ირაკლი კობახიძე – 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი – მათ წინასწარ ჰქონდათ უზრუნველყოფილი ძალადობისთვის ყველანაირი მასალები

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. „წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა ევროკომისიას, მინისტრთა საბჭოს […]

ირაკლი კობახიძე – როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში

როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, მიწვეული იყო შეუზღუდავად ყველა ბიზნესმენი, მათ შორის ისინიც, ვინც „შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით”. კობახიძის თქმით, შეხვედრაზე ბიზნესმენებს აინტერესებადთ ევროინტეგრაცია და […]

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას – პრეზიდენტი

საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ასევე, სჯერა პარტნიორების სოლიდარობის 29 დეკემბერს და მას შემდეგაც. “საქართველო ენდობა თავის პარტნიორებს და მათ მხარდაჭერას სამართლიანობისთვის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მჯერა თქვენი სოლიდარობის! 29-ში [დეკემბერს] და მერეც… ახალ არჩევნებამდე!” […]

ჩინეთი შუა დერეფანში საკონტეინერო მატარებლების რაოდენობას ზრდის

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR) ჩინეთიდან გაგზავნილი საკონტეინერო მატარებლების რაოდენობა დღეში ოთხამდე გაიზრდება, რაც ორჯერ აღემატება არსებულ მაჩვენებელს. ამის შესახებ TITR-ის მონაწილე ქვეყნების, საქართველოს, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ჩინეთის რკინიგზის დეპარტამენტთა წარმომადგენლები პეკინში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Report ყაზახეთის რკინიგზაზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ლოგისტიკური პროცესების ეფექტურობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით მხარეები ტვირთის ნაკადის თვალთვალისა და მართვის […]

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 20%-იანი კლება გვაქვს – “ბიბლუსი ჯგუფი”

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით 20%-იან კლებასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ BM.GE-სთან “ბიბლუსი ჯგუფის” საოპერაციო დირექტორმა, სოფო გორდაძემ განაცხადა.

“როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე დავდგე და ვიმღერო, როცა ვიცი რომ უდანაშაულო ხალხი ზის ციხეში“ – ნოდიკო ტატიშვილი

“ტვ პირველის” ეთერში მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ქვეყანაში მიმდინარე მოველენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ახალ წელს სცენაზე იდგეს და იმღეროს როცა იცის რომ უდანაშაულო ხალხი ციხეში ზის. “ეს ყველაფერი ჩვენ მხოლოდ გვაბრაზებს, იცით როგორი ბრაზი მაქვს, რომ ვთქვა რომ არაფერზე არ ვბარზდები და ამ ყველაფერს ღიმილით ვუყურებ მოგატყუებთ. ბრაზი არი გამომდინარე იქიდან […]

“გინდა, არ გინდა, მაინც მოუწევთ არჩევნების დანიშვნა” – მერაბ სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნა მაინც მოუწევს, რადგან იმ ხალხს, რომელიც აქციაზე დგას, ევროპული ცხოვრება და ცივილიზაციაში ყოფნა უნდათ. როგორც მომღერალმა გადაცემა “რეაქციში” განაცხადა “არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ ჩაატარებს და რამდნად სამართლიანად.“ “რთულ სიტუაციაში ვართ ფაქტია, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ, იმიტომ რომ ისეთი თაობა მოვიდა, ახალი საქართველო […]

“ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად გარდაქმნას ცდილობს” – კონგრესმენი უილსონი

ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი, შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის დიქტატურად გარდაქმნას ცდილობს. “კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მოძულე, ცდილობს საქართველო დემოკრატიიდან დიქტატურად გარდაქმნას. ჩვენ ამერიკა უპირველეს ადგილას უნდა დავაყენოთ და საქართველოს ყველანაირი დაფინანსება შევუწყვიტოთ, თუკი ეს მოხდება”, – წერს ჯო უილსონი. ცოტა ხნით ადრე, მან […]

ირაკლი კობახიძე – 4 წელიწადში იქნება არჩევნები, ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის – 10 თვეში არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები – იქაც ფიასკოს განიცდიან

სტანდარტული არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, ანუ 4 წელიწადში, ყველას ვურჩევდი, აქედანვე დაიწყონ მზადება 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ძლიერება გამოხატულია ხალხის რაოდენობით, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ფუჭია. პრემიერის თქმით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია, მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარ თავს […]

ირაკლი კობახიძე – ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ – დღეს სამმა პარტიამ უარი არ თქვა დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, შეგვასწრონ პარლამენტში

დღეს სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, „ნაცმოძრაობამ“, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, მათ რაიმე შედეგის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება. „როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ […]