რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი – კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა – ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევძლოთ პაციენტების მიღება

კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა-ვცდილობთ, რაც შეიძლება მალე შევძლოთ პაციენტების მიღება, – ამის შესახებ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ალექსანდრე მესხმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, კლინიკის დაკომპლექტება მიმდინარეობს და ჯერ უცნობია ზუსტი თარიღი, თუ როდის შეძლებს კლინიკა პაციენტების სრული დატვირთვით მიღებას. „ჯერჯერობით არ ვართ ჩამოყალიბებულები, ვემზადებით, ვნახოთ. ამ ეტაპზე, კლინიკაში, სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულდა, დაკომპლექტება […]

ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

28 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში, კერძოდ, “ოფიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Gentikoule ავრცელებს. წყაროს ცნობით, ლევანი 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს და “ოფი” მის ტრანსფერს ოფიციალურად ხუთშაბათს დაადასტურებს. შეგახსენებთ, შენგელია ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ბერძნული “პანაიტოლიკოსის” ღირსებას იცავდა. მათ რიგებში ლევანმა ჯამში 51 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გატანილი გოლითა […]

ალან გაგლოევი – 2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს მოუწოდებს, იბრძოლონ რუსეთისთვის, როგორც სამშობლოსთვის

ძნელი წარმოსადგენია, რა იმედითა და რწმენით ელოდნენ რუსულ ჯარს ცხინვალში. ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო. ხალხმა, დაინახა რა ტანკები რუსეთის დროშებით, იცოდა, რომ ხსნა მოვიდა, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა განაცხადა. მისი თქმით, “დღეს ოსი ჯარისკაცები, იარაღით, ძმებთან ერთად მხარდამხარ, რუსეთისთვის ბრძოლაში მიდიან”. „2008 წლის ომის გმირების მაგალითი ოს მებრძოლებს საგმირო საქმეებისა […]

Airbnb-ის აქციები დაეცა

Airbnb Inc.-ის აქციები დაეცა – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, Airbnb Inc.-ის აქციები მას შემდეგ დაეცა, რაც კომპანიამ კიდევ ერთი იმედგამაცრუებელი პერსპექტივა გამოაქვეყნა აშშ-ს დამსვენებლების მოთხოვნის შენელების შესახებ. უფრო კონკრეტულად, მეორე კვარტალში ჯავშნების რაოდენობა 8,7%-ით გაიზარდა და 125,1 მილიონს მიაღწია, რაც ანალიტიკოსების შეფასებით დაბალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, Airbnb-მა განაცხადა, რომ ის ელოდება ჯავშნების […]

რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს კომპანია Evolution Georgia-ს? – კომპანიის ანგარიში

Evolution Georgia, რომელიც აზარტული თამაშების შვედური კომპანია Evolution Gaming-ის შვილობილია 2023 წლის ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 29 მილიონი ლარით, 201 მილიონ ლარამდე გაიზარდა, კომპანიის წმინდა მოგება კი 2 მილიონი ლარით, 14 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, Evolution Gaming-ს ყველაზე მეტი, 6.8 ათასი დასაქმებული საქართველოში ჰყავს. უკვე მეორე თვეა კომპანიის […]

ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ დონალდ ტრამპის დამარცხების შემთხვევაში ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, არ არის დარწმუნებული, რომ თუ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდება, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა მოხდება. ჯო ბაიდენი CBS News-თან ინტერვიუში გამოეხმაურა ტრამპის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთადერთი გზა მის დასამარცხებლად არის ის, რომ მას „არჩევნები მოპარონ“. „თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მე საერთოდ არ ვარ დარწმუნებული ამაში [ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაში]. […]

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე, 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაეშვა

2008 წლის აგვისტოს ომის მეთექვსმეტე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დროშები დაეშვა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია უწყების ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს მასშტაბით მდებარე ყველა სამხედრო ბაზაზე. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის […]

8 აგვისტოს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თელასის ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 8 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, ბუდაპეშტის, ფანჯიკიძის, იყალთოს, ბახტრიონის, გაგარინის, გამრეკელის, კუტუზოვის და მიცკევიჩის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, […]

კურსკიდან ისევ სარაკეტო შეტევის შესახებ იუწყებიან, ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

8 აგვისტოს, შუაღამის შემდეგ რუსეთის კურსკის ოლქში ორჯერ გამოაცხადეს საჰაერო განგაში რაკეტებით და დრონებით მოსალოდნელი თავდასხმის გამო. ადგილობრივი დროით ღამის ოთხი საათის შემდეგ, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა შვიდი უკრაინული რაკეტა ჩამოაგდეს. უკრაინის თავდაცვის ძალები სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში მდებარე სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს დრონებით და […]