ენმ-მ პარტიიდან გარიცხა წევრები, რომლებმაც ჩხოროწყუში ბიუჯეტის დამტკიცებას დაუჭირეს მხარი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიიდან გარიცხა თავისი წევრები, რომლებმაც ჩხოროწყუს საკრებულოში „ქართული ოცნების“ შეთავაზებულ ბიუჯეტს დაუჭირეს მხარი. „ჩვენდა სამწუხაროდ და სრულიად მოულოდნელად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ის საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ინდივიდუალურ რეჟიმში, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი. აღნიშნულის გამო, წესდების შესაბამისი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ „ერთიანობა — ნაციონალურ […]
“დღეს სიჩუმე არ შეიძლება” – თბილისში გერმანისტების მარშია

გერმანული ენის მცოდნე ადამიანებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან საპროტესტო მსვლელობა პარლამენტისკენ დაიწყეს. ამის პარალელურად, ფილარმონიასთან მე-6 სკოლელების აქცია იმართება და სავარაუდოა, რომ მოცემული ორი მარში გაერთიანდეს და პროტესტის ავანგარდში მოქცეულმა ადამიანებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად გადაინაცვლონ. მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელია – ისინი რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
“ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ” – იურიდიული დახმარება უკანონო პატიმრებს

ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერცერთი რეჟიმი ვერ მოუგებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იურისტების გუნდთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დაკავებული მომიტინგეების დახმარებაზეც და თქვა, რომ ადვოკატების ჯგუდი, რომელიც მათი დაცვისთვის შეიქმნა, ყველა იმ დახმარებას გაუწევენ უკანონო პატიმრებს, რომლებიც მათ დასჭირდებათ. ჩვენ მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური დაცვა, ამისთვის შეიქმნა იურისტების და ადვოკატების […]
იმ კომპანიების სია, რომლებიც მილიონობით შემოსავალს რუსეთში ექსპორტ-იმპორტით იღებენ – ქართული ოცნება

მმართველი გუნდი ასაჯაროებს იმ კომპანიების სიას, რომლებიც რუსეთის ბაზარზე ოპერირებით მსხვილ შემოსავლებს იღებენ. ტვ იმედი ღიად წერს, რომ მმართველი გუნდი ამ სიას სწორედ იმიტომ აქვეყნებს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მუდმივად აკრიტიკებენ და ამტკიცებს, რომ ამ კომპანიებს საკმაოდ მსხვილი შემოსავლები სწორედ რუსეთის ბაზრიდან აქვთ. ტვ იმედი არ წერს, რა კავშირი აქვს რამდენიმე ამ კომპანიების მოგებას […]
“თუ ივანიშვილი 29 დეკემბერს ამას განახორციელებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორიც არასდროს წარმოედგინა” – ჯო უილსონი

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს, რომ “იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორიც არასდროს წარმოედგინა”. “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა თავისი პოზიცია ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას განახორციელებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორიც […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია – „წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) – საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და პედაგოგი“ – გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის […]
ქუთაისში ევროინტეგრაციის მომხრე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ

ქუთაისის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სამი თანამშრომლიდან ორს – სოციალური მუშაკსა და ფსიქოლოგს ხელშეკრულებას აღარ უგრძელებენ. სოციალური მუშაკი ანა ენდელაძე ეჭვობს, რომ მას პოლიტიკური მოსაზრების გამო ათავისუფლებენ. რეფერირების ცენტრი რთული ქცევის მქონე არასწროლწოვნებთან მუშაობს და თუ ახალ კადრებს არ აიყვანენ, მხოლოდ ერთი თანამშრომელი რჩება – არასრულწოვნებთან მომუშავე სპეციალისტი. ამ პირობებში ცენტრის ნორმალური ფუნქციონირება კითხვის ნიშნის ქვეშ […]
ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებამ 7,55 მილიარდს მიაღწია

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ქონების ღირებულებამ 7,55 მილიარდ დოლარს მიაღწია, იტყობინება „ბლუმბერგი“. სააგენტომ განახლებული მონაცემები მსოფლიოს მილიარდერებზე 26 დეკემბერს გამოაქვეყნა. ამგვარად, „ბლუმბერგის“ შეფასებით, ივანიშვილის ქონების ღირებულებამ, ათვლის მანძილზე, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.
უილსონი: ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რა პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ

პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ თქვა, როგორი პოზიცია აქვს ამერიკის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუ ბიძინა ივანიშვილი 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის განადგურების თავისი გეგმას განახორციელებს, ის ისეთ პასუხს უნდა ელოდოს, როგორიც არასდროს წარმოედგინა.
“ვინც ქუჩაში დგას, მართალია – ამ მარხვაში რა დროს მიტინგებიაო და მარხვა ზუსტად ამ ბრძოლაში შესვლაა და არა ლობიოს შეჭამ, თუ ხორცს” – არქიმანდრიტი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: დღეს რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში პარტიული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, მე ხმას არ ამოვიღებდი, რადგან ჩემთვის, როგორც მღვდლისთვის, სულ ერთია რომელი პარტია იქნება მმართველი. არც ერთ პარტიასთან არ ვყოფილვარ და არც ვიქნები მომავალში, მაგრამ დღეს არ არის ეს პარტიული დაპირისპირება, ორ ან სამ პარტიას შორის დაპირისპირება, არამედ ეს არის […]