მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება

„ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს. ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არაა ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება ცერემონია, პარლამენტის რა ნაწილში გაიმართება ან როდის დაიწყება მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციების გაცემა. ასევე, არ არის ცნობილი, მოიწვია თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის […]
ყაზახეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 32 ადამიანი გადაურჩა – ბაქო

აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურის ცნობით, ყაზახეთში აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნას სულ ცოტა 32 ადამიანი გადაურჩა. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება. ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი. ქალაქ აქთაუში, რომელიც დასავლეთ ყაზახეთში მდებარეობს, ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოს მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა, უამინდობის გამო კურსი შეიცვალა […]
2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის რამაზ გიგაურისგან

2025 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის რამაზ გიგაურისგან ვერძი თქვენთვის 2025 წელი აქტიური მოქმედების, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების და სერიოზული მიღწევების პერიოდი იქნება (განსაკუთრებით ეს წლის მეორე ნახევარს შეეხება). პირველ კვარტალში აქტიური იქნება ადრე დაწყებული საქმეების დასრულება ან მათი დასტაბილურება მაინც. ასევე წინ წამოიწევს გააქტიურდება ოჯახური ურთიერთობებთან, პირად ცხოვრებასთან, უძრავ ქონებასთან და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები. […]
ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა ,,მთავარ არხზე” აღარ გავა

ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემა „სხვა ნანუკა“ „მთავარ არხზე“ აღარ გავა. „ახალ სეზონზე, გადაცემა „მთავარ არხზე“ , სავარაუდოდ, არ გავა. ახლა, ეთერში ობიექტური მიზეზების გამო, აღარ გავდივართ, ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ გადაცემის ჩაწერას. ახალი სეზონიდან, გადაცემა სხვა არხზე გავა. ორივე არხთან მაქვს მოლაპარაკება, როგორც „ფორმულასთან“, ასევე, „ტვ პირველთან“, – ამბობს ჟორჟოლიანი ,,პრაიმტაიმთან” განახლება მოგვიანებით, ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ თემაზე […]
კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდონ

თბილისის მერი კახა კალაძე კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს მოუწოდებს, მუნიციპალიტეტს შესაბამისი პრობლემის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. როგორც მან დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოგვარება მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო და ამ დროის მონაცემებით, კუთვნილი საცხოვრებელი ფართით უკვე 2 500-მდე პირია დაკმაყოფილებული. „ერთ-ერთ უდიდეს პრობლემას დედაქალაქში წარმოადგენდა კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირების საკითხი. ეს ათეულობით […]
მსოფლიოს 15 ყველაზე ლამაზ McDonald’s-ს შორის ბათუმის რესტორანიც მოხვდა – The Sun

ბრიტანულმა გამოცემამ The Sun მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე McDonald’s-ის რესტორნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ბათუმის McDonald’s მეხუთე ადგილს იკავებს. ბათუმი McDonald’s-ის დიზაინი არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილს ირლანდიაში, ქალაქ ბრეიში მდებარე McDonald’s-ი იკავებს, მეორე ადგილზეა ბუდაპეშტის McDonald’s, მესამეზე ქალაქ პორტოში მდებარე ფილიალი, ხოლო მეოთხე ადგილს მადრიდის რესტორანი იკავებს.
,,ეგაა ქოცური სიმართლე… ქოცები+ხარება = სიყვარულს” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ოზურგეთში მომხდარ დაპირისპირებაზე: ,,ქოცმა მერაბიშვილის ,,ორი გვამი მინდას ,, ფოტო მიიტანა საკრებულოში და დაავიწყდა, რომ მაგ ვანოს გვერდით,იმ წუთებში იდგა ხარება ეგაა ქოცური სიმართლე-თუ კაციჭამია უკვე მათიანია და ამჯერად მათი დაკვეთით აწამებს ადამიანებს,აღარც ,,ორი გვამის,, კადრებია პრობლემა და ორდენებს აძლევენ ქოცები+ხარება = სიყვარულს”
ნინო წილოსანი – ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა – მისი აქტივიზმი აგენტურული „ნაცპარტიების“ პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირებისას გაჟღერებულ რეპლიკას ეხმიანება, სადაც ის მდინარაძეს მოუწოდებს, ნინო წილოსანს და მარიამ ლაშხს ჰკითხოს, თუ ვინ არის და რა გაუკეთებია. როგორც წილოსანი აღნიშნავს, ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაამახსოვრა. „რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვპასუხობ: ნანა […]
გურამ მაჭარაშვილი – სააკაშვილი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ლიდერია – ზურაბიშვილი ამბობს, რომ 29-დან მე ვიქნები ლიდერიო – ყველას თავისი პალატა ექნება – ზოგს ნაპოლეონი ჰგონია თავი, ზოგს საქართველოს პრეზიდენტი ეგონება

სააკაშვილი ფიქრობს, რომ მსოფლიოს ლიდერია – მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძლიერები ვართ, ამაში უძლურები ვართ, ამაში მედიცინაც კი უძლურია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ქვეყნის მესამე პრეზიდენტზე საუბრისას მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გაიხსენა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, „ყველას თავისი პალატა ექნება თუკი ასე გააგრძელებენ ფიქრს“. „ძალა რომ ხალხშია და […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ერთვება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილი წევრი დაიკითხება, რომელიც ტელეკომპანია „იმედისთვის“ ლიცენზიის შეჩერებაზე ისაუბრებს. ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 […]