სოლიდარობის ფონდი თანხებით ივსება – “სინდისის პატიმრების” დასახმარებლად მუსიკოსები ერთიანდებიან

სოლიდარობის ფონდი თანხებით ივსება. მუსიკოსების უპრეცედენტო ერთობის შედეგად უკვე შეგროვებულია ათობით ათასი ლარი, რომელიც სისხლიანი ნოემბრის დროს დაზარალებულებს და უკანონო პატიმრების ოჯახებს მოხმარდება. ლელა წურწუმიამ ერთი კონცერტიდან მიღებული ჰონორარი სრულად საქველმოქმედო ფონდი გადარიცხა. დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ ფონდში თანხა გადარიცხა მუსიკოსმა ალექსანდრე კორძაიამაც. სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად ყოველწუთიერად სულ უფრო მეტი ბიზნესი და ხელოვანი ერთიანდება. “ეს არ […]
პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა – რასა იუკნევიჩიენე

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ […]
პულიცერის პრემიის მფლობელმა, კარიკატურისტმა Washington Post-ი დატოვა, რადგან გამოცემამ უარი თქვა ჯეფ ბეზოსის კარიკატურის გამოქვეყნებაზე – BBC

პულიცერის პრემიის მფლობელმა, კარიკატურისტმა ენ ტელნაესმა „ვაშინგტონ პოსტი“ დატოვა, რადგან გამოცემამ უარი თქვა მისი მილიარდერი მფლობელის, ჯეფ ბეზოსის კარიკატურის გამოქვეყნებაზე. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. ენ ტელნაესმა, რომელიც 2008 წლიდან იყო „ვაშინგტონ პოსტის“ თანამშრომელი, შექმნა კარიკატურა, რომელზეც ჯეფ ბეზოსი და სხვა მაგნატები აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინაშე მუხლებზე არიან დაჩოქილი. მხატვრის განცხადებით, კარიკატურის გამოქვეყნებაზე გამოცემის […]
“ძველმა სუფრამ” ასორტიმენტი გააფართოვა – რა სიახლეები აქვს ბიზნესს?

ქართული ორნამენტებით შთაგონებული სახლის დეკორისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია “ძველი სუფრა“ წელს აჯამებს და იმ სიახლეების შესახებ საუბრობს, რომელიც 2024 წელს ჰქონდათ. კომპანიის დამფუძნებელი, თეკლა ერქვანიძე BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ “ძველმა სუფრამ“ მომხმარებელს ახალი პროდუქცია შესთავაზა. კერძოდ, ასორტიმენტში ფაიფურის კოლექცია და მინის ჭურჭელი დაამატა. ერქვანიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, საახალწლო პერიოდში […]
მესი ბაიდენის დაჯილდოვებაზე არ გამოცხადდა – აშშ-ში არგენტინელისთვის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს მინიჭებამ აღშფოთება გამოიწვია

Daily Mail წერს, რომ მაიამის “ინტერის” ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი 4 იანვარს თეთრ სახლში არ იმყოფებოდა, სადაც მისთვის და კიდევ 18 სხვა ადამიანისთვის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი უნდა გადაეცა. ეს მედალი არის ერის უმაღლესი სამოქალაქო პატივი, რომელიც ენიჭება ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობისა თუ აშშ-ის კულტურის, კეთილდღეობისა თუ უსაფრთხოების […]
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ პოსტი დატოვა – მედია

“პირველების” ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე პოსტიდან გადადგა. ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ ამ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ ფაქტის შეფასებისას ამბობენ, რომ სისტემის რღვევა დაწყებულია.
გერმანიის ოპოზიცია – ოლაფ შოლცი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 23 თებერვლამდე გეგმავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდეს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ პრესსპიკერმა უსაფრთხოების საკითხებში, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა. „სულ უფრო მზარდი ნიშნებია ჩნდება იმისა, რომ 23 თებერვლამდე კანცლერი შოლცი მოსკოვში გაემგზავრება, ან პუტინს შეხვდება. უკრაინისთვის დაგეგმილი გეგმების განხორციელება, სხვა საკითხებთან ერთად, […]
ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირს უბრუნდება და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის შვილს დაუპირისპირდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდი სლემის ტურნირს უბრუნდება. ჩვენებური ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ჩაერთვება და მეოთხედფინალში მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომრის ლეიტონის ჰიუიტის 16 წლის შვილ კრუზ ჰიუიტს დაუპირისპირდება. ჰიუიტი მხოლოდ 16 წლისაა და მსოფლიო კლასიფიკაციაში 1265-ე ადგილს იკავებს. ის ტურნირზე “ველური ბარათის” საშუალებით მოხვდა. რა თქმა უნდა, ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს არასდროს დაპირისპირებიან. თუ ბასილაშვილმა […]
„მანამ ძველი სახარებები არ დაიბეჭდება, ქართული ენის გამოკვლევაც ვერ წავა კარგა..“ ექვთიმეს წერილებიდან

ვედრო ძველი; ტაფა ძირგახვრეტილი; თეფში 1 … ქართველი ისტორიკოსის, არქეოლოგის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, საქართველოს ეროვნული გმირის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ექვთიმე თაყაიშვილის ქონების აღწერა – პარიზი, ლევილი, 1926 წელი. დოკუმენტი საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ასე ცხოვრობდა საფრანგეთში ქართული საგანძურის მცველი კაცი, რომელიც მთელი ქვეყნის ქონებას გამალებით იცავდა და ინახავდა… 1945 წელს […]
დამაკავეს, მცემეს და დამაკისრეს $1000 ჯარიმა – საქართველოდან გაძევებული აშშ-ის მოქალაქე

“1 დეკემბერს დამაკავეს პროტესტის მონაწილე 107 მოქალაქესთან ერთად, იმ მოტივით, რომ ვიყავი არასწორ დროს არასწორ ადგილას, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი ამერიკის მოქალაქე ვიყავი, მცემეს და მოსამართლემ დამაკისრა $ 1000 ჯარიმა,” – ამის შესახებ ერთნიკურად ქართველმა აშშ-ს მოქალაქემ, ნიკ ლოლაძემ, განაცხადა. მისი მტკიცებით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრამდე აღმჩნდა მტრულ გარემოში, სპეცრაზმელები აბუჩად იგდებდნენ და, ყოველგვარი ოფიციალური […]