ნასას ზონდი მზესთან რეკორდულად ახლო მანძილზეა

24 დეკემბერს ნასას სოლარული ზონდი “პარკერი” მზესთან რეკორდულად ახლო მანძილზე მივიდა. ის მზიდან 6.1 მილიონი კილომეტრის დაცილებით იმყოფებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზონდის სიმხურვალისგან დამცავმა ფარმა ცელსიუსით 930 გრადუსზე მეტს გაუძლო. 2018 წლის აგვისტოში გაშვებული კოსმოსური ხომალდი შვიდწლიან მისიაზე იმყოფება. ნასა – შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო – ჩვენი სისტემის ვარსკვლავის შესახებ […]

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში 26-28 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ, ინფორმაციას ავრცელებს. 26 – 27დეკემბერს ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 […]

ტრამპმა პირობა დადო, რომ დაავალებს იუსტიციის დეპარტამენტს, აშშ-ში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა აღადგინოს

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 დეკემბერს პირობა დადო, რომ დაავალებს იუსტიციის დეპარტამენტს სიკვდილით დასჯის პრაქტიკა აღადგინოს. ამის შესახებ The Hill იუწყება. „ინაუგურაციის შემდეგ, მე მივმართავ იუსტიციის დეპარტამენტს, ენერგიულად განახორციელოს სიკვდილით დასჯა, რათა დაიცვას ამერიკელი ოჯახები და ბავშვები მოძალადეების, მკვლელებისა და მონსტრებისაგან. ჩვენ კვლავ ვიქნებით კანონისა და წესრიგის ერი!“, – თქვა ტრამპმა Truth Social-ზე. […]

“ქალების მარში” ორბელიანების სასახლესთან მივიდა

“ქალების მარში” მსვლელობით ფილარმონიიდან ორბელიანების სასახლესთან მივიდა. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ სალომე, სალომე!”. თბილისში პროტესტი უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების ადგილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაა.

შობის ღამეს რომის პაპმა მსოფლიოს სიმამაცისკენ მოუწოდა

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი 25 დეკემბერს შობის დღესასწაულს ზეიმობს. მათ შორისაა კათოლიკური ეკლესიაც. კათოლიკე პაპმა, ფრანცისკემ, ტრადიციისამებრ საშობაო ლიტურგია 24 დეკემბრის ღამეს, წმ.პეტრეს ბაზილიკაში ჩაატარა. მან საზეიმო მსახურების შემდეგ იქადაგა კიდეც. პაპის წლევანდელი გზავნილი მსოფლიოსადმი სიმამაცისკენ მოწოდება იყო, რათა ადამიანებმა უკეთესი სამყარო შექმნან. რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ იესოს, როგორც ღარიბი დურგლის შვილის დაბადების ისტორიამ უნდა […]

ოფიციალურად – “ვალენსიას” ახალი მწვრთნელი ჰყავს

როგორც დაანონსებული იყო “ვალენსიას” მწვრთნელად 41 წლის კარლოს კორბერანი დანიშნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს. კორბერანს კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და ის “ღამურებს” უკვე 4 იანვარს “რეალთან” მატჩში უხელმძღვანელებს. კორბერანი ვალენსიას ავტონომიაში დაბადებული, ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია, “ვალენსიას” დუბლების მეკარე იყო, ბოლოს “ვესტ ბრომვიჩს” ედგა სათავეში, რომელსაც გამოსასყიდ თანხად 2 […]

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა

ქართველი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა. მედიკოსი 72 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმარს გამოთქვამს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. „ჩემი ახლო მეგობრის, ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში.გამოჩენილი ქართველი ექიმების შთამომავალი, თვითონ მედიცინის დიდი ინოვატორი, უზარმაზარი რეპუტაციით სარგებლობდა ამერიკაში და ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით. ჩემი თხოვნით მან პირველად შექმნა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის “ემერჯენსი” […]

მეუფე შიო პატრიარქს – თქვენი მოწამებრივი მსახურება ჩვენთვის სულიერი ცხოვრების გზამკვლევია, თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია, ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი თქვენი მსახურება შთაგვაგონებს გავხდეთ უკეთესნი

თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! თქვენი მოწამებრივი მსახურება ჩვენთვის სულიერი ცხოვრების გზამკვლევია და თავგანწირვისა და სიყვარულის ნათელი მაგალითია. ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანისადმი თქვენი მსახურება შთაგვაგონებს გავხდეთ უკეთესნი, გვაძლევს ნათელ მაგალითს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მისი უმაღლესი ქმნილება, ადამიანი; როგორ თავდაუზოგავად უნდა ვემსახუროთ სამშობლოს და როგორ სათუთად უნდა ვუფრთხილდებოდეთ ადამიანები ერთმანეთს, – ნათქვამია საპატრიარქო ტახტის […]

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჰითროუს მოდერნიზაციაზე 3 მლრდ დოლარი დაიხარჯება

ლონდონის ჰითროუს აეროპორტი მოდერნიზაციისათვის მომდევნო 2 წლის განმავლობაში 2,3 მილიარდ ფუნტის (2,9 მილიარდი აშშ დოლარი) კერძო ინვესტიციას მიიღებს. ეს არის უდიდესი კერძო ინვესტიცია დიდი ბრიტანეთის სატრანსპორტო ქსელში და პროგნოზს 244 მილიონი ფუნტითაღემატება. გეგმის მიხედვით, 2025 წელს ჰაბის ინფრასტრუქტურაში 1,05 მილიარდი ფუნტი იქნება ინვესტირებული, ხოლო 2026 წელს კიდევ 1,29 მილიარდი ფუნტი. დაფინანსება გულისხმობს ყველა ტერმინალის შესაძლებლობების […]

თალიბანი: ავღანეთის ტერიტორიაზე პაკისტანის დარტყმებს ემსხვერპლა 40-ზე მეტი ადამიანი

აღმოსავლეთ ავღანეთზე პაკისტანის საჰაერო დარტყმებს ემსხვერპლა 46 სამოქალაქო პირი – აცხადებს თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა ქაბულში 25 დეკემბერს. ისლამაბადი ამბობს, რომ მისი სამიზნე იყო ექსტრემისტების თავშესაფრები სასაზღვრო არეალებში. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 24 დეკემბრის თავდასხმების მსხვერპლთა შორის ბევრი ქალი და ბავშვია. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმათა სამიზნე იყო ოთხი ადგილი პაკტიკის პროვინციის […]