პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონია მიმდინარეობს

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია პარლამენტის სხდომათა დარბაზში იმართება. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყო და 40 წუთს გაგრძელდება.
მიხეილ ყაველაშვილი ფიცს დებს პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სპეციალურად დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება.
ინაუგურაციას ესწრებიან პრეზიდენტის საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელშიც შედიან პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია