მეთიუ მილერი 2008 წლის აგვისტოს ომზე – ეს იყო რუსეთის უკანონო შეჭრა

ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს უპაუსუხა კითხვაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით.
“მე ვფიქრობ, სახელმწიფო მდივნის დღევანდელ განცხადებაში მკაფიო იყო, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან უკანონო შეჭრა და რუსეთი აგრძელებს უკანონო ოკუპაციას.
რა თქმა უნდა, ნაბიჯები, რასაც ისინი ცდილობენ, ტერიტორიების მისაკუთრებისთვის გადადგან, არის სრულად გაუმართლებელი“, – განაცხადა მილერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინე ნაცვლიშვილი: საქართველოდან ნაძარცვი ხელოვნების ნიმუშები დღეს ინახება რუსეთის მუზეუმებსა და საცავებში. ძარცვა გაგრძელდა და დღეს უკვე აფხაზეთიდან ხდება უკანონო არქეოლოგიური გათხრებიდან მოპოვებული არტეფაქტების უკანონო გატანა