შვეიცარიელმა ინჟინრებმა ფრინველი – დრონი შექმნეს

შვეიცარიელმა ინჟინრებმა ფრინველი – დრონი შექმნეს შვეიცარიელმა ინჟინრებმა ფრინველი-დრონი შექმნეს, რომელსაც აფრენა ნახტომიდან შეუძლია. EPFL ინსტიტუტის მკვლევრებმა შეიმუშავეს დრონი სახელად RAVEN, რომელსაც შეუძლია ჩიტივით იმოძრაოს მიწაზე და აფრინდეს სირბილის გარეშე. ახალი განვითარების მთავარი ინოვაცია არის ბალანსი, რომელიც მიღწეულია მრავალფუნქციური რობოტული ფეხების სირთულესა და უპილოტო საფრენი აპარატის მხოლოდ 0,62 კგ წონას შორის. დიზაინი იყენებს ზამბარებისა და […]

სსიპ “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტომ“ “ამბასადორი აილენდ ბათუმის“ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულსა და ერთ ხელოვნურ კუნძულზე განაშენიანების დეტალური გეგმა დაამტკიცა

2024 წლის 24 დეკემბერს სსიპ „სივრცითი და ურბანული განვითარების სააგენტომ“ ოფიციალურად დაამტკიცა „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ განაშენიანების დეტალური გეგმა, რომელიც მოიცავს ორ ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარ ფართობზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის განაშენიანების გეგმას. ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის განაშენიანების გეგმაზე იმუშავა ქალაქგეგმარების მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილებითა და ინოვაციურობით გამორჩეულმა გლობალურმა ბრიტანულმა კომპანია […]

ირაკლი კობახიძე – ებრაელი ხალხი დღეს საკმაოდ რთულ დროს გადის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია და ყველა გამოწვევას ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად დაძლევს – გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა თბილისის სინაგოგაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხანუქა სიბნელეზე სინათლისა და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია. პრემიერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ისრაელის წინაშე დგას […]

ლევან ხაბეიშვილი – ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე

ცხადია, ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს ივანიშვილის გარეშე , – განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში განაცხადა. მისი თქმით, ყველა ქალაქში ადამიანები გამოდიან და ითხოვენ ორ რამეს: აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს. “ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალაქში გამოდიან ადამიანები და აპროტესტებენ უსამართლობას, ითხოვენ პატიმრების გათავისუფლებას და მინდა ყველა ქალაქიდან, ყველა სოფლიდან, […]

„თუ მიმდინარე პროცესები დიდხანს გაგრძელდა, დამაზიანებელი იქნება, თუმცა ამჟამად გაძლებადია“ – HORSETOURS.GE

„თუ მიმდინარე პროცესები დიდხანს გაგრძელდა, დამაზიანებელი იქნება, თუმცა ამჟამად გაძლებადია“ – HORSETOURS.GE Horsetour.ge 2024 წელს “ბიზნესპარტნიორთან” აჯამებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ანა ნადირაძე აცხადებს, ქვეყანაში არსებული არასტაბილურობა და პოლიტიკური პროცესები მათ საქმიანობაზეც აისახა. კერძოდ, კომპანიის სერვისებზე დეკემბერში მოლოდინზე დაბალი მომართვიანობა ფიქსირდებოდა. “2 კვირის განმავლობაში სრული უმოძრაობა იყო” -აცხადებს ანა ნადირაძე. მისივე თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, წინა წელთან […]

ნიდერლანდებში დიდი ზომის ფოიერვერკი იარაღად ითვლება

ნიდერლანდებში დიდი ზომის ფოიერვერკი იარაღად ითვლება ნიდერლანდებში პროფესიონალური ფოიერვერკი იარაღს გაუთანაბრეს. ეს ნიშნავს, რომ ასეთი პიროტექნიკის ნებართვის გარეშე შენახვისთვის შესაძლოა მფლობელი ციხეში აღმოჩნდეს. საუბარია ისეთ ფოიერვერკებზე, რომლებიც ქმნიან აფეთქებებს დიდ სიმაღლეზე და დიდი ზომისაა. ნიდერლანდების ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ასეთი ფეიერვერკები სიმძლავრით ხელყუმბარის მსგავსია. ამ კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენების უფლება, მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიებს და გაწვრთნილ პერსონალს შეუძლიათ. […]

სირიელი ქრისტიანები ასადის დამხობის შემდეგ პირველ საშობაო წირვას დაესწრნენ

დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დამხობის შემდეგ პირველად, სამშაბათს სირიელი ქრისტიანები შობის წირვას დაესწრნენ. ეს იყო პირველი გამოცდა ახალი ისლამისტი მმართველების იმ დაპირებისა, რომ ქვეყნის რელიგიური უმცირესობების უფლებებს დაიცავენ. წირვა გაძლიერებული უსაფრთხოების პირობებში ჩატარდა, რადგან ქრისტიანული წმინდა ადგილების წინააღმდეგ ძალადობის საფრთხეზე შეშფოთება არსებობდა. ტაძრის გარშემო მმართველი ისლამისტური ჯგუფის, „თაჰრირ ალ-შამის“ ავტომანქანები იყო გაჩერებული. სირიის […]

პრემიერ-მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა

პრემიერ-მინისტრმა ებრაულ თემს ხანუქა მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პრემიერმა მთავარ სინაგოგაში შეკრებილ ქართველ ებრაელებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაული მეგობრობის 26 საუკუნოვან, უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსენა 7 ოქტომბრის ტერაქტი და აღნიშნა, რომ ისრაელს, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოს, დღეს ყველაზე მეტად მშვიდობა სჭირდება. „დღეს, თბილისის მთავარ […]

რუსეთმა აშშ-ის ჰელსინკის კომისია გამოაცხადა “არასასურველ ორგანიზაციად”

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ე.წ. “არასასურველი ორგანიზაციების” სიაში შეიტანა აშშ-ის ჰელსინკის კომისია. ეს ორგანიზაცია შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერაა შექმნილი საერთაშორისო თანამშრომლობისთვის ადამიანის უფლებების, სამხედრო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური ურთიერთგავლენის სფეროებში. ჰელსინკის კომისიის მუშაობა რუსეთში აიკრძალება, მასთან თანამშრომლობისთვის რუსეთის მოქალაქეები შეიძლება სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარონ. რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობა “მიემართება რუსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას, […]

“18 ადამიანი თანახმაა ისწავლოს და გამოცდები კვლავ ჩააბაროს” – ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირი გათავისუფლებულების შესახებ

“18 ადამიანი თანახმაა ისწავლოს და 4 თვის შემდეგ გამოცდები კვლავ ჩააბაროს” – ამის შესახებ BM.GE-სთან ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირი გათავისუფლებული მეშახტეების შესახებ საუბრობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მეშახტეები გიორგი აბულაძე და ხვიჩა გაბუნია აცხადებენ, რომ სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. მალევე კომპანიამ „საქნახშირი“ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, ევროპულ სტანდარტებთან მორგების პროცესსა და რეორგანიზაციასა და კადრების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. „საქნახშირი […]