ლაშა ბაქრაძე – „ქართული ოცნების“ მთავარი იდეა იყო, რომ 20 იანვრამდე რამენაირად „მიეტანათ სული“, ეს იდეაც იშლება – ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ბანდიტური დაჯგუფების ხელშემწყობი

„ქართული ოცნების“ მთავარი იდეა იყო, რომ 20 იანვრამდე უნდა მივიტანოთ რამენაირად სული, ნელ-ნელა ეს იდეაც იშლება, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. ლაშა ბაქარაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ უფრო მეტი პესიმიზმი გაჩნდება. „ბანდის, „ქართული ოცნების“ მთავარი იდეა იყო, 20 იანვრამდე უნდა მივიტანოთ რამენაირად სული, ნელ-ნელა ეს იდეაც იშლება. […]
,,შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო პრეზიდენტად უფრო გამაერთიანებელი ადამიანი არჩეულიყო“ – რუხაძე ყაველაშვილზე

სახელისუფლებო ტელევიზია “იმედის” მფლობელი, ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა შეცდომა იყო. ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის გუშინდელი შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. მე თუ მკითხავთ ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ და მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, რომ ის ფანტასტიკური კანდიდატია და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს. ბედნიერები […]
ეკა სეფაშვილი: როდესაც ბატონი მიხეილ ყაველაშვილი შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას, სრულებით ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებს ამ გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდირებას
ეკა სეფაშვილი: როდესაც ბატონი მიხეილ ყაველაშვილი შეუდგება თავისი მოვალეობის შესრულებას, სრულებით ვარ დარწმუნებული, რომ იგი შეძლებს ამ გახლეჩილი საზოგადოების კონსოლიდირებას ურთიერთპატივისცემა უნდა დაბრუნდეს საზოგადოებაში და ამ პოლარიზაციას აუცილებლად მოეღება ბოლო, – განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა სეფაშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას. მისი თქმით, ის რაც ახლა ხდება იმართება უცხოური დავალებებით და დაფინანსებით. ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, […]
ირაკლი კირცხალია ნანა დიხამინჯიაზე: ვნახეთ ადეკვატურ პასუხზე, რეალობაზე და სიმართლეზე, როგორი ისტერიული სახე მიიღო

ეს არის იმ ბინძური კამპანიის გაგრძელება, რომელიც მინელებული იყო. ეს ქალბატონი გამოჩნდა ახლა თავისი ჩამწერით, იგივე ჩვეულებრივი ლიბერალი ფაშისტის სახით, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიას მიერ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ, მამუკა მდინარაძესთან დაპირისპირების საკითხის კომენტირებისას. „ყველამ კარგად ვნახეთ ის ვიდეო ხომ? ერთ ყველაზე მთავარ […]
ქალთა მარშის მონაწილეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ

ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ტიტუშკები გამოჩნდნენ – “ქალთა მარშის” წევრებს ზონდერები მიუგზავნეს, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. კადრებში გარკვევით ჩანს, რომ “ქართული ოცნების” “ტიტუშკა” ქალს თავს ესხმის, სახის არეში ურტყამს და გამეტებით მიწაზე აგდებს. ფაქტის თვითმხილველები საპოლიციო ძალებიც იყვნენ, თუმცა მათ ნულოვანი რეაგირება ჰქონდათ.
უკრაინა: რუსეთმა შობის დღესასწაულზე “არაჰუმანური” თავდასხმები განახორციელა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ოთხშაბათს, შობის დღის „არაჰუმანური“ თავდასხმისას, უკრაინის ენერგო სისტემას და ზოგიერთ ქალაქს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით და ასევე, დრონებით დაარტყა. ომის მესამე წლის მიწურულს, დარტყმების შედეგად ხარკივის რეგიონში სულ ცოტა ექვსი ადამიანი დაიჭრა, დნიპროპეტროვსკის რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს ამ რეგიონების გუბერნატორებმა. ხარკივის რეგიონში ნახევარი მილიონი ადამიანი გათბობის გარეშე […]
ირანმა WhatsApp-ისა და Google Play-ის გამოყენების აკრძალვა გააუქმა

ირანმა გააუქმა WhatsApp-ისა და Google Play-ის გამოყენების აკრძალვა, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა. „WhatsApp-სა და Google Play-ზე აკრძალვა უმაღლესი საბჭოს წევრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიხსნა“, – წერს სააგენტო IRNA. The Times of Israel-მა დააკონკრეტა, რომ ქვეყნის უმაღლეს საბჭოს ირანის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარე, სასამართლოს ხელმძღვანელი და რამდენიმე მინისტრი. „დღეს ჩვენ […]
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში გაიმართება

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს პარლამენტის სასახლეში დადებს. ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას პარლამენტის აპარატი ამზადებს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინაუგურაციის ღონისძიებას საარჩევნო კოლეგიის წევრები – ე.წ. ხმოსნები, მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და პრეზიდენტის ოჯახის წევრები დაესწრებიან. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 […]
შალვა პაპუაშვილი – თანაგრძნობას ვუცხადებ აზერბაიჯანელ ხალხს – ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აზერბაიჯანელ ხალხს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით სამძიმრის უცხადებს. პარლამენტის თავმჯდომარე დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. ,,დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ “აზერბაიჯანული ავიახაზების” თვითმფრინავის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებსა და მეგობრებს. თანაგრძნობას ვუცხადებ აზერბაიჯანელ ხალხს. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – წერს შალვა პაპუაშვილი X -ზე.
პარლამენტის მიმართულებით „ერთობის მარში“ დაიწყო

“ჩვენ აქ ვართ”, – ამ ლოზუნგით „ერთობის მარში“ რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობას მართავს. “ერთობის მარშში” გაერთიანებული არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომელთა შორის არიან ეკონომისტები და ფინანსისტები. მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ პროტესტის მონაწილეებს შეუერთდებიან. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 4 სხვადასხვა მარშის მონაწილეები არიან შეკრებილები, რომლებიც დედაქალაქის რამდენიმე წერტილში შეიკრიბნენ და პარლამენტთან გაერთიანდნენ. საპროტესტო აქცია […]