საქართველოს U16 ნაკრები სლოვენიასთან ბოლო წამებზე – 58:62 დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატზე მე-2 მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებმა და დაძაბულ ბრძოლაში, დასანანი მარცხი იწვნია. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილი ჩვენი გუნდის მეტოქე სლოვენია გახლდათ, რომელმაც პირველ ტურში პოლონეთი 15 ქულით დაამარცხა. სლოვენიელებს ქართველებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოოდ შეხვედრა 4 ქულით – 58:62 დათმეს. საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში საფრანგეთთან ითამაშა და ბოლო პერიოდის ჩავარდნის გამო 49:74 წააგო. სლოვენიასთან […]

„ჩირინა“ წელიწადში 50 ათას ტონა ადგილობრივ მარცვლეულს იბარებს

ვერტიკალურად ინტეგრირებული მეურნეობა „ჩირინას“ მარცვლეულის სასაწყობე მეურნეობა წელიწადში ადგილობრივი ფერმერებისგან 50 000 ტონა მარცვლეულს იბარებს. ამის შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ჩაბარებულ აგროპროდუქტს წარმოება სრულად მოიხმარს. „მარცვლეულს – სიმინდსა და ხორბალს მთელი საქართველოდან ვიბარებთ, როგორც კახეთიდან, ისე სამეგრელოდან და ქვემო ქართლიდან. ადგილობრივი ფერმერებიდან მიღებული მოსავალი დაახლოებით 50 000 ტონას აღწევს. […]

რა იციან ახალგაზრდებმა ნარკოტიკებზე – კვლევა

კვლევამ, რომელიც “კაქტუს-მედიის”დაკვეთით და “ღია საზოგადოების ფონდის”მხარდაჭერით, “საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციამ” ჩაატარა, თბილისში, კლუბური ცხოვრებისა და მუსიკალური ფესტივალების კონტექსტში, ნარკოტიკების მომხმარებლების ინფორმირებულობის დონე შეამოწმა. რესპონდენტების მიერ კლუბში/ფესტივალზე პირველი ვიზიტის მინიმალურ ასაკად 14, ხოლო მაქსიმალურ ასაკად 21 წელი დასახელდა. ყველა მათგანი, მინიმუმ, თვეში ერთხელ მაინც სტუმრობს კლუბს/ფესტივალს. მათი უმრავლესობა დადის ყოველკვირეულად, ხოლო ნაწილი – კვირაში სამჯერაც კი […]

სალომე ზურაბიშვილი – ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე გაიძულებთ ბაობაბების დატირებას

ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზდ წერს. მისივე თქმით, ასევე, საინტერესოა, “რა ითქმის მათზეც, ვინც მორჩილად იმეორებს ამ უაზრობებს”. “ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე და კიდევ იმაზე, ვინც ასე […]

საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციის ევროპული პრაქტიკა

ხორვატიის სიდიდით მეექვსე ქალაქში, ველიკა გორიცაში, საქალაქო ავტობუსები ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის უფასო გახდა. ქალაქის ხელმძღვანელობა ასე ცდილობს გაზარდოს ხალხის მოტივაცია, რომ უფრო ხშირად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და შეამცირონ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვი, რომელიც წარმოიქმნება კერძო მანქანების მოძრაობით. საავტომობილო გამონაბოლქვი გლობალურ დათბობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ველიკა გორიცა გახდა ხორვატიის უდიდესი ქალაქი უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ის ზაგრებიდან 15 კილომეტრში […]

მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები მზად არ არიან სტიქიებთან გასამკლავებლად – მედია

საქართველოს მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები მზად არ არიან კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ სტიქიებთან გასამკლავებლად. მათ უმეტესობას თეორიული წარმოდგენა აქვს ადრეული შეტყობინების სისტემებზე, არ აქვთ დამონტაჟებული შესაბამისი ტექნოლოგიები და არ ჰყავთ მომზადებული კადრები, რომლებიც ამ სიტუაციას მართავენ. ბუნებრივი სტიქიების მართვის პროცესი საქართველოში ცენტრალიზებულია. რეგიონული მუნიციპალიტეტები თუ თვითმმართველი ქალაქები ცენტრიდან – თბილისიდან – მოწოდებულ მონაცემებსა და ცოდნაზე […]

თხილში აფლატოქსინის შემცველობის შესამცირებლად მწარმოებლებისთვის ახალ მოთხოვნები წესდება

“თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებებია, რომლის მიზანი აფლატოქსინის პრევენცია და შემცირებაა. ცვლილებები თხილის მწარმოებლებს ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ავალდებულებს: · ცენარეების რიგებს შორის უნდა არსებობდეს ისეთი სივრცე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ბაღში სოკოვანი დაავადებების გავრცელების პრევენციისათვის აუცილებელი ვენტილაცია, ასევე შესაძლებელი უნდა იყოს შესაწამლი სამუშაოებისას სპეციალური ტექნიკის შეყვანა ან/და შესაწამლი აპარატების გამოყენება; · ბიზნესოპერატორი […]

ტური 20: სტუმრების უპირატესობით

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის სამი მატჩი გაიმართა. აქედან ორში სტუმრებმა გაიმარჯვეს, ერთი თამაში კი ფრედ დასრულდა. “დინამო თბილისისთვის” და ფოთის “კოლხეთი 1913”-ისთვის კარგი დღე იყო. სამტრედია 1:3 კოლხეთი 1913 აუტსაიდერმა “სამტრედიამ” შინ წააგო ფოთის “კოლხეთი 1913”-თან. ლაშა კოხრეიძემ საწყის 20 წუთში დუბლი შეასრულა: ჯერ გიორგი ახალაძის, მერე კი ირაკლი ჯიჯავაძის პასით. კოხრეიძეს სეზონში 6 […]

სანდრო ბაზაძე – ვიმსახურებდი ოლიმპიურ მედლებს, რომელიც მომპარეთ – თქვენ გგონიათ, გამტეხეთ და დამამარცხეთ, მაგრამ ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას!

თქვენ გგონიათ, რომ გამტეხეთ და დამამარცხეთ, მაგრამ არა! ვერ! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას… დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი, როგორიც სულ ვიყავი… ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი! – ამის შესახებ მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ბაზაძე აღნიშნავს, ის ოლიმპიურ მედლებს იმსახურებდა, რის გამოც ბრძოლას აგრძელებს. „არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას […]

ლაშა ტალახაძე – მინდა, ეს მედალი ყველა გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა – ყველაზე დიდი სიმდიდრეა ეს მედალი იმიტომ, რომ მისი მოპოვება გაგვიჭირდა

მინდა, ეს მედალი ყველა ჩემს გულშემატკივარს, ფედერაციას და ჩემ ოჯახს მივუძღვნა. ქართველ ხალხს ძალიან დიდი მადლობა,- ამის შესახებ სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ტალახაძემ ყველა იმ სპორტსმენს, ვინც პარიზის ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა, გამარჯვება მიულოცა და საქართველოს სახელით მოასპარეზეებს წარმატებები უსურვა. „პირველ რიგში, მინდა ჩვენ ჩემპიონებს მივულოცო, ყველა იმ ბიჭს, ვინც მედალი მოიპოვა, ჩვენ […]