სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, კონკურენციის სააგენტომ ფასის მითითების დოკუმენტი შეიმუშავა – ოლიკო კობახიძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ შემუშავებული, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების აღნიშვნის სახელმძღვანელოს მიხედვით, მოვაჭრე ვალდებულია, ფასდაკლების გამოცხადებისას, საქონელსა და მომსახურებაზე მიუთითოს სამი სხვადასხვა ფასი: · რეფერენსირებული (ფასდაკლებამდე არსებული) ფასი · ფასდაკლებული ფასი · აღნიშნულ საქონელსა თუ მომსახურებაზე ბოლო 30 დღის განმავლობაში მინიჭებული ყველაზე დაბალი ფასი მომხმარებლის მხრიდან კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესყიდვის გადაწყვეტილების მიღების […]
რაში არ ეთანხმება ირაკლი რუხაძე „ქართულ ოცნებას“

ხელისუფლების მხარდამჭერი „იმედის“ მფლობელი, ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ რიგ საკითხებში „ქართულ ოცნებას“ არ ეთანხმება. 15-წუთიან განცხადებაში რუხაძემ ირაკლი კობახიძისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისმა სიტყვებმა „ვნებათა ღელვა“ გამოიწვია. გიორგი ისაკაძემ, „ბიემჯის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრაზე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სწორედ რუხაძე იყო. იგი ამბობს, რომ მას სჯერა „ოცნების“ განცხადებების საქართველოს ომში […]
პრემიერთან ვთქვი, რომ როცა ასეთი რთული სამუშაო გაქვს, არ უნდა გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს – რუხაძე

სახელისუფლებო “იმედის” მფლობელი ირაკლი რუხაძე, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ: შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცები არასწორად გააკეთა, მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენ მთავრობას უცებ თავზე, ეგზისტენციალური საშიშროებიდან უნდა გამოვიყვანო მე ჩემი ქვეყანა, რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ. ეს ვთქვი მე იქ. და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ესეთი რთული პიარ […]
რუხაძე: კობახიძეს ვუთხარი, უნდა იყოთ ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომით

ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე დე ფაქტო პრემიერთან ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ამბობს, რომ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძეს უთხრა – მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არავინ გააწყვეტინა და პატივისცემით უსმენდნენ “არ ნიშნავს, რომ ოთახში ყველა ეთანხმებოდა”. ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ შეხვედრაზე დე ფაქტო პრემიერმა ისაუბრა თუ როგორ “სთხოვეს საქართველოს ომში ჩართვა უკრაინაში […]
უკრაინის ცნობით, მისმა ძალებმა დარტყმა გაანხორციელეს რუსეთის ქალაქ ლგოვში მდებარე სამხედრო პუნქტზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო ცენტრის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა დარტყმა განახორციელეს რუსეთის კურსკის რეგიონის ქალაქ ლგოვში მდებარე რუსეთის საზღვაო ქვეითთა 810-ე ბრიგადის სამმართველო პუნქტზე. ამ ცნობის თანახმად, პუნქტი მდებარეობს ამჟამად მიტოვებულ სამოქალაქო შენობაში. უკრაინის წყაროების თანახმად, დარტყმას რუსი სამხედროები ემსხვერპლნენ. რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ხინშტეინი, თავის მხრივ წერს, რომ დარტყმა განხორციელდა სამოქალაქო ობიექტებზე და ქალაქის […]
თუ არ გჯერა, რომ საქართველოსგან რეალურად ომში ჩაბმას ითხოვდნენ, მაშინ ყველა მოქმედება, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა საგიჟეთია და არაფერში ჯდება – რუხაძე

თუ არ გჯერა, რომ საქართველოსგან რეალურად ომში ჩაბმას ითხოვდნენ, მაშინ ყველა მოქმედება, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა საგიჟეთია და არაფერში ჯდება – რუხაძე თუ თავიდან რაღაც პერიოდში პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან ომში ჩაბმას ითხოვდნენ, მაშინ ყველა მოქმედება, რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა საგიჟეთია და არაფერში ჯდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის” მფლობელიმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ […]
სამომავლოდ რუსეთთან უკრაინის ომის დაწყების შესაკავებლად ერთადერთი გზა მისი NATO-ში გაწევრიანებაა – დმიტრო კულება

სამომავლოდ რუსეთთან უკრაინის ომის დაწყების შესაკავებლად ერთადერთი გზა მისი NATO-ში გაწევრიანებაა – დმიტრო კულება სამომავლოდ რუსეთთან უკრაინის ომის დაწყების შესაკავებლად ერთადერთი გზა მისი NATO-ში გაწევრიანებაა, – ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში უკრაინის ხელისუფლებაში შესაძლოა რევანშისტული ძალები მოვიდნენ, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება შურისძიების მიზნით ომის ინიციირება მოახდინონ, […]
მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტში გაიმართება და ელჩებს არ მიიწვევენ

საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტშივე გაიმართება. ეს ცნობა “რადიო თავისუფლებას” პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ინაუგურაცია 29 დეკემბერსაა დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე არაა ცნობილი, რომელ საათზე დაიწყება ცერემონია, პარლამენტის რა ნაწილში გაიმართება ან როდის დაიწყება მედიასაშუალებებისთვის აკრედიტაციის გაცემა. მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე მიწვეულნი არ არიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მიზეზად „სხდომათა დარბაზში ადგილების სიმცირე“ სახელდება. […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომაზე, კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია გაერთიანებული, თავმჯდომარეობის კანდიდატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ […]
პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდა მარში ლოზუნგით: “სადაზღვევო ინდუსტრია ევროპული მომავლისთვის”

“სადაზღვევო ინდუსტრია ევროპული მომავლისთვის” – ამ ლოზუნგით სადაზღვევო კომპანიები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. მარში ვაკის პარკთან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ . პროტესტის მონაწილეების მოთხოვნაა: ხელახალი არჩევნები და აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლება. საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დროისთვის 5 სხვადასხვა მარშის მონაწილეები არიან შეკრებილები. საპროტესტო აქცია უკვე 27-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღის […]