უკრაინამ მექსიკას მიმართა თხოვნით, დააპატიმროს პუტინი, თუ ის ინაუგურაციაზე ჩავა

მეხიკოში უკრაინის საელჩომ თხოვნით მიმართა მექსიკის მთავრობას, დააპატიმროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ ის 1 ოქტომბერს ჩავა ამ ქვეყნის ახალარჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაზე. საელჩოს განცხადებაში, რომელიც 7 აგვისტოთია დათარიღებული, ნათქვამია, რომ საელჩო „დარწმუნებულია, რომ მექსიკის მთავრობა აღასრულებს პუტინის დაკავების საერთაშორისო ორდერს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა 2023 წლის მარტში, შესაძლო ომის დანაშაულის გამო“. […]

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ლაშა გობაძე (87 კგ) რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვთან დამარცხდა და ასპარეზობა მედლის გარეშე დაასრულა. შეგახსენებთ, გობაძემ მერვედფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას სძლია, მეოთხედფინალში კი ბულგარელ სემენ ნოვიკოვთან დამარცხდა. ვინაიდან ნოვიკოვი ფინალში გავიდა, გობაძეს ასპარეზობის გაგრძელების შანსი მიეცა. ძალიან მოუმზადებელი (ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც) გამოიყურებოდა მთელი ბერძნულ-რომაულის ნაკრები. […]

გიორგი ვაშაძე – ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა თქვა, რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც დაპირისპირებისთვის იყენებ, ნათლად აჩვენებს, რომ ღირსი არ ხარ, ქვეყანას მართავდე

ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ, ნათლად აჩვენებს, რომ შენ ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. აგვისტოს ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით დისკუსიას ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან პროპაგანდას უწოდებს. „ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა: […]

მარია ზახაროვა – რუსეთი მზადაა, ხელი შეუწყოს დიალოგს თბილისს, ცხინვალსა და სოხუმს შორის

რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დისკუსია, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს შორის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული. მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის ხელი შეუწყოს ამ დიალოგს. „მიგვაჩნია, რომ დისკუსიის მონაწილეებმა უფრო მეტად უნდა გამოიყენონ თავიანთი პოტენციალი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყონ შეთანხმების შემუშავება ძალის გამოუყენებლობის შესახებ […]

თინა ბოკუჩავა – სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა შეუძლია ჰქონდეს, მაგრამ ივანიშვილის 12- წლიანმა მმართველობამ მთელი საქართველოსთვის მოიტანა სიღარიბე

სამცხე-ჯავახეთი არის რეგიონი, რომელსაც მუდმივი ეკონომიკური აღმავლობა შეუძლია ჰქონდეს, მაგრამ ივანიშვილის 12- წლიანმა მმართველობამ არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის მოიტანა სიღარიბე, უმუშევრობა, კორუფცია და ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ მასზე და მის გარემოცვაზე მუშაობს. 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ის „ერთიანობა – […]

როცა შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალა იმისა, რომ შენს ხალხს აარიდო ომი იქნება თუ კონფლიქტი. ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი

როცა შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალა იმისა, რომ შენს ხალხს აარიდო ომი იქნება თუ კონფლიქტი. ეს არ გამორიცხავს რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობას, ვინაიდან რუსეთის ფედერაცია არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტი როცა შენ ხარ ხელისუფლება, გაქვს ძალა იმისა, რომ ეს რისკები შესაბამისად გათვალო, შენს ხალხს აარიდო ომი იქნება, ნებისმიერი ესკალაცია, თუ კონფლიქტი, ეს არის შენი პასუხისმგებლობა. რა თქმა […]

12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში – ირაკლი ღარიბაშვილი

12 წელია ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი საქართველოში. მადლობა ღმერთს, არ დაგვიკარგავს ტერიტორიები, არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში, ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომ ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ მშვიდობა და მეორეს მხრივ, ჩვენი გონივრული ნაბიჯებით, მშვიდობიანი პოლიტიკით, მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „მადლიერი ვართ ჩვენი დასავლელი […]

ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?

ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რატომ ჩააბარეს კოდორის ხეობა? რატომ მოხდა, რომ ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაარქვეს ზემო აფხაზეთი?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა. მან, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, დასმულ კითხვას უპასუხა, სადაც „ნაცმოძრაობის“ გასამართლებაზეა საუბარი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს მაშინდელი ხელისუფლების მიმართ და მათ შორის […]

კითხვები მაქვს როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება – ირაკლი ღარიბაშვილი

კითხვები მაქვს როგორ მოხდა კოდორის ხეობის ჩაბარება, ათასობით დევნილის მიღება საკუთარ მიწა-წყალზე და ამ ომის შემდეგ სწორედ იგივე ხელისუფლებამ, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა, თუ თავიდან ვერ აირიდა, რამდენიმე თვეში გადასცა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები ოკუპანტ ქვეყანას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით განუცხადა. „ყველზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება მოუტანოს […]

ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე წამოეგო და ვხედავთ, რომ ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე

ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე წამოეგო და ვხედავთ, რომ ურცხვად გამოთქვამენ პრეტენზიას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე ეს საშინელი ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წინა ხელისუფლებამ ვერ აირიდა თავიდან ეს ომი, პირიქით, პროვოკაციებზე პირდაპირ წამოეგო და არავითარი მცდელობა ჰქონდა, რომ ომი თავიდან აცილებულიყო, – ამის შესახებ „ქართული […]