შობის ღამე რუსთაველზე – გეგმა

ჯგუფში ,,დაიტოვე” ილია ღლონტი მოქალაქეებს შობის ღამის რუსთაველზე გატარების გეგმას სთავაზობს: ,,დღეს, როცა რუსთაველი იქცა ჩვენს სახლად, შობის დღესასწაული ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია. მოდით, სინათლის მდინარეებად მოვეფინოთ ქუჩებს და ერთად შევხვდეთ მაცხოვრის შობას ქაშუეთთან. ✨წამოიღეთ ერთჯერადი ჭიქები და სანთლები. ✨სახლში დატოვეთ საყვირები და სასტვენები. შეკრება დაიწყება ქალაქის რამდენიმე წერტილში, 6 იანვარს, 20:00-დან: 📍ავლაბარი: სამების საკათედრო ტაძარი. […]

რამდენიმე დღის წინ ოკუპანტების მიერ დაკავებული მოქალაქე გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმია

ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი ქართველიდან, ერთ-ერთი ექიმი ალექსი მამულიაა. ინფორმაციას მოზაიკა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მამულია სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი გორის სამხედრო ჰოსპიტალია. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის 26 დეკემბერს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ დააკავეს. მოზაიკა წერს, რომ ექიმი ალექსი მამულია კუპირებულ […]

ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 7% ით შემცირდა – TCRC

ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთის მოცულობა 7% ით არის შემცირებული – ამის შესახებ კვლევას “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” აქვეყნებს. ორგანიზაციამ კვლევისას დაამუშავა საქართველოს საზღვაო ნავსადგურების და ტერმინალების (ფოთი, ბათუმი, ყულევი) მონაცემები ექვსი მაჩვენებლის მიხედვით: · ნავსადგურებსა და ტერმინალებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთის მოცულობა – შემცირებულია – 7 %-ით; · გადამუშავებული კონტეინერი TEU – ზრდა 57%-ით; […]

ქობულეთი-ბათუმის გზაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, არიან დაშავებულები

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არასრულწლოვნები. წინასწარი ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

მიხეილ ყაველაშვილი – შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა – ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად

ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ“. „ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად”, […]

ხალხმა რუსთაველი ისევ გადაკეტა: აქციების 39-ე დღე

საქართველოს პარლამენტის წინ უწყვეტად მიმდინარე პროევროული აქციების 39-ე დღეს, რუსთაველის გამზირი ხალხმა ისევ გადაკეტა. ამ წუთებში იზრდება დემონსტრანტების რაოდენობა, რომელთა მოთხოვნები უცვლელია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლება. პროტესტის 39-ე დღეს, რუსთაველისკენ მსვლელობით დაიძრნენ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები – მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც პროტესტს უნივერსიტეტის ფოიეში აგრძელებენ. (თეატრალური უნივერსიტეტის […]

“მიხეილ ყაველაშვილს ეს სახელი დავარქვი” – რას ამბობს ია ფარულავა პრეზიდენტზე

ია ფარულავამ ტელეკომპანია “პირველთან“ განაცხადა, რომ ყაველაშვილს სერიოჟას სიზმარი დაარქვა. მსახიობის თქმით, ჩვენი ერთად დგომით გამოვაფხიზლეთ სრულიად მსოფლიო. “ვდგავართ და ვიდგებით აქ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენსას. ეს არის ხელახალი არჩევნები, ეს არის პატიმრები გათავისუფლება. ყაველაშვილს თავისი თავის იმედი არ აქვს და მე როგორ უნდა მქონდეს იმედი. გვყავს ვითომ პრეზიდენტი, სერიოჟას სიზმარი რომ დავარქვი. ჩვენი ერთად […]

“გალათასარაიმ” მიქაუტაძეში “ლიონს” უფრო მეტი შესთავაზა და ისევ უარი მიიღო

როგორც ჩანს, “გალათასარაის” მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი “ლიონის” 24 წლის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის შეძენა და კლუბებს შორის ვაჭრობა მიმდინარეობს. ადრე “გალათასარაიმ” “ლიონს” 17 მილიონი ევრო პლუს ბონუსები შესთავაზა და უარი მიიღო. ჟურნალისტი საბერ დეფარჟი იტყობინება, რომ სტამბოლურმა კლუბმა დღეს “ოლიმპიკს” ქართველის თაობაზე 21-მილიონიანი წინადადებით მიმართა, თუმცა ისევ ვერ დაიყოლია. მოსალოდნელია, რომ “გალათასარაი” არ დანებდება და მოლაპარაკებები […]

ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ტანკერის კაპიტანი და ეკიპაჟის ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან

ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ გასული წლის ბოლოს დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში. პოლიცია ვარაუდობს, რომ ხომალდმა ფსკერზე ჩაუშვა ღუზა და განზრახ მიათრევდა მას ათეულობით კილომეტრის მანძილზე, რათა დაეზიანებინა კაბელები. შედეგად დაზიანებულია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი, ასევე ოთხი საკომუნიკაციო კაბელი: სამი ესტონეთსა და ფინეთს შორის და […]

“კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნა სატელევიზიო ეთერიდან” – “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა, Wissol-ის რეკლამის სატელევიზიო ვერსიიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრების ამოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დეზინფორმაციაა თითქოს მსახიობის მონაწილეობით კადრი პოლიტიკური ნიშნით ამოჭრეს. ამავე განცხადებაში, ხორავა აღნიშნავს, რომ შექმნილი სენსიტიური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვიტეს კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან. „საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძის […]