რუსებმა კიევის ოლქს დაარტყეს – არის მსხვერპლი

უკრაინის დედაქალაქ კიევის ოლქის ბროვარის რაიონში კერძო საცხოვრებელ კორპუსებზე რაკეტების ნამსხვრევებიის ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი და მისი 4 წლის ვაჟი დაიღუპნენ, – ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად, კიდევ სამი ადამიანი დაშავდა. მანამდე, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამში“ დაწერა, რომ დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ჯინ შაჰინი – ვისაუბრეთ საკითხზე, რომელიც პრემიერისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია – სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ურთიერთობებში

ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ ამით დაინტერესებული არ არის და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობებში. გარდა ამისა, სენატორმა ისაუბრა […]

ტერნერი: იმედგაცრუებას იწვევს ამჟამინდელი ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს შორის

მსოფლიოში ვხედავთ აგრესიულ გამოვლინებებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან , რომლებიც დემოკრატიას საფრთხის ქვეშ აყენებენ. ეს გამოვლინდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის სახით. ეს გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ აშშ სურს მართლაც იხილოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სწორედ ამისთვის გვაქვს პარტნიორობა. გვაღელვებს ურთიერთობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ამისთვის ვართ აქ – გავაჟღეროთ ჩვენი წუხილი, ასევე შევთავაზოთ ჩვენი […]

შაჰინი: გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს

გვაღელვებს და გვაშფოთებს მომავალი არჩევნები. გვსურს ვიხილოთ, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. ეს საკითხი პრემიერმინისტრთანაც წამოვწიეთ. ჩვენი ინტერესია, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, ისევე როგორც შესაძლებლობა მიეცეთ ადგილობრივ დამკვირვებლებს. ანუ მათ, ვინც უზრუნველყოფს, რომ არჩევნები სათანადოდ ჩატარდეს. ეს კი მისცემს საქართველოს ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეებს, თავისუფლად შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა.

„ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხან, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დენდროლოგიურ პარკში ბაობაბების გახმობას და ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კომენტარებს ეხმაურება. მისი თქმით, ისინი ბაობაბების გახმობაზე მეტად წუხან, ვიდრე „ქვეყნის გახმობაზე“. პრეზიდენტმა ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა და პოსტს კახა კალაძის კომენტარი დაურთო, სადაც ის ბაობაბების გახმობის გამო წუხილს გამოთქვამს და აზუსტებს, რომ „ზოგადად, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ძალიან დიდი პრობლემაა“. „ნეტავ რა […]

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ქვეყნის 5 ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტია

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და „ტოჩკა-უ“ ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი ტაქტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ“ განადგურდა, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, 3 – ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, ბრიანსკისა და ორიოლოს […]

“არ მინდოდა, არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!…” – რას წერს სანდრო ბაზაძე?

“თქვენ გგო­ნი­ათ, რომ გამ­ტე­ხეთ და და­მა­მარ­ცხეთ, მაგ­რამ არა! ვერ! არ მოგ­ცემთ ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას… დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დევ ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც სულ ვი­ყა­ვი… ჩემი სათ­ქმე­ლი ბევ­რჯერ ვთქვი და კი­დევ ვი­ტყვი!“ – ამის შე­სა­ხებ მო­ფა­რი­კა­ვე სან­დრო ბა­ზა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს. რო­გორც ბა­ზა­ძე აღ­ნიშ­ნავს, ის ოლიმ­პი­ურ მედ­ლებს იმ­სა­ხუ­რებ­და, რის გა­მოც ბრძო­ლას აგ­რძე­ლებს. “არ მინ­დო­და და არც ვა­პი­რებ­დი არა­ნა­ი­რი პოს­ტის და­დე­ბას […]

ჯანდაცვის მინისტრი – ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს საფრთხე არ ემუქრება – კვლევების განხორციელება არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი კვლევები

ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ უწყვეტად განხორციელდეს ყველა ის დაგეგმილი აქტივობა, რომელიც საქართველოსთვის შეიძლება საინტერესო და მნიშვნელოვანი იყოს. „დაავადებათა კონტროლის ცენტრი ერთ-ერთ დიდი და მსხვილი დაწესებულებაა ჩვენს სისტემაში. საგრანტო პროექტების მეშვეობით გარკვეული კვლევითი […]

დღეს წმიდა მოწამე ევსტათი მცხეთელის (+551) ხსენების დღეა

წმიდა ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი – ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს. ერთხელ […]

საქართველო მედლების რეიტინგში 24-ე პოზიციაზე დაწინაურდა – ქვეყნების სრული რეიტინგი

10 აგვისტოს, გენო პეტრიაშვილის მიერ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (125 კგ) და ლაშა ტალახაძის მიერ ძალონსობაში ოქროს მედლის მოპოვებით საქართველოს ოქროს მედლების რაოდენობა სამამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანა მედლების საერთო გუნდურ რეიტინგში 39-დან 24-ე პოზიციაზე დაწინაურდა. არსებული მდგომარეობით, ქართველ ოლიმპიელებს 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი აქვთ. 11 აგვისტოს კი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (97 […]