სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება

სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს. „ვაცხადებთ, რომ სამშაბათიდან დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდება“, – განაცხადა სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, აშად ალ-სალიბიმ. მისი თქმით, პარტნიორების დახმარებით ალეპოსა და დამასკოს აეროპორტების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცნობისთვის, სირიაში შიდა ფრენები უკვე განახლდა. წყარო: ინტერპრესნიუსი

IT-სისტემის გლობალური ხარვეზის გამო გერმანიაში საავიაციო კოლაფსი მოხდა

გერმანიაში საავიაციო კოლაფსი მოხდა. აეროპორტებში IT-სისტემის გლობალური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა სასაზღვრო კონტროლის საპოლიციო სისტემა, – იუწყება DW. ავიარეისები ორი საათით შეფერხდა გერმანიის თითქმის ყველა აეროპორტში. კომპიუტერული სისტემების მწყობრიდან გამოსვლამ მგზავრების დიდი რიგები და ავიარეისების გადადება გამოიწვია. შესაბამისმა სამსახურებმა პრობლემის აღმოფხვრა რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის სასაზღვრო კონტროლის საპოლიციო სისტემა […]

რესტორანმა Honoré-მ და მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ [Kordz] აქციების დროს დაზარალებულთა მხარდასაჭერად შექმნილ ფონდში 15 000 ლარი ჩარიცხეს

რესტორანმა Honoré-მ და მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამ [Kordz] აქციების დროს დაზარალებულთა მხარდასაჭერად შექმნილ Prosperity Georgia-ს ფონდში 15 000 ლარი ჩარიცხეს. ამის შესახებ ინფორმაციას კორძი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „როგორც ვთქვით, ჩვენი კონცერტიდან Honore.Tbilisi-ში 15 000 ლარი ჩავრიცხეთ Prosperity Georgia-ს ფონდში. მადლობა ყველას, ვინც დაესწარო და ონორეს, ვინც თავისი ინიციატივით ჩაერთო ამ საქმეში“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გერმანელი ოფიციალური პირები პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვასა და საგანგებო სამსახურების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ

გერმანელი ოფიციალური პირები პიროტექნიკის გამოყენების შეზღუდვასა და საგანგებო სამსახურების თანამშრომლებზე თავდასხმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსი“ ავრცელებს. გერმანიაში აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის მასშტაბით ახალი წლის ღამით ხუთი ადამიანი დაიღუპა, ათობით სამოქალაქო პირი და პოლიციელი კი დაშავდა. ოფიციალური პირები განსაკუთრებით აღნიშნავენ პიროტექნიკის იმ სახეობის გამოყენების აკრძალვას, რომელიც ლეგალურად მხოლოდ […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობაზე მეთიუ მილერს ტემი ბრიუსი შეცვლის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს. „ჩემთვის დიდი პატივია განვაცხადო, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილ ჩვენს შესანიშნავ კანდიდატს, მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის რანგში ტემი ბრიუსი შეუერთდება“, – წერს დონალდ ტრამპი. ტემი ბრიუსი, რომელიც 2005 წლიდან Fox News-ის თანამშრომელია, […]

„გულითადად ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს! – ირაკლი ღარიბაშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „გულითადად ვულოცავ ჩვენს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს დაბადების დღეს! განუზომელი და ფასდაუდებელია მისი უწმინდესობის ღვაწლი საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებაში, ქართველი ერის რწმენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. უახლესი ისტორიის მანძილზე გადატანილი მრავალი ქარტეხილისა თუ განსაცდელს ჟამს, […]

SANA – სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება

სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს. „ვაცხადებთ, რომ სამშაბათიდან დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდება“, – განაცხადა სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, აშად ალ-სალიბიმ. მისი თქმით, პარტნიორების დახმარებით ალეპოსა და დამასკოს აეროპორტების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცნობისთვის, სირიაში შიდა ფრენები უკვე განახლდა. წყარო: ინტერპრესნიუსი

“იფიცება საქართველო” – 15 იანვარს, 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა

“იფიცება საქართველო” – 15 იანვარს, 15 საათზე, მასშტაბური საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა დაანონსდა – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება: “15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები ვაწყობთ საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას! 3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში: • გაჩერებული ეკონომიკა; • დაკეტილი ბიზნესი; • სიღარიბე და […]

“ვისოლი” კონტრაქტის ამოწურვით ხსნის რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრის ამოღებას

“ვისოლი” რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ განცხადებაში განმარტავს, რომ ეს აქციებისას დაკავებულ მსახიობთან კონტრაქტის ვადის გასვლის გამო გააკეთეს. ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით კომპანია “ვისოლის” რეკლამა 2023 წლის აგვისტოში გავიდა. “ვისოლის” თანახმად, 2024 წლის სექტემბრიდან რეკლამა თავიდან გაუშვეს, რის გამოც მსახიობთან დამატებითი კონტრაქტი გააფორმეს. “ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყენების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით”, – […]

შალვა კეკელია დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ – გარდაცვილი ჟურნალისტის შვილი

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშილის შვილი მია გოგელაშვილი აცხადებს, რომ დეკანოზი შავლა კეკელია დედამისის დაღუპვასთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს და მის ამბავს „თავის საკეთილდღეოდ იყენებს“, რათა „ქართული ოცნება“ დაიცვას. კერძოდ, შალვა კეკელია ერთ-ერთი ქადაგებისას ამბობს, რომ 2007 წელს ტელეკომპანია „იმედის“ დარბევისას ანა მამულაშვილს თავში ჩაარტყეს, რამაც ჟურნალისტს სიმსივნე განუვითარა და დაიღუპა. თუმცა ანა მამულაშილის შვილი შალვა კეკელიას […]