ვენაში, ტერაქტის საფრთხის გამო, ტეილორ სვიფტის კონცერტები გაუქმდა

ვენაში ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ შოუს ორგანიზატორმა, Barracuda Music-მა განაცხადა. „ერნსტ ჰაპელის სტადიონზე დაგეგმილი ტერაქტის შესახებ ინფორმაციის ხელისუფლების მხრიდან დადასტურების გამო, სხვა არჩევანი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ გავაუქმოთ სამი დაგეგმილი კონცერტი ყველას უსაფრთხოებისთვის“, – ნათქვამია ორგანიზატორის განცხადებაში. ამასთან, ავსტრიის პოლიციამ განაცხადა, რომ ტერორისტული თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი […]

გულით ნატარები ქართულ-ამერიკული დროშების ისტორია

ქართულ-ამერიკული ერთობლივი თავგანწირვისა და ერთგულების სიმბოლო“ – ასე საქართველოში ამერიკის სალეჩო, ამერიკის ეროვნულ დროშაზე საუბრობს, რომელიც ავღანეთში, ბაზაზე თალიბების თავდასხმისას, საქართველოს ეროვნულ დროშასთან ერთად, ქართველმა ჯარისკაცმა ვასილ მელიქიძემ გადაარჩინა.

გაერთიანებული სამეფო და ეგვიპტე თავიანთ ავიაკომპანიებს მოუწოდებენ, თავი აარიდონ ირანისა და ლიბანის საჰაერო სივრცეს

გაერთიანებულმა სამეფომ და ეგვიპტემ თავიანთ ავიაკომპანიებს სთხოვეს, თავი აარიდონ ირანის და ლიბანის საჰაერო სივრცეს რეგიონში შესაძლო უფრო ფართო კონფლიქტის დაწყების მზარდი შიშის ფონზე, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეგვიპტელი პილოტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვა ძალაში იქნება სამი საათის განმავლობაში. „ყველა ეგვიპტური გადამზიდავი უნდა მოერიდოს ფრენას თეირანის თავზე. ფრენის გეგმა არ მიიღება აღნიშნულ ტერიტორიაზე […]

პიტერ სტანო კურსკში განვითარებულ მოვლენებზე – უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მათ შორის, დაარტყას აგრესორს მის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. „ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის ლეგიტიმური უფლების მხარდაჭერას რუსული აგრესიისგან თავდაცვისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობებში“, – განაცხადა სტანომ. შეგახსენებთ, მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში […]

მეთიუ მილერი კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებზე – უკრაინა აშშ-ის პოლიტიკას არ არღვევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს უკრაინისგან კურსკის ოლქში რაიმე ოპერაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება არ მიუღია. ”ეს არის ომი, რომელშიც ისინი იბრძვიან. ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებებს და კონსულტაციას ვუწევთ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ ტაქტიკას, როდესაც საქმე ეხება ყოველდღიურ დარტყმებს, ამასთან დაკავშირებით მათთან ხან გვაქვს კომუნიკაცია, ხან – არა. მათთვის მიზანშეწონილია, თავად […]

,, ის გამოევლოს რუს ხალხს და რუსეთის სახელმწიფოს, რაც თავად გამოგვატარეს ყველას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: ,,კიდევ ერთხელ და კიდევ მრავალჯერ ვიტყვი – რუსებს ვუსურვებ მხოლოდ იმას, რაც თავად დამართეს საქართველოს, ჩეჩნეთს, უკრაინას და ა.შ. ის გამოევლოს რუს ხალხს და რუსეთის სახელმწიფოს, რაც თავად გამოგვატარეს ყველას. არაფერს მეტს. მხოლოდ იგივეს ვუსურვებ.”

ლაშა გობაძე მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძე (87 კგ) ბრინჯაოს მოპოვების შანსს ინარჩუნებს. გობაძემ მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას სძლია, მეოთხედფინალში კი ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა. ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, გობაძეს ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა. ის რეპეშაჟში 13:00 საათზე დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვს დაეჭიდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში უნგრელ დავიდ ლოშონჩის შეხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს […]

“შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა” – რა ითქვა “ბაშაქშეჰირთან” მატჩის წინ

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში “იბერია 1999” “ბაშაქშეჰირს” უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისური გუნდის მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ და ფეხბურთელმა გიორგი კოხრეიძემ ისაუბრეს. ლევან კორღალიძე: “ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი ხდება. თანამედროვე ფეხბურთში მინდორზე ფავორიტები არ არიან. ვინც უფრო მეტს მოინდომებს, გამარჯვებაც მას დარჩება. მათ ძლიერი ფეხბურთელები […]

რუსი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი კურსკის ოლქში დაიჭრა, მაგრამ ცოცხალია

სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია იტყობინება, რომ მისი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი კურსკის ოლქში დაიჭრა, მაგრამ ცოცხალია და საავადმყოფოში იმყოფება. როგორც იუწყებიან, მას თავს დაესხა დრონი FPV და ის ამჟამად საოლქო საავადმყოფოში არის კურსკში. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი „ზვეზდა“ იტყობინებოდა, რომ პოდდუბნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ომის მხარდამჭერი არხები, რომლებმაც ადრე მისი სიკვდილის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, […]