,,შულერი! ახალი თამაში წამოიწყო! უბნელესი!” – ლორთქიფანიძე რუხაძეზე

კავკასიის სახლის წევრი, ლევან ლორთქიფანიძე ირაკლი რუხაძის ინტერვიუს ეხმაურება: ,,შულერი! ახალი თამაში წამოიწყო! უკან მიდევნებული ლამპარი აალიცლიცა! ახლა ამაზე ლაპარაკი მხოლოდ პირად ინტერესებს ემსახურება. ტელევიზია კანალიზაციად რომ აქციე, მანამდე გაგეშალა დისკუსია მსგავს თემებზე და იქნებ ოდნავ უფრო თავშეკავებულად მიეღოთ გადაწყვეტილებები. უბნელესი!”

,,ბოლო სერიაში ბიძინა იტყვის…” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,ბოლო სერიაში ბიძინა იტყვის – “მე 10 წლის განმავლობაში შეგნებულად ვაგროვებდი ჩემთან ყველაზე უტიფარ, ყველაფერზე ხელის მომწერ, კორუმპირებულ ადამიანებს, რომ მერე ყველა ერთად ჩამერეცხა და ამით ქვეყნისთვის განვითარების გზა გამეხსნა”-ო

გარდაიცვალა ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ხელმძღვანელი, გარდაიცვალა. ამის შესახებ წერს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ყიფშიძე დაკავების შემდეგ ხვდებოდა ხოლმე. „ჩემი ახლო მეგობრის, ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში. ძალიან კეთილშობილი ადამიანი დააკლდა ჩვენს პლანეტას“, — აღნიშნავს იგი.

სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

სსიპ „სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა 2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ ოფიციალურად დაამტკიცა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას. […]

შავ ზღვაში ორი ტანკერის ჩაძირვის შედეგად ნავთობპროდუქტების დაღვრის გამო, რუსეთის კრასნოდარის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

შავ ზღვაში ორი ტანკერის ჩაძირვის შედეგად ნავთობპროდუქტების დაღვრის გამო, რუსეთის კრასნოდარის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა შავ ზღვაში ორი ტანკერის ჩაძირვის შედეგად ნავთობპროდუქტების დაღვრის გამო, რუსეთის კრასნოდარის მხარეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ კრასნოდარის მხარის გუბერნატორი, ვენიამინ კონდრატიევი ტელეგრამ-ახრში წერს. ზღვაში ნავთობპროდუქტების ჩაღვრის გამო, მანამდე საგანგებო მდგომარეობა მუნიციპალურ დონეზე მოქმედებდა ანაპასა და ტემრიუკსკის რაიონში. „სამწუხაროდ, ნავთობპროდუქტების […]

იუსტიციის სამინისტრომ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებთან ხელშეკრულებები გააფორმა

იუსტიციის სამინისტრო 2025 წელს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილ 8 პროექტს დააფინანსებს. გამარჯვებულ ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებები დღეს გაფორმდა. გრანტის მიმღებ პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ბექა ძამაშვილი, ერეკლე ღვინიანიძე, ნიკო თათულაშვილი და სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანანა ბეგიაშვილი შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამარჯვებული პროექტების მრავალფეროვნებასა და აქტუალობას. საგრანტო კონკურსის მიზანია იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების გაძლიერება, […]

“18 ადამიანი თანახმაა ისწავლოს და გამოცდები კვლავ ჩააბაროს” – ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირი გათავისუფლებულების შესახებ

“18 ადამიანი თანახმაა ისწავლოს და 4 თვის შემდეგ გამოცდები კვლავ ჩააბაროს” – ამის შესახებ BM.GE-სთან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირი გათავისუფლებული მეშახტეების შესახებ საუბრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეშახტეები გიორგი აბულაძე და ხვიჩა გაბუნია აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მალევე კომპანიამ „საქნახშირი“ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, ევროპულ სტანდარტებთან მორგების პროცესსა და რეორგანიზაციასა და კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. „საქნახშირი […]

ნიკა გვარამია – გარკვეული წარმოდგენები საბჭოზე და სადამფუძნებლო დოკუმენტზე დღეს უკვე შეიქმნა – მასშტაბური იქნება მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ, ამაში სრულიად ვარ დარწმუნებული, მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი

ჩვენ ვისაუბრეთ საბჭოზე, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და ასევე, პრეზიდენტი სავარაუდოდ, შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, ეს საბჭო იქნება გადაწყვეტილებების მიღების ავანგარდში , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ნიკა გვარამიას განცხადებით, დღეს გარკვეული წარმოდგენები საბჭოზე და სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა. „29 დეკემბრამდე ჩვენ სავარაუდოდ, გვექნება […]

“ინექცია ლუკაკუსთვის – შეუძლიათ თუ არა “კვარას” და ნერესს ერთად თამაში?” – იტალიაში პრობლემაზე მსჯელობენ

იტალიაში ისევ მიმდინარეობს „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ დისკუსია. ამჯერად საკუთარი აზრი რამდენიმე სპეციალისტმა გამოთქვა და ზოგიერთს მიაჩნია, რომ ქართველს ნერესთან ერთად თამაში შეუძლია. ანტონიო ჯორდანო (ჟურნალისტი): „არავის ეგონა, თუ პირველ ტურში „ვერონასთან“ დამარცხების შემდეგ, „ნაპოლის“ ახლა 38 ქულა ექნებოდა და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩებოდა. კონტე თავის საქმეს კარგად აკეთებს. პროგრესი სახეზეა, თუმცა ყველას […]

აჭარის მთავრობის სახლთან აქცია ლოზუნგით – „არა რუსულ რეჟიმს“ მიმდინარეობს

„არა რუსულ რეჟიმს“, – ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქციის მონაწილეებმა, თბილისში აქციის დროს დაშავებული მოქალაქეების ფოტოები გამოფინეს. “პროტესტი იქნება უწყვეტი, ჩვენი მოთხოვნაც უცვლელია, საპარლამენტო არჩევნები და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. რუსული რეჟიმის პირობებში შეუძლებელია, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ჩვენ აქ მშვიდობიანი პროტესტი გვაქვს და გავაგრძელებთ, […]