თორნტონი: ივანიშვილი ხელშეუხებელი არაა

ეს სისუსტეა და “ქართული ოცნების” შიგნით ნაპრალების გაჩენას შეუწყობს ხელს – ასე აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას “მაკკეინის ინსტიტუტის” გლობალური პროგრამების ხელმძღვანელი ლორა თორნტონი. მისი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფო მდივანმა მისი სანქცირება ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან ერთად, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებას პირდაპირ დაუკავშირა. – რატომ დაუწესა ამ ეტაპზე სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა […]
კვარაცხელია კვლავ ყველაზე განსხვავებული, მწვრთნელის ჩარჩოებში – ლამაზი შტრიხები და ევროპის ჩემპიონატზე თამაში…

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” წლის ბოლო მატჩის ჩასატარებლად ემზადება. ანტონიო კონტეს გუნდი “ვენეციას” უმასპინძლებს – კვირას, 29 დეკემბერს, ჩვენი დროით 18:00 საათზე. ნეაპოლელებისთვის კალენდარული წელი და მიმდინარე სეზონი მკვეთრად განსხვავებულია. არეული პერიოდის შემდეგ გუნდი ზაფხულში ევროტურნირებს მიღმა დარჩა, ანტონიო კონტეს მოსვლამ კი ამბიციური მიზნები დასახა, რაც მეორე წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე 38 ქულასა და “ატალანტასა” […]
„ივანიშვილის დასანქცირება ვერ მოხდებოდა ტრამპის დასტურის გარეშე“ – კახა გოგოლაშვილი

“ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ვერ მოხდებოდა ტრამპის დასტურის გარეშე,” – ასე ფიქრობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: „პირველ რიგში, ამის მიზეზია “ტრანზიციის გუნდის” არსებობა, რომელიც ადმინისტრაციის შეცვლამდე გადაწყვეტილებებს ათანხმებს მომავალ პრეზიდენტთან. მეორე – გუშინდელი სენატორების ვილსონის და რიშის გამაფრთხილებელი ტვიტები, რომლებშიც ტრამპი იყო დათაგული. მესამე – […]
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი – “ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელი და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრმა, ბენჟამინ ჰადადმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამასთან, მისი თქმით, უნდა შეწყდეს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა. „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაკავების შესახებ მუქარა მიუღებელია და ნებისმიერი სახის ევროპულ პერსპექტივასთან შეუთავსებელია. დემონსტრანტების წინააღმდეგ […]
სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს

სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვიეს “როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი საქართველოში, მაქვს პატივი, რომ სალომე ზურაბიშვილი მივიწვიო პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე“ – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ x -ზე დაწერა. აქვე უილსონმა თქვა, რომ აღფრთოვანებულია ზურაბიშვილის გამბედაობით. „მე აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, დაუპირისპირდეს ივანიშვილსა და მის მეგობრებს, საბჭოთა კავშირსა და ირანის რეჟიმს“ […]
რუსმა ოლიგარქმა ის მიიღო რაც ეკუთვნოდა, ეს მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო – ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! – იმას, რაც მას ეკუთვნის! – მამუკა ხაზარაძე

რუსმა ოლიგარქმა ის მიიღო რაც ეკუთვნოდა, ეს მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო – ახლა კი ქართველი ხალხი მიიღებს ახალ არჩევნებს და გამარჯვებას! – იმას, რაც მას ეკუთვნის! – მამუკა ხაზარაძე ივანიშვილი დღეიდან უკვე ოფიციალურად მოკვეთილია ცივილიზებული სამყაროდან – ის დასანქცირებულია დოკუმენტურად და ყველაზე სამარცხვინო მუხლით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს […]
ბითაძის მე-12 ორმაგი დუბლი – “ორლანდო მეჯიქი” “ნიუ იორკ ნიქსთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “ორლანდო მეჯიქი” შინ “ნიუ იორკ ნიქსთან” 85:108 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 30:35 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 11 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი და 2 დაფარება მიითვალა. “ნიქსიდან” საუკეთესო ჯეილენ ბრანსონი გახლდათ, ამერიკელმა უკანახაზელმა 36:43 წუთში 26 ქულა, 3 […]
მშენებლობის სფეროში ჩართული მცირე მეწარმეებისთვის გადასახადი ოცმაგდება – რა უნდა იცოდეს ბიზნესმა

2025 წლის 1-ელი თებერვლიდან სამშენებლო მომსახურებაზე აღარ გავრცელდება სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი – მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები სამშენებლო მომსახურებისას ვეღარ ისარგებლებენ 1%-იანი შეღავათიანი განაკვეთით. სამშენებლო მომსახურებიდან მიღებულ შემოსავლებზე მცირე ბიზნესის სტატუსი აღარ გავრცელდება და მეწარმე 20%-იანი განაკვეთით დაიბეგრება. ეს ცვლილება („სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №415-ე დადგენილებაში) საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გამოიწვევს […]
სად დაინდეს ბიძინა ივანიშვილი და მისცეს დაფიქრების საშუალება? – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე: ,,სანამ ივანიშვილისადმი დაწესებული სანქციების შინაარსზე და მის გავლენაზე დეტალურად ვისაუბრებდით, უნდა გამოვყოთ რამდენიმე მომენტი, რადგან ვისმენ სხვადასხვა კომენტარს და ცოტა არ იყოს, დაბნეულობა ჩანს. ზოგადად რომ შევაფასოთ, ივანიშვილს თუ აქამდე თითი დაუქნეს, დღეს თავში წამოარტყეს. ამის იქითაც რომ არის სხვა სახის მოძრაობებიც, ესეც შეგვიძლია ნათლად წარმოვიდგინოთ. ეს სანქციები არის ძალიან მძიმე, […]
,, მივუვარდი მძინარე გიგი უგულავას, რომელსაც მშრალი შიმშილობით დავემუქრე, თუ პატრიარქთან არ წავიდოდა…” – თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის სტატუსს ,,ცოცხალი ჯაჭვის” შესახებ პასუხობს: ,,ეს აფერისტი. ჯაჭვის იდეა მას თავს მოვახვიე მე. აგვისტოს ბოლოსკენ დამირეკა ჩვეულებრივი აქციის ორგანიზებას მთხოვდა. მე გადავუტანე 1 სექტემბერს – ნატოში რუსეთ – საქართველოს ომის საკითხი იხილებოდა. და ვუთხარი, რომ განსხვავებული ფორმა ჯობია, რადგან არც ომია რიგითი მოვლენა. ეს იდეა არსებობდა თბილისის ფორუმზე. მე […]