თორნიკე შენგელიას მოედანზე დაბრუნება 10 იანვარს დაიგეგმა

ბოლო პროგნოზით, შენგელია “ვირტუსის” დახმარებას 10 იანვარს შეძლებს, როდესაც “ვირტუსმა” ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში “ბასკონიას” უნდა უმასპინძლოს. თორნიკემ ბოლოს ბოლონიელთა მაისურით სწორედ თავის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, 12 დეკემბერს ითამაშა. მაშინ “ვირტუსმა” “ბასკონიასთან” გასვლითი შეხვედრა მინიმალური სხვაობით მოიგო (82:81), თავად ქართველმა ფორვარდმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა (16 ქულა, 10 მოხსნა). როგორც დაიგეგმა, მომდევნო 2 […]
სადისტრიბუციო მანქანებზე შეზღუდვა პროდუქტზე ფასების ზრდას გამოიწვევს – ასოციაცია

1 იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს დედაქალაქში გადაადგილება პიკის საათებში შეეზღუდებათ. მერიის ინფორმაციით შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00-მდე იმოქმედებს. კანონი პიკის საათებში დიდ გაბარიტიანი ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის შესახებ, ერთი წელია, ძალაშია, თუმცა სადისტრიბუციო კომპანიებს, საგამონაკლისო წესით, მოსამზადებელი ვადა ჰქონდათ მიცემული. BMG დაინტერესდა, რამდენად მზადაა სექტორი შეზღუდვისთვის, რომელიც მომავალი კვირიდან ამოქმედდება – როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, […]
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს – მწუხარების ჟამს ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაუგზავნა. როგორც პრემიერ-მინისტრი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი დგას მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით. „საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით გისამძიმრებთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ ვდგავართ მოძმე აზერბაიჯანელი ხალხის გვერდით და ვუთანაგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს. ვუსურვებთ […]
საჯარო მოსამსახურეები პროფესიულ კავშირს აფუძნებენ

საჯარო მოსამსახურეები დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს აფუძნებენ. დამფუძნებლებმა დღეს იუსტიციის სახლს განაცხადის რეგისტრაციის მიზნით მიმართეს. გავრცელებული ინფორმაციით, “ორგანიზაცია, დაფუძნებისთანავე დღის წესრიგში დააყენებს იმ რეპრესიული აქტის საკითხს, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური წმენდის დაკანონებას”. „ორგანიზაცია, სახელწოდებით „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ ამჟამად არასრულად წარმოადგენს საჯარო სექტორში დასაქმებულ იმ პირებს, რომლებმაც საჯარო განცხადებებით […]
კომპანიები, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ

საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიების ნაწილი ელექტროენერგიას პირდაპირ საბითუმო ბაზარზე „თელასის“ და „ენერგო პროს“ გვერდის ავლით ყიდულობს. ეს სტატუსი დაახლოებით 50 კომპანიას აქვს მინიჭებული და 2024 წლის 11 თვეში ჯამურად 2.92 მილიარდ კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარეს. ესკო-ს თანახმად, კომპანიებს შორის ყველაზე მეტი ელექტროენერგია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მოიხმარა, მეორე ადგილზეა „რუსთავის აზოტი“, მესამეზე კი „ჰანიველ ცემენტი”. კომპანიები, რომლებიც […]
პარლამენტის მიმართულებით ლოზუნგებით – “საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს!”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!” მარში მიმდინარეობს

ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით “ქალების მარში” მიმდინარეობს. მარშის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის ერთი მხარე აქვთ გადაკეტილი. ისინი სკანდირებენ: “საქართველო, საქართველო!”, “გამოდით, გამოდით!”. მათ გაშლილი აქვთ ბანერები წარწერით: “საქართველოს ქალები ვითხოვთ არჩევნებს!”, “ქალებს ხმა აქვთ, მოუსმინეთ!”. საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო მსვლელობები იმართება, საღამოს 20:00 საათიდან კი შეკრების […]
ანსამბლი „ერისიონი“ – ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი, შობა არ იზეიმოთ, ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად

ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს! – ამის შესახებ ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში წერს. როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის „დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის“ მიუხედავად. „სიმღერა, ცეკვა, […]
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა (TUM) ახალ, უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა, რაც KIU-ს, როგორც სწავლების, კვლევებისა და ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას და, ამ პროცესში, TUM-ის უფრო აქტიურ მხარდაჭერას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომლობის ახალი მემორანდუმი ხუთი წლის ვადით გაფორმდა და დოკუმენტს ხელი KIU-ს რექტორმა, […]
დავით მათიკაშვილი – სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს

ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს – მისგან ნამდვილად არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა მაინც ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს და კიდევ უფრო მასხრად არ აიგდებს თავის თავს , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავითა მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან მე-11 მოწვევის პარლამენტის დათხოვნაზე დასმულ კითხვას […]
გარემოს ეროვნული სააგენტო – 26 – 27დეკემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 – 27დეკემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 […]