“გინდა, არ გინდა, მაინც მოუწევთ არჩევნების დანიშვნა” – მერაბ სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნა მაინც მოუწევს, რადგან იმ ხალხს, რომელიც აქციაზე დგას, ევროპული ცხოვრება და ცივილიზაციაში ყოფნა უნდათ.

როგორც მომღერალმა გადაცემა “რეაქციში” განაცხადა “არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ ჩაატარებს და რამდნად სამართლიანად.“

“რთულ სიტუაციაში ვართ ფაქტია, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ, იმიტომ რომ ისეთი თაობა მოვიდა, ახალი საქართველო დავინახე. ხალხი დგას არც ორგანიზატორები ჰყავთ, არც არავის მოუყვანია, თავიანთი ინიციატივით დგანან და ითხოვენ, გამოუშვან დაპატიმრებულები და ახალი არჩევნები, რადგან ევროპული ცხოვრება და ცივილიზაციაში ყოფნა უნდათ.
მე ვთვლი, გინდა, არ გინდა, მაინც მოუწევთ არჩევნების დანიშვნა, – განაცხადა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი: გლობალურ ძალებს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ, სწორედ ამ სცენარის ნაწილია ნორვეგიის ელჩთან ოპოზიციონერების საიდუმლო შეხვედრა და ბახმაროში გამართული სემინარი

ნაცსექტის ერთ-ერთი ყველაზე მყრალი სუბიექტი, ნატა ფერაძე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „რეპრესიასა“ და „ავტორიტარიზმში“ ადანაშაულებს, ბერლინში ჩასულმა კი, მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ დემოკრატიას არც ის ჩვევა აქვს, საჯარო შეურაცხყოფას ხისტად პასუხი არ გასცეს