“ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია აგვიანებს” – ევროპარლამენტის დეპუტატი ევროკავშირს ოპერატიულობისკენ მოუწოდებს

“ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები დიდი ხანია აგვიანებს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატი, მიხალ შჩერბა, სოციალურ ქსელში წერს და ევროკავშირს ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებისკენ მოუწოდებს. “აშშ-მა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ევროპულ საბჭოს დრო ეწურება! არ შეგვიძლია, ქართველი ხალხს იმედები გავუცრუოთ მათ სვლაში ევროპული მომავლისა და სამართლიანი ხელახალი არჩევნებისკენ. ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები […]
“ერთობის ჯაჭვი” ქუთაისსა და ბათუმშიც შეიკრა – განახალებადი

ბათუმში მოქალაქეებმა ერთობის ჯაჭვი ბულვარის ზღვისპირა ბილიკზე სიმბოლურად მოაწყვეს. ამ ფორმით, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. ამასთან, აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით, დასავლეთმა ქართველი ხალხის ერთობა ევროპულ გზაზე უნდა ნახოს. “მიუხედავად ცუდი ამინდისა ჩვენ აქ ვართ. არ ვეთანხმებით “რუსულ კანონს”, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. მოლოდინი გვაქვს რომ “ქართულ ოცნებაში” უფრო […]
უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გამორიცხულია, შედეგები ძალიან მძიმე იქნება – ქობულია დასავლეთისგან იზოლაციაზე (bm.ge)

არსებულ სიტუაციაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა პრაქტიკულად გამორიცხულია – ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საქართველოს ეკონომიკაზე დასავლეთის სანქციების მოსალოდნელ ეფექტს. როგორც გიორგი ქობულიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დასავლეთისგან იზოლაცია და შექმნილი არასტაბილურობა უკვე აისახება ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორზე და ამ დარგებში შემცირების ტენდენცია კიდევ უფრო მკვეთრი მომავალ წელს იქნება. მისივე თქმით, მოსალოდნელია, ლარზე წნეხის გაზრდაც. […]
BBC – ძლიერი ნისლის გამო დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა

ძლიერი ნისლის გამო დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. BBC-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტში 20 რეისი გაუქმდა და 29 გადაიდო, ხოლო „გატვიკის“ აეროპორტში 26 გაუქმდა და ერთი რეისი გადაიდო. ლონდონის „გატვიკის“ აეროპორტმა შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ შეფერხებები შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს. ნისლის გამო ფრენები […]
ბათუმის ბულვარში მოქალაქეებმა „ერთობის ჯაჭვი“ მოაწყვეს

ბათუმში მოქალაქეებმა ერთობის ჯაჭვი ბულვარის ზღვისპირა ბილიკზე სიმბოლურად მოაწყვეს. ამ ფორმით, სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან. ამასთან, აცხადებენ, რომ პროტესტის ამ ფორმით, დასავლეთმა ქართველი ხალხის ერთობა ევროპულ გზაზე უნდა ნახოს. “მიუხედავად ცუდი ამინდისა ჩვენ აქ ვართ. არ ვეთანხმებით “რუსულ კანონს”, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები. მოლოდინი გვაქვს რომ “ქართულ ოცნებაში” უფრო […]
სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ჩამოსულ პოლონელ და ლიეტუველ ევროპარლამენტარებთან ერთად ცოცხალი ჯაჭვის აქცია-პერფორმანსს ზაარბრიუკერის ხიდზე შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილთან ერთად არიან მისი ოჯახის წევრებიც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. ერთობის ჯაჭვი პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებმა და მხარდამჭერებმა დაგეგმეს, ქართული ოცნების გადაწყვეტილებიდან – შეწყვიტოს ევროპასთან დაახლოების პროცესი – ერთი თვის თავზე. „ერთობის ჯაჭვს” ორი მოთხოვნა აქვს დაინიშნოს ვადამდელი […]
სამხედრო პატივით დაკრძალეს უკრაინაში სასიკვდილოდ დაჭრილი სპარტაკ ლეკიაშვილი

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს, 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვის დროს დაჭრილი ქართველი მებრძოლი, 25 წლის სპარტაკ ლეკიაშვილი. გარდაცვლილი მებრძოლის ძმამ, გიორგი ლეკიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წლების წინ სპარტაკი სამუშაოდ პოლონეთში წავიდა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ კი ამ ქვეყანაში საბრძოლველად გადავიდა და ინტერნაციონალური ბატალიონის რიგებში ჩაეწერა. “სპარტაკი ბავშვობიდან […]
“ერთობის ჯაჭვს” სალომე ზურაბიშვილიც უერთდება

“ერთობის ჯაჭვს” სალომე ზურაბიშვილიც უერთდება. საქართველოს პრეზიდენტი საყოველთაო აქციას ზაარბრიუკენის ხიდზე შეუერთდება. პრეზიდენტს გზად მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.
ხუნდაძე: ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის

აშშ-ის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, არის მისი პოლიტიკური დევნა სამშობლოს სიყვარულისთვის, ამ ფაქტით ზელენსკის ნაჩქარევი სიხარული კი – საქართველოს ომში ჩართვის სურვილის დასტური”. დღეს რომ საქართველო უკრაინის ბედს არ იზიარებს, სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რასაც მას არ პატიობენ. სწორედ ამიტომ ზღუდავენ, მაგრამ სამშობლოს ბედით ვაჭრობა მისთვის დამახასიათებელი არ არის და ვერც ეს გამოიღებს მათთვის სასურველ […]
ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა

ქუთაისში “ერთობის ჯაჭვი” შეიკრა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები რუსთაველის და წითელი ხიდების მიმდებარედ შეიკრიბნენ და „ერთობის ჯაჭვში“ ჩაებნენ და ამ ფორმით, ერთთვიან უწყვეტ აქციას შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, ვიდრე უკანონოდ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ და ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება. „მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში გაერთიანება შეგვიძლია. დღეს სიმბოლურად ვიკრიბებით, რუსთაველის და წითელ ხიდებზე. […]