ოლაფ შოლცმა ილონ მასკს ტროლი უწოდა

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ამერიკელ მილიარდერს, ილონ მასკს ტროლი უწოდა. „სოციალურ ქსელებში ბევრია, ვისაც ყურადღების მიპყრობა მკვეთრი ლოზუნგებით სურს. წესი ასეთია: ნუ კვებავ ტროლს“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა შოლცს სულელი უწოდა. „როგორც სოციალ-დემოკრატები, ჩვენ შეჩვეული ვართ იმ ფაქტს, რომ არსებობენ მდიდარი მედიამეწარმეები, რომლებიც არ აფასებენ სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკას და არც […]

ბლინკენი: აშშ-ში ძალიან ეშინოდათ რუსეთის მხრიდან ბირთვული მუქარის

ვაშინგტონს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ ჩინეთის ხელისუფლება ერთხელ დაუკავშირდა რუსეთს, რათა წინ აღდგომოდა უკრაინის ომთან დაკავშირებით მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ამის შესახებ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელიც მალე დატოვებს თანამდებობას. გაზეთთან ინტერვიუში ბლინკენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ძალიან შეშფოთებული იყო“ ბირთვული საფრთხის გამო. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წუხელ რეგიონებში 16 დრონი ჩამოაგდეს

ბრიანსკის, სმოლენსკისა და ლენინგრადის ოლქების ხელისუფლებებმა შაბათს გაავრცელეს ინფორმაცია მათ რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების შესახებ. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის სისტემებით ფინეთის ყურის მახლობლად. ნგრევა და მსხვერპლი არ ყოფილა. სულ, დროზდენკოს თქმით, ღამისა და დილის განმავლობაში ჩამოაგდეს ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, რასაც მან “რეკორდული” მაჩვენებელი […]

ინვესტიციები მცირდება, ეკონომიკა მაინც იზრდება. ესე იგი ჩვენ შიდა რესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენება ვისწავლეთ – მოსაზრება

„ვფიქრობ, 2025 წელს გვექნება იმის პოტენციალი, რომ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით დავასრულოთ,“ – ასეთია სტატისტიკოსის სოსო არჩვაძის მოლოდინი მიმდინარე წელთან დაკავშირებით. თუმცა, მისივე თქმით, არსებობს გამოწვევებიც, რომლის დასაძლევადაც მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო. „ვფიქრობ, 2025 წელს გვექნება იმის პოტენციალი, რომ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებით დავასრულოთ. თუმცა, ბუნებრივია არსებობს გამოწვევები, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. კერძოდ, უკვე რამდენიმე კვარტალია მცირდება პირდაპირი […]

SANA – სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება

სირიაში საერთაშორისო ფრენები მომავალი კვირიდან განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს. „ვაცხადებთ, რომ სამშაბათიდან დამასკოს აეროპორტში საერთაშორისო ფრენები განახლდება“, – განაცხადა სირიის სამოქალაქო ავიაციისა და საჰაერო ტრანსპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა, აშად ალ-სალიბიმ. მისი თქმით, პარტნიორების დახმარებით ალეპოსა და დამასკოს აეროპორტების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცნობისთვის, სირიაში შიდა ფრენები უკვე განახლდა.

15 იანვარს, 15:00 საათზე, დამსაქმებლები და დასაქმებულები გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ

15 იანვარს, 15:00 საათზე დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. “3 საათის განმავლობაში დროებით დავკეტავთ ჩვენს კარს და დავდგებით გარეთ. ჩვენი გაფიცვით ვაჩვენებთ თუ რა გველის იზოლაციის პირობებში: • გაჩერებული ეკონომიკა; • დაკეტილი ბიზნესი; • სიღარიბე და უმუშევრობა. საფრთხეც და გამოსავალიც ყველასთვის საერთოა – ახალი არჩევნები და დაკავებულების […]

“დაიტოვეი კაცი ოთხი დღი მშიერი და ჩ@@ჯვეი ახალ წელში” – რას წერს მეგი გოცირიძე

“დაიტოვეი კაცი ოთხი დღი მშიერი და ჩ@@ჯვეი ახალ წელში” – რას წერს მეგი გოცირიძე ყოფილო პარლამენტარი, მეგი გოცირიძე: კახელებთან ვქეიფობ და თამადა ამბობს: “კაცოოო, ერთი დღე მაინც ამაასუნთქონ ის , ჩვენი ბრძენ კაცი, ამ გადამთიელმა ამერიკელებმა და სანამ ლუკმაი გადაიყლაპამდეი, მანამ ახალ განცხადებაი არ დააწევდნენ , ამ პატრონ მოხნულ ხიხოიო, დაიტოვეი კაცი ოთხი დღი მშიერი […]

“ვისოლმა” სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა – კომპანია მიზეზს განმარტავს

პროევროპულ აქციეაზე 54 დეკემბერს დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე “ვისოლის” სარეკლამო კლიპში აღარ ჩანს. პირვანდელ ვერსიაში მსახიობის ორი კადრი იყო, ხოლო ბოლო ვერსიაში, მხოლოდ მისი ხელი ჩანს. კომპანიის „ფეისბუქზე” განთავსებულ ვერსიაში კვლავაც ჩანს ანდრო ჭიჭინაძე, თუმცა, სატელევიზიო რეკლამებში მსახიობი არ ჩანს. “ვისოლის” განმარტებით, კონტრაქტით კომპანიას მისი კადრების გამოყენების უფლება მხოლოდ გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა და […]

ვარშავაში ფერმერები საპროტესტო აქციას მართავენ

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ფერმერთა საპროტესტო აქცია იმართება. პოლიცია მოსახლეობას გზების გადაკეტვის შესახებ აფრთხილებს. შეცვლილია ტრანსპორტის მოძრაობის განრიგიც. აქციის მონაწილეები პოლონეთის დროით 14:00 საათზე ევროკომისიის წარმომადგენლობის შენობასთან შეიკრიბნენ. გეგმის მიხედვით, დემონსტრანტები მსვლელობას გამართავენ და დედაქალაქის ქუჩებში ღამის 23:00 საათამდე დარჩებიან. პოლონელი ფერმერების პროტესტი მიმართულია ევროკომისიის სასოფლო-სამეურნეო, კლიმატისა და სავაჭრო პოლიტიკის წინააღმდეგ, რაც, მათი აზრით, საფრთხეს უქმნის […]

მონტენეგროს ხელისუფლება იარაღზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს

ცეტინიეში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, მონტენეგროს ხელისუფლება იარაღზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა, მილოიკო სპაიჩმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. სპაიჩის თქმით, ის პირები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის ფლობაზე მოქმედი ლიცენზია გააჩნიათ, ვალდებული იქნებიან 2026 წლამდე დამატებითი ფსიქოლოგიური შემოწმება გაიარონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ლიცენზია გაუქმდება. იმ პირებს კი, ვისაც იარაღი ნებართვის გარეშე აქვთ, მის […]