რიჰარდს კოლსი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი უხერხემლო და უპრინციპო გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი პლატფორმა X-ზე წერს. მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. “მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს […]
“კატასტროფული ნაბიჯი” – კოლსის თქმით, OSCEPA-ს პრეზიდენტი დელეგაციის ვიზიტს გეგმავს

ლატვიელი ევროპარლამენტარის, რიჰარდ კოლსის ცნობით, 8-10 იანვარს საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა დელეგაციის ვიზიტს გეგმავს. კოლსი ამ ვიზიტს “კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ ნაბიჯს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას. ამის შესახებ ევროპარლამენტარი X-ზე წერს. “მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ასამბლეის […]
აზერბაიჯანმა სარკინიგზო ტრანზიტი საგზაო გადასახადისგან გაათავისუფლა

აზერბაიჯანში სატრანზიტო სარკინიგზო გადაზიდვები 1-ლი იანვრიდან საგზაო გადასახადისგან გათავისუფლდა, – ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Report-ი იუწყება. უცხო ქვეყნის სატვირთო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილები სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის რკინიგზის პირველ სადგურამდე საქონლის ტრანსპორტირებისას საგზაო გადასახადისგან 2 წლის ვადით თავისუფლდება. რკინიგზით გადაზიდული ტვირთი ბოლო სადგურამდე და უცხო ქვეყნის სატვირთო, მისაბმელიანი ან ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილებით სხვა სახელმწიფოში ტრანსპორტირებისას […]
MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა – რა წერია პროექტში

MEGOBARI აქტი 119-ე მოწვევის კონგრესს უკვე წარედგინა. 4 იანვარს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაწერა, რომ სტივ კოენთან, რიჩარდ ჰადსონთან და მარკ ვიზისთან ერთად ხელახლა წარადგინა აქტი. მისივე თქმით, მათი პირველი პრიორიტეტი იქნება „ქართული კოშმარის“ დასრულება და ის, რომ „აგრესორთა ღერძმა“ შეწყვიტოს საქართველოს ხალხის ტერორი“. MEGOBARI აქტის პროექტი ასეთია: აქტი „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური […]
გალში ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და მცირეწლოვანი ბავშვების გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის ადგილზე, გალის დე ფაქტო გამგებელი, კონსტანტინე ფილია მივიდა.
ოკუპირებულ გალში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მაცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა. ჩვენი ინფორმაციით, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა. „ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები ბებიასთან დატოვეს. ძლიერი […]
ჰალკი ყოფილის ცოლის დისშვილზე დაქორწინდა – ფეხბურთელს ახლანდელი მეუღლის დეიდასთან სამი შვილი აკავშირებს

ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდი ჰალკი, რომელიც ამჟამად სამშობლოში თამაშობს და “ატლეტიკო მინეიროს” ღირსებას იცავს, ყოფილი მეუღლის დისშვილზე კამილა ანჯელოზე დაქორწინდა. წყვილმა ერთმანეთს ბედი 2020 წელს სამოქალაქო ცერემონიით დაუკავშირა, როცა ჰალკი ჩინეთში თამაშობდა, ხოლო გუშინ ისინი ეკლესიაში დაქორწინდნენ ჰალკის მშობლიურ ქალაქში კამპინა გრანდეში. “ღმერთის და ჩვენი სიყვარულის დაპირებების წინაშე, ჩვენ ერთ გულში ვერთიანდებით, ვიწყებთ ერთად მარადისობის ცხოვრებას! […]
ხუთი ბავშვი ემსხვერპლა ხანძარს ოკუპირებულ გალში

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. რადიო თავისუფლებას ადგილობრივი მცხოვრებლები სატელეფონო საუბარში უყვებიან, რომ შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა. ჩვენი ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა. „ბავშვების დედ-მამა ზუგდიდში იყვნენ წასულები. ბავშვები […]
საბჭოთა გადმონაშთია ეს ახალი წელი… პატრიარქს უნდა რომ ეს შეცვალოს – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქმა ახალი წლის მილოცვის ვიდეოს დამონტაჟების შესახებ იცოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, გაირკვა თუ არა, ვინ დაამონტაჟა ვიდეო, მიტროპოლიტი ნიკოლოზის პასუხი იყო “დიახ” … “არ გეტყვით”. კითხვას, იცოდა თუ არა პატრიარქმა რომ ვიდეო დამონტაჟებული უნდა გასულიყო – ნიკოლოზ ფაჩუაშვილი პასუხობს “დიახ” “47 წელია გვილოცავს როგორც პატრიარქი ახალ წელს, […]
რასა იუკნევიჩიენე – პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვისაა სასარგებლო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და სახელმწიფოს დატყვევების მის მიერ შექმნილი სქემის აღიარებისთვისაა სასარგებლო, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი განცხადებით, ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ მათი მიზანი ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების შუამავლობაა. შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა გუშინ განაცხადა, რომ […]