ჩინეთი ინდოეთის საზღვარზე მსოფლიოში უდიდეს ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. პროექტი 137 მილიარდი დოლარი დაჯდება

ჩინეთის მთავრობა მსოფლიოში უდიდესი ჰიდროენერგეტიკული კაშხლის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ინდოეთის საზღვართან, ტიბეტში მდინარე იარლუნგ-ცანგპოზე განთავსდება. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. კაშხლის მშენებლობისთვის დაგეგმილია $137 მილიარდი (1 ტრილიონი იუანი) ინვესტიციის მოზიდვა, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტად აქცევს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პროექტის დასრულებას მინიმუმ 10 წელი და ახალი ენერგეტიკული ქსელის შექმნა დასჭირდება. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ […]
Azerbaijan Airlines-ი რუსეთის გარკვეულ ქალაქებში ფრენებს აუქმებს

ავიაკომპანიის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის ავიახაზები (AZAL) აჩერებს ფრენებს რუსეთის კიდევ 3 ქალაქში – ვლადიკავკაზში, ნიჟნი ნოვგოროდსა და სარატოვში. “უკვე გამოცხადებული სიის გარდა, 28 დეკემბრიდან შეჩერებულია ფრენები ვლადიკავკაზში, ნიჟნი ნოვგოროდსა და სარატოვში”, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე კომპანიამ შეაჩერა ფრენები ვოლგოგრადში, გროზნოში, მახაჩკალაში, მინერალნიე ვოდიში, სამარაში, სოჭსა და უფაში 25 დეკემბერს მომხდარი Embraer 190-ის ავარიის გამოძიების დასრულებამდე. […]
“ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა” – პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი

“ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა” – პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა, – აცხადებს პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი. დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იმ ბიზნესის ნაწილს, ვინც ხელს აწერს პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” პეტიციას, პროდუქტი […]
,,ჩემი ინფორმაციით, ვაშინგტონის დროით 11 საათზე (თბილისში 20:00) აშს ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს გამოაცხადებს“ – Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი

,,ჩემი ინფორმაციით, ვაშინგტონის დროით 11 საათზე (თბილისში 20:00) აშს ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს გამოაცხადებს“ – Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია ექსკლუზიური ინფორმაციას აქვეყნებს: ,,ჩემი ინფორმაციით, ვაშინგტონის დროით 11 საათზე (თბილისში 20:00) შეერთებული შტატები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსურ სანქციებს გამოაცხადებს. ამონარიდები განცხადებიდან, რომელიც მალე […]
ვინისიუსმა “სან ანტონიოს” 224-სანტიმეტრიან კალათბურთელთან გადაიღო სურათი

როგორც უკვე გაცნობეთ, NBA-ში “ნიუ იორკ ნიქსისა” და “სან ანტონიო სპურსის” მატჩს (117:114) “რეალის” ფეხბურთელი ვინისიუსი დაესწრო და “ტეხასელთა” ქართველ კალათბურთელს სანდრო მამუკელაშვილს საკუთარი მაისური გადასცა. ვინისიუსმა აგრეთვე სან ანტონიო სპურსის” ფრანგ ლეგიონერთან, ვიქტორ ვემბანიამასთან სურათი გადაიღო, რომლის სიმაღლე 224 სანტიმეტრია.
რა უნდოდა კობახიძეს ირანში?.. გხედავთ! ამერიკას ვერ გააცურებთ – ჯო უილსონი

“ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი კვლავ აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ირანში ვიზიტის გამო. “რა უნდოდა კობახიძეს ირანში, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის, ჰეზბოლასა და ჰამასის ლიდერებთან ერთად სულ რამდენიმე თვის წინ? იმავე ტერორისტებთან, რომლებიც ცდილობდნენ დონალდ ტრამპის მკვლელობას და ყოველდღე ითხოვენ ამერიკის სიკვდილს? გხედავთ! ამერიკას ვერ გააცურებთ“, – წერს უილსონი პლატფორმა X-ზე. […]
რუსეთი ამერიკას აფრთხილებს, არ გამოსცადოს ბირთვული იარაღი

რუსეთი ვაშინგტონს აფრთხილებს, არ განაახლოს ბირთვული იარაღის გამოცდა. მოსკოვი ამბობს, რომ მისთვის ყველა ვარიანტი განიხილება მაშინ, როცა ვაშინგტონს “მტრული დამოკიდებულება აქვს”. მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ ძალას შორის იარაღის გამოცდა ახალი ერა იქნება მას შემდეგ, რაც 80 წლის წინ ამერიკამ პირველად გამოსცადა ატომური ბომბი ნიუ-მექსიკოს შტატში, 1945 წლის ივლისში. რუსეთი, შეერთებული შტატები და ჩინეთი – სამივე […]
ამერიკულ ლატარიაში ჯეკპოტი დღეს $1.15 მილიარდს აღწევს

ახალი წლის წინ, 27 დეკემბერს შეერთებული შტატების ერთ-ერთი ლატარიის ჯეკპოტმა $1.15 მილიარდი შეადგინა. გამართლების შემთხვევაში, “მეგა მილიონის” იღბლიანი მოთამაშე, შესაძლოა დღეს მულტიმილიონერი გახდეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხაა, რომელიც ამერიკაში თამაშდება. “მეგა-მილიონის” თითო ბილეთი სულ $2 ღირს. თუმცა, სტატისტიკურად, მოგების შანსი მხოლოდ ერთია 302,575,350-ში. ლატარიის ბილეთები ამერიკის 45 შტატში, კოლუმბიის ოლქში და ვირჯინიის კუნძულებზე იყიდება. […]
თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს. ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს. თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს. […]
გაათავისუფლეს ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი, რომელმაც „ოცნების“ გადაწყვეტილება გააკრიტიკა

მიხეილ ბუცხრიკიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის თავად აცხადებს. ბუცხრიკიძემ გუშინ, 26 დეკემბერს გააკრიტიკა „ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროინტეგრაცია და ძალადობა მომიტინგეებზე. „დღევანდელი დღე გუშინდელი დღის გამოძახილი გახდა, გამათავისუფლეს თანამდებობიდან.ათ წელზე მეტია ჩემს ქვეყანას პირნათლად ვემსახურე. ჩემი განათლებით, პროფესიონალიზმით და რაც მთავარია, სუფთა ხელებით. თანამდებობა და ხელფასი ჩემთვის მნიშვნელოვანი […]