“სპორტინგის” ახალი მწვრთნელი დანიშვნიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტში შესაძლოა, გადააყენონ

Record-ის ცნობით, “სპორტინგის” ახალი მწვრთნელი ჟოაო პერეირა დათხოვნის ზღვარზეა. 40 წლის პორტუგალიელმა ლისაბონური გრანდი 11 ნოემბერს რუბენ ამორიმის “მანჩესტერ იუნაიტედში” წასვლის შემდეგ ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით “სპორტინგმა” 8 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და 4-ში დამარცხდა. კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ ახალი დამრიგებელი 29 დეკემბრამდე დანიშნონ, ვიდრე “ბენფიკასთან” მატჩი მოვა. პერეირა აქამდე ლისაბონელთა მეორე გუნდს ავარჯიშებდა […]
ნინო წილოსანი: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა. მისი აქტივიზმი აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!
ნინო წილოსანი: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა. მისი აქტივიზმი აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან! პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება, სადაც ის მდინარაძეს მოუწოდებს, ნინო წილოსანს და მარიამ ლაშხს ჰკითხოს […]
საჯარო მოსამსახურეები პროფესიულ კავშირს აფუძნებენ

საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ. დამფუძნებლებმა დღეს იუსტიციის სახლს განაცხადის რეგისტრაციის მიზნით მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, “ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას”. „ორგანიზაცია, სახელწოდებით „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით […]
კახა კალაძე – ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ისე, როგორც თითოეულ ქართველს გაუხარდება – ქვეყანა განვითარდება, იქნება მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა

გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, გისურვებთ ძალიან დიდ წარმატებას – დარწმუნებული ვარ, 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო დიდი გამარჯვებების მომტანი, – ამ საახალწლო მილოცვით დაასრულა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის წლის ბოლო სხდომაზე საუბარი. კახა კალაძემ ახალი წელი მიულოცა საქართველოს მოქალაქეებს, თბილისელებს და მათ მშვიდობა და ქვეყნის განვითარება უსურვა. ამასთანავე, დედაქალაქის მერმა […]
2025 წლიდან პიკის საათებში დისტრიბუციის მანქანებს მოძრაობა შეეზღუდება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2025 წლის პირველი იანვრიდან თბილისში, პიკის საათებში დისტრიბუციის მანქანებს მოძრაობა შეეზღუდება. მისი თქმით, დისტრიბუციის მანქანებს მოძრაობა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. მისივე თქმით, აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს შეზღუდვას N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებით დისტრიბუციაზე და არ ეხება M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს. “კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავთ, რომ […]
2025 წლიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ

თბილისის საზღვრებში, 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში, მოძრაობის შეზღუდვა სხვა დიდგაბარიტიან ტრანსპორტთან ერთად, უკვე დისტრიბუციის ავტომანქანებსაც შეეხება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე დისტრიბუტორებს გარკვეული ვადა ჰქონდათ მიცემული, ხოლო მომავალი წლის პირველი იანვრიდან შეზღუდვა უკვე აღნიშნული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხებათ. „წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ კიდევ ერთი ახალი რეფორმის […]
2030 წელს მსოფლიოში 5G აბონენტების რაოდენობა 6,3 მილიარდამდე გაიზრდება – Ericsson-ის პროგნოზი

მსოფლიოში 5G მობილური აბონენტების რიცხვი მესამე კვარტალში 163 მილიონით გაიზარდა და 2,1 მილიარდს მიაღწია, ნათქვამია შვედური სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის Ericsson-ის მოხსენებაში. კომპანიის პროგნოზით, 2024 წლის ბოლომდე მათი რაოდენობა იქნება დაახლოებით 2,27 მილიარდი, ამრიგად, 5G აბონენტი საერთო რაოდენობის მეოთხედზე მეტს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ 2030 წელს ეს რიცხვი 6,35 მილიარდს მიაღწევს, რაც მთლიანი მობილური აბონენტების 67%-ს […]
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე 28,4 მლნ ლარის 4 ტენდერი გამოაცხადა

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე გზის შეკეთების სამუშაოებზე ჯამში 28,4 მილიონი ლარის ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერია: 8 781 045 ლარის ტენდერს აცხადებს ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის რეაბილიტაციაზე; 8 464 123 ლარის ტენდერს კი მოიცავს მეტროსადგურ „რუსთაველიდან“ ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის ჩათვლით გზის შეკეთების სამუშაოებისთვის. […]
ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა ვლადიკავკაზზე დრონით შეტევა დაადასტურა

რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება დრონით შეტევის შედეგი იყო. ადგილობრივი დროით დღის 2 საათისთვის მენიაილომ ტელეგრამზე დაწერა, რომ თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, აფეთქება და ხანძარი გამოიწვია ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა. სერგეი მენიალო რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ დრონებით შეტევა იყო ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური […]
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე 28,4 მლნ ლარის ტენდერები გამოაცხადა

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე გზის შეკეთების სამუშაოებზე ჯამში 28,4 მილიონი ლარის ღირებულების 4 ტენდერი გამოაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტების თანახმად თბილისის მერია:6 812 435 ლარის დახარჯვას გეგმავს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე ჭიჭინაძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე; 8 781 045 ლარი განკუთვნილია ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის ჩათვლით გზის რეაბილიტაციაზე; 8 464 123 ლარი — […]