,,დაინგრა ბიძინას უძლეველობის მითოლოგია“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: ,,დაინგრა ბიძინას უძლეველობის მითოლოგია. მივმართავ სისტემას – ვეღარ მოგხედავთ ბიძინა….თავს უშველეთ, სანამ დრო კიდევ გაქვთ…“
,, რატომღაც დაივიწყეს 2008 წელს, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩემი ინიციატივით გაკეთებული საერთო-სახალხო ცოცხალი ჯაჭვი” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 28 დეკემბერს დაგეგმილ ,,ცოცხალ ჯაჭვზე” წერს: ,,ძალიან მაგარი იდეაა „ცოცხალი ჯაჭვი“. პარალელს ავლებენ ბალტიის ქვეყნების მაგალითთან, თუმცა რატომღაც დაივიწყეს 2008 წელს, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩემი ინიციატივით გაკეთებული საერთო-სახალხო ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც, საბედნიეროდ, მთელმა ერმა აიტაცა.”
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა – კვარაცხელიამ და ნერესმა შეიძლება “ვენეციასთან” ერთად ითამაშონ

29 დეკემბერს, სერია A-ს მეთვრამეტე ტურში “ნაპოლი” “ვენეციას” უმასპინძლებს და იტალიურ მედიაში მსჯელობენ, მწვრთნელი ანტონიო კონტე ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას დააყენებს თუ დავიდ ნერესს, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. საქმე ისაა, რომ მატეო პოლიტანოს მსუბუქი გრიპი აქვს, გუშინ არ უვარჯიშია და შეიძლება კვირას ვერ იასპარეზოს. ასეთ შემთხვევაში კვარაცხელიას და ნერესს პირველად მოუწევთ თამაშის ერთად სასტარტოდან […]
ზელენსკის თქმით, დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის რამდენიმე დაჭრილი ჯარისკაცი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიერ დატყვევების შემდეგ დაიღუპა ჩრდილოეთ კორეის “რამდენიმე” ჯარისკაცი, რომლებიც მძიმედ დაიჭრნენ რუსეთის მხარეს ბრძოლაში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ჩრდილოეთ კორეის სამხედროთა სიცოცხლეს. უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები – რომ ფხენიანის მიერ რუსეთში გაგზავნილ სამხედროთა რიგებში მნიშვნელოვანი დანაკარგები აღინიშნება, რუსეთის კურსკის რეგიონში […]
სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა – კვარაცხელიამ და ნერესმა შეიძლება ერთად ითამაშონ

29 დეკემბერს, სერია A-ს მეთვრამეტე ტურში “ნაპოლი” “ვენეციას” უმასპინძლებს და იტალიურ მედიაში მსჯელობენ, მწვრთნელი ანტონიო კონტე ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას დააყენებს თუ დავიდ ნერესს, თუმცა მოულოდნელად სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. საქმე ისაა, რომ მატეო პოლიტანოს მსუბუქი გრიპი აქვს, გუშინ არ უვარჯიშია და შეიძლება კვირას ვერ იასპარეზოს. ასეთ შემთხვევაში კვარაცხელიას და ნერესს პირველად მოუწევთ თამაშის ერთად სასტარტოდან […]
დღეს, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” გაიმართება

28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი” გაიმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათზე ჩადგებიან. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება: ვახუშტის ხიდზე; თამარ მეფის ხიდზე; გალაკტიონის ხიდზე; ზაარბრიუკენის ხიდზე; ბარათაშვილის ხიდზე, მშვიდობის ხიდზე; მეტეხის ხიდზე. ცოცხალი ჯაჭვი საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიც შეიკვრება. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას […]
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. „გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის “მაფიოზი” ივანიშვილის სანქცირებისთვის

“[ბიძინა ივანიშვილი] ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო პუტინის კონტროლის ქვეშ მოაქციოს”, – დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 დეკემბერს სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, რომელსაც ქართული თარგმანიც დაურთო. უკრაინამ ბიძინა ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს 5 დეკემბერს დაუწესა ეკონომიკური და პერსონალური სანქციები. ვოლოდიმირ ზელენსკი წერს: “უკრაინამ უკვე გამოიყენა სანქციების სრული კომპლექტი ივანიშვილისა და მისი მაფიოზური ჯგუფის მთავარი […]
კონგრესმენი ბილ კიტინგი – მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის სანქციებს

მტკიცედ ვუჭერ მხარს ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის ადმინისტრაციის სანქციებს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ბილ კიტინგი (დემოკრატიული პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ივანიშვილის ქმედებებმა უხეშად შეარყიეს საქართველოში დემოკრატია და ქვეყნის ევროკავშირისკენ გზა. მტკიცედ ვუჭერ მხარს მის წინააღმდეგ [აშშ-ის] ადმინისტრაციის სანქციებს, რათა ცხადი მესიჯი გავგზავნოთ ქართველი ხალხისადმი, რომელიც თავისუფალ და დემოკრატიულ მომავალს ეძებს,” – წერს კიტინგი.
ნატო ბალტიის ზღვაში ჩართულობას გაზრდის

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციამ 27 სექტემბერს გამოაცხადა, რომ წყალქვეშა ელექტროგადამცემი სელის საეჭვო საბოტაჟისა და 4 ინტერნეტ კაბელის საბოტაჟის შემდეგ, ამ კვირაში გაზრდის წარმომადგენლობას ბალტიის ზღვის აუზში. იმავდროულად, ნატოს წევრმა ესტონეთმა საზღვაო ოპერაცია დაიწყო პარალელური ელექტროსადენის დასაცავად. ერთი დღით ადრე, ფინეთმა რუსული ნავთობ ტანკერი დააკავა ესტონური წყალქვეშა ელექტროსადენის საეჭვო გათიშვის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი გადამცემი არხების დაზიანების გამო. პარასკევსვე […]