უკრაინამ მექსიკას სთხოვს, დააპატიმრონ პუტინი, თუ ის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა

უკრაინამ მექსიკის მთავრობას სთხოვა, დააპატიმროს რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი, თუ ის პირველ ოქტომბერს პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციას დაესწრება. “ვიმედოვნებთ, რომ მექსიკის მთავრობამ იცის ის ფაქტი, რომ ვლადიმერ პუტინი არის სამხედრო დამნაშავე, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინელი ბავშვების რუსეთში გატაცებაში და იძულებით დეპორტაციაში.მისი დაკავების ორდერი გაცემულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, რომლის იურისდიქცია მოქმედებს მექსიკაში“, – წერია განცხადებაში.
“ომში აგრესორი იმას იმკის, რასაც თესავს” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ ნებისმიერი ესკალაციის პირველწყარო რუსეთის აგრესიაა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება. მისი თქმით, რუსეთში ფიქრობენ, რომ მათზე შემზღუდავი სამართლებრივი ნორმები არ ვრცელდება, ამიტომ შეუძლიათ დაუსჯელად დაესხან თავს მეზობელ სახელმწიფოებს და თვალთმაქცურად მოითხოვონ საკუთარი ტერიტორიის ხელშეუხებლობა, მაგრამ ომში აგრესორი იმას იმკის, რასაც თესავს.
“უკრაინის ჯარი ოკუპანტს გაანადგურებს ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის დასაცავად” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკი ოლქის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს: “ყველა ხედავს, რომ უკრაინულმა ჯარმა იცის, როგორ გააოცოს საზოგადოება და მიაღწიოს შედეგს. ამას მოწმობს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტების უზარმაზარ ძალას, არამედ ანადგურებენ მას ისე, როგორც ეს აუცილებელია უკრაინის – ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – თქვა პრეზიდენტმა Army+-ის […]
რუსეთში 15-წლიან პატიმრობას უსჯიან ქალს, რომელმაც საქველმოქმედო ორგანიზაციას 50 დოლარი ჩაურიცხა

რუსული პროკურატურა რუსეთისა და აშშ-ის მოქალაქე ქსენია კარელინასთვის 15-წლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს იმ თანხის გაღებისთვის, რაც, მათი თქმით, უკრაინულმა ჯარმა აღჭურვილობის შესაძენად გამოიყენა. კარელინამ 50 დოლარი გადაურიცხა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. ბრალდებულმა ეს ქმედება სასამართლოშიც აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. კარელინა, რომელიც მოყვარული ბალერინაა და სპა-სალონში მუშაობს, წლებია ამერიკაში, ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და […]
შამბა: “აფხაზეთში რუსული საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება”

ქალაქ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის შექმნა არ იგეგმება, იქ სასაზღვრო კატარღებია განლაგებული, განუცხადა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასს” ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. „ოჩამჩირეში არავითარი რუსული საზღვაო ბაზა არ იგეგმება, არის სასაზღვრო პუნქტი, სადაც სასაზღვრო კატარღებია განლაგებული. ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ“, – თქვა მან. შამბას სიტყვებით, შავი ზღვა კვლავ დაძაბულობის […]
გამოძიება: ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმის გეგმა დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოს” უკავშირდება

იმ სამ ავსტრიელ მოზარდს შორის, რომლებიც ტეილორ სვიფტის კონცერტზე დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე დააკავეს, მთავარ ეჭვმიტანილს კავშირი ჰქონდა დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან”. მას სახლში ქიმიური შენაერთები უპოვეს. მთავარი ეჭვმიტანილი 19 წლის ახალგაზრდაა, წარმოშობით ჩრდილოეთ მაკედონიიდან. დანარჩენი ორი 17 და 15 წლის არიან. გამოძიების ინფორმაციით, ისინი ავსტრიის ერთ-ერთ სტადიონზე, ამერიკელი მომღერლის ტეილორ სვიფტის კონცერტზე თავდასხმას გეგმავდნენ. ავსტრიის საზოგადოებრივი […]
კევინ დურანტმა ოლიმპიადაზე აშშ-ის საკალათბურთო ნაკრების რეკორდი დაამყარა

პარიზის ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში აშშ-ის მამაკაც კალათბურთელთა ნაკრებმა ბრაზილია დამაჯერებლად, 122:87 დაამარცხა. ამ შეხვედრაში „ფინიქს სანსის“ ვარსკვლავმა, კევინ დურანტმა რეკორდი დაამყარა. ამერიკელ კალათბურთელს ოლიმპიადებზე 494 ქულა დაუგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია როგორც ამერიკის ქალთა, ისევე მამაკაცთა ნაკრებების ისტორიაში. დურანტმა ლიზა ლესლის რეკორდი გააუმჯობესა. ქალ მოთამაშეს აშშ-ისთვის ოლიმპიადებზე 488 ქულა ჰქონდა მოგროვებული. კევინ დურანტმა ოლიმპიური თამაშები 2012, […]
საქართველოს საგარეო უწყება მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო თანამეგობრობისა და პარტნიორების მხარდაჭერაზე. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევ და უპირობო მხარდაჭერას და მადლიერია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერისთვის“, – წერია განცხადებაში. საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს […]
საქართველო – ჩეხეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია შემოდგომაზე დაგეგმილი კიდევ ორი საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი. პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი “მესხის სტადიონზე” გაიმართება; 16 ნოემბერს კი საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის “აჭარაბეთ არენაზე” შედგება. “დინამო არენის” […]
სუპერთასი | “შავი ლომი” მეოთხე ტიტულს სექტემბრიდან შეუტევს

ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” სექტემბერსა და ოქტომბერში რაგბი ევროპის სუპერთასის ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის იბრძოლებს. შარშანდელის მსგავსად, გუნდები სიძლიერის მიხედვით ორ ჯგუფად არიან გაყოფილი, თუმცა 8-ის ნაცვლად, მასში 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. წელს სუპერთასზე ვერ ითამაშებს ისრაელის “თელავივ ჰითი”, რის გამოც “ა” ჯგუფში სამი გუნდი იასპარეზებს და ტურნირი პლეი-ოფის გარეშე, ჯგუფურ ეტაპთან ერთად დასრულდება. ამრიგად, […]