“ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ” – იურიდიული დახმარება უკანონო პატიმრებს

ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერცერთი რეჟიმი ვერ მოუგებს – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იურისტების გუნდთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დაკავებული მომიტინგეების დახმარებაზეც და თქვა, რომ ადვოკატების ჯგუდი, რომელიც მათი დაცვისთვის შეიქმნა, ყველა იმ დახმარებას გაუწევენ უკანონო პატიმრებს, რომლებიც მათ დასჭირდებათ.
ჩვენ მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური დაცვა, ამისთვის შეიქმნა იურისტების და ადვოკატების ჯგუფი, რომლებიც იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები პირველ ეტაპზე და ამისთვის ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და შემდეგ ყველა ის დახმარება გაუწიონ, რაც მათ ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის დიდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენ თვალწინ ნამდვილი, ქართული საზოგადოება იქმნება. ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერცერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ