სომხეთი, ინდოეთი და ირანი საქართველოს გავლით რუსეთთან და EU-სთან ახალი სავაჭრო მარშრუტის გახსნაზე მუშაობენ – მედია

სომხეთს, ირანსა და ინდოეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იგეგმება, რომლის მიზანსაც ახალი სავაჭრო მარშრუტის შექმნა წარმოადგენს. ამის შესახებ BMG-ის ერევნის ბიურო სომხურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც ცნობილია, პოტენციური მარშრუტი ინდოეთის ქალაქ მუმბაის პორტიდან, ირანის ჩაბაჰარის პორტის და სომხეთის გავლით, საქართველოს გაივლის და ინდოეთიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ევროკავშირის და რუსეთის ბაზრებზე გასვლის ალტერნატიულ შესაძლებლობას შექმნის. როგორც […]

ComCom–მა „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად დაასახელა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად დაასახელა. გადაწყვეტილება ComCom-ის დაკვეთით ჩატარებულ ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზრის კომპლექსურ კვლევას დაეყრდნო, რომლის ფარგლებშიც, კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტებმა ქართული ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, შეზღუდული კონკურენტული გარემო არ შეიცვლება. გადაწყვეტილების მიღებისას, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომის“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე […]

UNDP-ის, გერმანიის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანია „ჯანსაღი გარემო შენი უფლებაა“ მიმდინარეობდა

UNDP-ის, გერმანიის მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობით საინფორმაციო კამპანია „ჯანსაღი გარემო შენი უფლებაა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს განვითარების პროგრამა ავრცელებს. მათი ცნობით, სუფთა და ჯანსაღი გარემოს უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და აღიარებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ. ა მის გათვალისწინებით, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გერმანიის მთავრობამ, არასამთავრობო ორგანიზაცია GEO – Georgia’s Environmental Outlook-თან თანამშრომლობით, […]

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ჩამოგდებულია რუსეთის ორი რაკეტა და ოთხი დრონი

უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო იერიშები გვიან ღამით მოიგერია. ჩამოგდებულია ოთხი შაჰედის ტიპის დრონი და ორი რაკეტა, რომელთაგან ორი ისკანდერის ბალისტიკური რაკეტა იყო. რუსეთის სამიზნე, ამჯერად, როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, კიევის რეგიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი იყო. კიევის მიმართულებით მოგერიებული იერიშების პარალელურად, რუსეთი გამუდმებით ბომბავს დონეცკის რეგიონში უკრაინული ძალების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს. ოთხშაბათს, რუსულ […]

მიხაილო სამუსი: “მსგავსმა ასიმეტრიულმა ოპერაციებმა უნდა აიძულოს რუსეთი, შეაჩეროს შეტევა დონბასში”

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი მიხაილო სამუსი ფიქრობს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე ოპერაცია, ნაწილია უკრაინის სამხედრო სარდლობის გეგმისა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების თანდათანობით შერყევას. “მე ვწინასწარმეტყველებდი, რომ უკრაინის სარდლობა ჩაატარებდა არასტანდარტულ ოპერაციას, რათა შეერყია შესაძლებლობები, რომლებსაც რუსეთი დონბასში შეტევითი ოპერაციების ჩატარებისთვის იყენებს. რუსეთის არმიამ, კრემლის ბრძანებით, ამა წლის ნოემბრამდე, ანუ აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებამდე უნდა […]

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო შესწორება, რომელიც სკოლებში ლგბტ “პროპაგანდას” კრძალავს

ბულგარეთის პარლამენტმა 7 აგვისტოს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში ლგბტ „პროპაგანდას“ კრძალავს და კენჭი უყარა ცალკეულ ცვლილებას, რომელიც „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ ცნებას ადგენს. სკოლამდელი და სასკოლო განათლების შესახებ კანონში ცვლილებები, რომლებსაც 159-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, პრორუსულმა პარტია „აღორძინებამ“ (Vazrazhdane) წარადგინა. ცვლილებების წინააღმდეგი 20 დეპუტატი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა. ის კრძალავს „განათლების სფეროში ბიოლოგიურისგან […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინულმა არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს

უკრაინულმა არმიამ იცის, როგორ გაგვაოცოს და შედეგების მიღწევა შეუძლია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. “ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია და შედეგების მიღწევა შეუძლია. ამას ბრძოლის ველი აჩვენებს, სადაც ჩვენმა მებრძოლებმა არა მხოლოდ გაძლეს ოკუპანტების უფრო დიდი ძალის წინააღმდეგ, არამედ მას ისე ანადგურებენ, როგორც ეს საჭიროა უკრაინის – ჩვენი სახელმწიფოსა და დამოუკიდებლობის […]

ირანის საგარეო უწყება – სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყონ – თეირანში ჩადენილი ქმედება სტრატეგიული შეცდომა იყო, ძვირად დაუჯდებათ

სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ , – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერმა განაცხადა. „სიონისტები იმ მდგომარეობაში არ არიან, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ომი დაიწყონ. მათ ამისთვის არც შესაძლებლობა აქვთ და არც ძალა“, – განაცხადა ალი ბაგერმა. მისივე თქმით, ისრაელს დაძაბულობის, ომისა და […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 9 აგვისტოს 07:00-დან 09:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში წეროვანი, ზემო წეროვანი, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, წილკნის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 12:00-დან 19:00 საათამდე – ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტების ნაწილს სოფელ ცხვარიჭამიაში. 13:00-დან 15:00 საათამდე, ძაბვა შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში […]

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და ორგანიზებით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ინფორმაციით, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო და ქალაქებში – […]