ილჰამ ალიევი ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

ილჰამ ალიევი ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს. „ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ ბაქო-გროზნოს მარშრუტით მფრინავ სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს აზერბაიჯანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევი დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში მონაწილეობას აღარ მიიღებს. „პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში […]
პროკურატურამ 16 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე 14 წლის არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 დეკემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 14 წლის ბრალდებულმა 16 წლის არასრულწლოვანს განზრახ სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109 -ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით […]
კახა კალაძე – 2025 იქნება ყველა იმ ადამიანის თანადგომის წელი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა განსაკუთრებით დასჭირდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც საკრებულომ უკვე დაამტკიცა, უპრეცედენტოდ გაზრდილია. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის მოცულობა 2 მილიარდ 455 მლნ ლარს შეადგენს. „გუშინ საკრებულოში გვქონდა შეკრება, სადაც თბილისის მოსახლეობას ჩავაბარეთ ანგარიში, თუ რა გაკეთდა 2024 წელს, რა პროექტები განვახორციელეთ. ეს წელი შთამბეჭდავი იყო, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი გავაკეთეთ. ვხედავთ […]
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის განცხადებით, პოპულაციების მართვის ცენტრი იანვრის დასაწყისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, პოპულაციების მართვის ცენტრი იანვრის დასაწყისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. მისივე თქმით, წლის განმავლობაში ცენტრში შესაძლებელი იქნება 6 000-ზე მეტი ცხოველის მიღება. „პოპულაციების მართვის ცენტრი უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას დაიწყებს. მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ცხოველი იქნას გადაყვანილი თავშესაფარში – სტერილიზაცია-კასტრაციის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით. ჩვენი მიზანია, რომ უახლოეს წლებში ქუჩაში მიუსაფარი […]
რატი იონათამიშვილი – პარლამენტის დათხოვნის სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს – ეს ადამიანები ხავსს ეპოტინებიან და ცდილობენ, ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაიხიონ

[პარლამენტის დათხოვნის] სამართლებრივი მექანიზმები არ არსებობს და მსგავსი პროცესები ბუნებრივად ვერ იქნება – ეს ადამიანები ხავსს ეპოტინებიან და ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაიხიონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში შემდეგი არჩევნები ოთხი წლის შემდეგ ჩატარდება. „სალომე ზურაბიშვილს აჯერებენ, რომ ის არის ოპოზიციის ლიდერი, სინამდვილეში არის აგენტურის ინსტრუმენტი […]
2025 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში მოძრაობის შეზღუდვა დისტრიბუციის მანქანებსაც შეეხება

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ. „წლინახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის […]
„დაახლოებით 2 კვირაა უქმდება ჯავშნები. ნახევარი მაინც გაუქმებულია“ – სასტუმრო „სანთაუერი“ მესტიაში

ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა მოვლენებმა ზამთრის კურორტებზე არსებულ სასტუმროებს მნიშვნელოვანი გამოწვევა შეუქმნა. სასტუმროები ჯავშნების მასიურად გაუქმების პრობლემაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სეზონს ზარალით დაასრულებენ, თუ ვითარება არ დასტაბილურდება. ,,კომერსანტი’’ ამჯერად მესტიაში მდებარე სასტუმრო “სანთაუერის” მენეჯერს ესაუბრა. თამარ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ ამ სეზონის წინ კარგი მოლოდინი ჰქონდათ, რადგან ჯავშნების მიღება სასტუმროში ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყეს. მაღალი იყო […]
გურამ მაჭარაშვილი: არ არსებობს ფაქტი, რომ პოლიციას დაეწყოს მოქმედება მშვიდობიანი აქციის დროს
მაშინ როდესაც ხდებოდა აგრესიულად განწყობილი 200-300 აქციის მონაწილის მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ე.წ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, არ არსებობს ფაქტი, რომ პოლიციას დაეწყო მოქმედება მშვიდობიანი აქციის დროს, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა Human Rights Watch-ის ანგარიშის შეფასებისას. „მინიმუმ ოთხი-ხუთი ტელევიზია პირდაპირ ეთერში აშუქებდა, თუ როგორ ხდებოდა აგრესიულად განწყობილი 200-300 აქციის მონაწილის მხრიდან პოლიციელებზე […]
კახა კალაძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა. კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ილია მეორეს დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა. „პირველ რიგში, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. 47 წლის წინ, სვეტიცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა, რომ „საკუთარი მხრებით […]
ავთანდილ თალაკვაძე: 2025 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულება 20-ზე მეტ სხვადასხვა სახის პროგრამას მოიცავს

მთავრობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა მოქალაქეებზე და მათი სოციალური პრობლემების შემსუბუქება. ამ მიზნით, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 8,7 მილიარდი ლარი, ხოლო მუნიციპალური ბიუჯეტიდან 2025 წელს, ვგეგმავთ დამატებით 7%-ის დახარჯვას, რაც 3 მილიონ 98 000 ლარს შეადგენს. (გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 263 ათასი ლარით.) – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ოზურგეთის […]