თინა ბოკუჩავა – ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს

ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს იმეორებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას უარყოფს, პუტინის რუსეთია. „მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა ის სიმართლე, რაც მთელმა მსოფლიომ იცოდა, რომ საქართველოს […]

GCCA-მ გაეროს და შვედეთის მხარდაჭერით ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინფორმაციით, მან ელექტრონული კომერციის სექტორში მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, ახალი პროექტი დაიწყო, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია დაინტერესებული მხარეთათვის ელექტრონული კომერციის შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება და სააგენტოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, რათა ევროკავშირის ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით […]

ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

ქალაქ ხობში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. „მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრები, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები რევაზ ზაქარაია და დავით ბერაია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები შეიკრიბნენ, გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გარდაცვლილთა სულებს სანთლები დაუნთეს. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე […]

ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების მიზნით, იტალიამ სამუშაო ჯგუფი შექმნა

ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების მიზნით, იტალიამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს და ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და იტალიის მოქალაქეებთან დაკავშირებულ პრობლემებს დააკვირდება. შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში […]

“რუსი ჯარისკაცი 2007 წელს აღარ იყო…” – ღარიბაშვილი

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისული ირაკლი ღარიბაშვილი, ამბობს: უბრძოლველად და ომის შედეგად რაც მთავარია დავკარგეთ 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე – სამხედროები, პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა ჰქონდა, რომ ომი თავიდან აცილებულიყო. როცა ამ ტერიტორიებს შენ შენი უგუნურობით, […]

თაკო ჩარკვიანი – მოღალატეობრივია განცხადება, თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი თავს დაგვესხა – ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი?

მოღალატეობრივია განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე პატარა საქართველოა დამნაშავე იმაში, რომ რუსეთი შემოგვივარდა და თავს დაგვესხა – პირადად ჩემთვის ამ ტიპის განცხადებებია ღალატი! – ეს განცხადება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თაკო ჩარკვიანმა გააკეთა. როგორც ჩარკვიანმა ამ კონტექსტში აღნიშნა, საერთაშორისო დოკუმენტებში წერია, რომ რუსეთის მსხვერპლია საქართველო. „ვინ უნდა გაასამართლონ – 500 ათასი ადამიანი? პარტია რა არის? […]

ირაკლი ღარიბაშვილი – პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ, ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა

პრიმიტიულ კითხვებს მისვამთ აქ, ბავშვმაც იცის, რომ საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, ომის დაწყების თარიღზე საუბარი უხერხულია. „რაც შეეხება თარიღს, ხომ არ არის ძალიან უხერხული, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცების საფლავებთან ვდგავართ და უხერხულ თემაზე, თარიღთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, მაშინ, როცა წინა ხელისუფლება 2013 […]

საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დაინიშნა

საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დაინიშნა. როგორც საქართველოში ლიეტუვის საელჩოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის 6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. დარიუს ვიტკაუსკასიმ აღნიშნულ პოსტზე ანდრიუს კალინდრა ჩაანაცვლა. ანდრიუს კალინდრამ საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.

თამარ ჩარკვიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის წევრი, თამარ ჩარკვიანი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზე და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ თუ რა მოლოდინები გვაქვს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. საქართველოს მომავალზე საუბარი დასავლური ღირებულებების გარეშე წარმოუდგენელია. დასავლური ღირებულებები ითვალისწინებს დასავლური წესით და რიგით არჩევნების ჩატარებას. მეტი […]

ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ, ომში დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ქუთაისში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 […]