კონტესთვის საგანგაშოა. გამოცემის ცნობით, კვარაცხელია გუნდის ექიმს რაფაელე კანონიკოს ესაუბრებოდა და კიდევ ორ ფეხბურთელთან ერთად ინდივიდულურად ვარჯიშობდა. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ხვიჩას დაზიანება და შეძლებს თუ არა 10 აგვისტოს თასზე “მოდენასთან” […]
გრენლანდიის შუაგულში აღმოჩენილი ნამარხები ზღვის დონის მატების კიდევ უფრო დიდ საფრთხეზე მიუთითებს – კვლევა

არც თუ ისე შორეულ წარსულში, გრენლანდია თავის სახელს ამართლებდა (მწვანე მიწა). კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამი კილომეტრის სიღრმიდან ამოღებულ ყინულის ნაბურღ ნიმუშში (კერნი) მეცნიერებმა მცენარეებისა და მწერების ნაშთები აღმოაჩინეს. ეს ამ დროისათვის ყველაზე მკაფიო მტკიცებულებაა იმისა, რომ დაახლოებით მილიონი წლის წინ, ეს დიდი კუნძული თითქმის მთლიანად მწვანეში იყო ჩაფლული, მაშინ, როდესაც ატმოსფეროში ნახშირბადის დონე დღევანდელზე გაცილებით […]
2024 წლის ყველაზე პოპულარული ვებგვერდები

ინტერნეტს რეგულარულად 5.4 მილიარდი ადამიანი იყენებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 67.1%-ს შეადგენს. Visual Capitalist-მა, SimilarWeb-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის ყველაზე ხშირად მონახულებული ვებგვერდები გამოავლინა. მონაცემების მიხედვით, ყველაზე პოპულარული ვებგვერდი Google-ია. მასზე გლობალური ვებტრეფიკის 18.32% მოდის. Google-ში ყოველთვიურად 82 მილიარდი ვიზიტი ფიქსირდება, რაც უკონკურენტო მაჩვენებელია. მთლიანობაში Alphabet-ის მფლობელობაში არსებული ვებსერვისები ყოველდღიურად 8.5 მილიარდზე მეტ საძიებო მოთხოვნას ემსახურება. […]
არსებული ინფორმაციით, ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია რამდენიმე პირი

არსებული ინფორმაციით, ბათუმში სროლის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, კაჩენსკების ქუჩაზე მოხდა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიან.
რუსული წყაროების ცნობით, კურსკის ოლქში რუსი “სამხედრო კორესპონდენტი” ევგენი პოდდუბნი მოკლეს

კურსკის ოლქში ცნობილი რუსი “სამხედრო კორესპონდენტი” მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ დელიაგინი და რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული “ტელეგრამ” არხი ავრცელებენ. წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი “სამხედრო კორესპონდენტი” და “სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის” თანამშრომელი, ევგენი პოდდუბნი დღისით კურსკის ოლქში რეპორტაჟს იღებდა ბრძოლებზე, რომლებიც სუჯაში მიმდინარეობს. არსებული ცნობებით, სუჯაში უკრაინელი სამხედროები შეიჭრნენ.
ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა

ევროკავშირმა „შავი ზღვის სინერგიის“ ინიციატივის შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობა დაასრულა. ანგარიში მოიცავს საქართველოსაც, როგორც ინიციატივის მონაწილე შავი ზღვის აუზის ქვეყანას. დოკუმენტში, რომელსაც Europetime გაეცნო, მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ენერგიისა და ტრანსპორტის სფეროს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტრანსპორტის სფეროში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შავი ზღვის მოსაზღვრე, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების საერთო საზრუნავი მოიცავს ნაოსნობის თავისუფლებას, საზღვაო უსაფრთხოებასა და საზღვაო […]
ნანა კაკაბაძე პრეზიდენტს: ,, ის კი არ იცის, რომ მაიმუნი რაც უფრო მაღლა აცოცდება, მით უფრო უკეთ აჩენს საკუთარ უკანალს”

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე: ,,მადამ მიუნჰაუზენი პოლიტიკაზე ამბობენ, ბინძური საქმეა და ამიტომ რადგან პოლიტიკოსები ამ სიბინძურეში ტრიალებენ, ისინიც ყველაფრის მკადრებლები არიანო, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე. როგორც ექიმი, მსახიობი, ხელოსანი, სპორტსმენი თუ ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანი შეიძლება იყოს წესიერიც და ნაძირალაც, ასე არიან პოლიტიკოსებიც. თუმცა, ამ პროფესიაშიც არიან განსაკუთრებულად „დამსახურებული“ ნაძირალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მთავარია […]