BBC – ძლიერი ნისლის გამო დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა

­
ძლიერი ნისლის გამო დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში ფრენები გაუქმდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტში 20 რეისი გაუქმდა და 29 გადაიდო, ხოლო „გატვიკის“ აეროპორტში 26 გაუქმდა და ერთი რეისი გადაიდო.
ლონდონის „გატვიკის“ აეროპორტმა შექმნილი უხერხულობისთვის ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ შეფერხებები შესაძლოა, მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
ნისლის გამო ფრენები მანჩესტერის, გლაზგოსა და კარდიფის აეროპორტებშიც გაუქმდა ან გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს