ფინეთის ყურეში დივერსიაში ეჭვმიტანილი ტანკერის კაპიტანი და ეკიპაჟის ნაწილი საქართველოს მოქალაქეები არიან

ფინეთის ეროვნულმა საგამოძიებო ბიურომ გასული წლის ბოლოს დააკავა ტანკერი Eagle S, რომელიც ეჭვმიტანილია ელექტროკაბელის, EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანებაში. პოლიცია ვარაუდობს, რომ ხომალდმა ფსკერზე ჩაუშვა ღუზა და განზრახ მიათრევდა მას ათეულობით კილომეტრის მანძილზე, რათა დაეზიანებინა კაბელები. შედეგად დაზიანებულია ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელი, ასევე ოთხი საკომუნიკაციო კაბელი: სამი ესტონეთსა და ფინეთს შორის და […]

“ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად, ჯავშნები ინდოეთიდანაც კი გაგვიუქმდა” – Winglet

ტურისტული კომპანია Winglet-ის დამფუძნებელი, ანა კირკიტაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ 2024 წელი საკმაოდ მზარდი წელი იყო მათთვის, თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, ჯავშნები ინდოეთიდანაც კი გაუუქმდათ. მისი თქმით, ინდოეთი ნაკლებად მგრძნობიარე ბაზარია, ევროპასა და ამერიკასთან შედარებით, თუმცა მათგანაც კი შესამჩნევი იყო არსებულ მოვლენებზე რეაგირება. „2024 წელი საკმაოდ მზარდი პერიოდი იყო. დიდ გამოფენაზე ვიყავით, რათა ქვეყანაში ტურისტების […]

სვანეთში ტურისტები დააყაჩაღეს

დღეს ზემო სვანეთში რუსი ტურისტები დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებით დეტალები უცნობია. უცნობია, დააკავა თუ არა მომხდარ ფაქტზე შსს-მ ვინმე. მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ -ქმარზე თავდასხმა ედებათ. […]

ნიკო ფიროსმანის ნახატები პარიზში

გენიალური ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის შეუდარებელი ნახატებით საფრანგეთის დედაქალაქი – პარიზი მოირთო. იაპონური ბრენდის COMME des GARÇONS-ისა და მისი დამფუძნებლის დიზაინერის რეი კავაკუბოს ინსტალაცია სწორედ ნიკო ფიროსმანის ნახატებით დამზადდა. სიყვარულის ქალაქის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს ნიკალას რამდენიმე შედევრის ნახვის საშუალება მიეცათ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების კნავილი კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით ყინული დაიძრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში და ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების კნავილი კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციის კუთხით ყინული დაიძრა ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, “ამაზე რადიკალური ოპოზიციის და მისი გარე ლობისტების მსგავსი შინაარსის კნავილი – ეს რა ჰქენითო, კარგად აჩვენებს, […]

,, წამალი 2 ლარამდე ღირდა. ღირსებით სავსე ქვეყანა?!“ – ემოციური წერილი

სოციალურ ქსელში ინგა გელაშვილი ემოციურ წერილს აქვეყნებს: ,,მე და ნინი დედაჩემისთვის წამლების საყიდლად აფთიაქში შევედით. სასიამოვნოდ გამოწკეპილი ქალბატონი დადგა ჩემ უკან. ჩემ წინ მდგომმა წამლები რომ აიღო და ფულს იხდიდა, ამ ქალბატონმა მომიბოდიშა და მთხოვა, უბრალოდ ვიკითხავ, რიგში ტყუილად რომ არ ვიდგეო. მიბრძანდით მეთქი, რიგი დავუთმე მწვანე ვალერიანი რა ღირსო იკითხა, ჯიბიდან მუჭით ხურდები ამოიღო, […]

როგორი ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს EU-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან (bm.ge)

1-ელი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების აქტიური მხარდამჭერია. ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნის მთავრობამ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან ერთად განცხადებაც […]

ჩელენჯ თასი | 120 წლის ფრანგული კლუბი თბილისში

2025 წლის პირველ მატჩში, “შავი ლომი” ჩელენჯ თასის მესამე რაუნდში ტოპ 14-ის “ავირონ ბაიონას” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ფლეი ოფს მიუახლოვდება. შეხვედრა 11 იანვარს, 19:15 საათზე “მიხეილ მესხზე” დაიწყება. ორი თამაშის შემდეგ ქართულ გუნდს 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. 4-4 ქულა აქვთ ინგლისურ “გლოსთერს” და “ბაიონას”, რომლებიც მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ, შოტლანდიური “ედინბურგი”, ფრანგული “ვანი” […]

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან – უკვე გადაიკეტა რუსთაველის გამზირი

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. მოქალაქეები უკვე თვეზე მეტია ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერი. თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია დღეს რეგიონებშიც არის დაგეგმილი.

საოკუპაციო ძალებმა თავდაცვის სამინისტროს ექიმი გაიტაცეს

საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს თავდაცვის სამინისტროს ექიმი ალექსი მამულია და მასთან ერთად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ვანო ჯაფიაშვილი. ფაქტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 დეკემბერს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე. მოგვიანებით, ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტმა გაასაჯაროა გატაცებულების ვინაობა. ექიმ ალექსი მამულიას და […]