მიხეილ ყაველაშვილი – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დიპლომატიით და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება

მჯერა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლები ძალას არ დაიშურებთ, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს დეოკუპაციის დღის წესრიგში წარმატების მიღწევა, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოს გამთლიანება დიპლომატიითა და მშვიდობიანი გზით მოხერხდეს. „უკვე სამ ათეულ წელს ითვლის […]
ირაკლი კობახიძე – მომდევნო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ

ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდეგი არჩევნები ჩატარდება 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. „ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას. ეს იქნებოდა ჯანსაღი, ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ“, […]
ირაკლი კობახიძე – ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ საქართველოში როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ საქართველოში როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში. „შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ყოველთვის ემახსოვრებათ საქართველოში როგორც მშვიდობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი მთელს მსოფლიოში. ჩვენი უდიდესი სამძიმარი კარტერების […]
ირაკლი კობახიძე – ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და ხელი მოეწერა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას

არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული მათგანი სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება – ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ [პირბადეების აკრძალვის შესახებ კანონს], ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული, ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა. რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, […]
ირაკლი კობახიძე – დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია მოქალაქე ზურაბიშვილი აშშ-ში

დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია – არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, „ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“. „დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე […]
ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები

საქართველოს პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ელჩების კონფერენცია 2024“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობას ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად. „საქართველო ტრადიციულად ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთს ვაკავშირებდით ევროპას […]
ირაკლი კობახიძე – დემოკრატიულ სისტემას ლეგიტიმაციას არ ანიჭებს არც დასავლეთი, არც სამხრეთი, არც აღმოსავლეთი და არც ჩრდილოეთი, ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ხელისუფლებას ანიჭებს ქართველი ხალხი

მეთიუ მილერის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორია ქართველი ხალხის ნება, ქართველი ხალხის ნება არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭების თაობაზე მეთიუ მილერის განცხადებას შეეხებოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში ხელისუფლებას დემოკრატიულ ლეგიტიმაციას ანიჭებს ქართველი ხალხი და ყველამ პატივი უნდა სცეს […]
გურამ მაჭარაშვილი – ბიძინა ივანიშვილისთვის ფორმალურად სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ გაისროლეს ის, რისი გასროლაც ბოლოს შეეძლოთ – როცა გვეკითხებოდნენ, თუ სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა, თუ სად არის!

ბიძინა ივანიშვილისთვის ფორმალურად სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ გაისროლეს ის, რისი გასროლაც ბოლოს შეეძლოთ – როცა გვეკითხებოდნენ, თუ სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა, თუ სად არის უცხოური ძალა! – ასე ეხმაურება აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი. მაჭარაშვილის შეფასებით, „ივანიშვილი დაასანქცირეს იმიტომ, რომ საქართველოში ომის დაწყებას, მეორე ფრონტის […]
ლადო ბოჟაძე ზურაბიშვილზე: შეეძლება, რომელიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდეს, ან თავად დააფუძნოს პარტია

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი ახლა უკვე ოფიციალურად გაწევრიანდეს რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში, ან ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააარსოს. “სალომე ზურაბიშვილს არც პრეზიდენტის პოსტი უშლიდა ხელს ყოფილიყო რადიკალური ოპოზიციის ლიდერი. მათ შორის, დაიწერა ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომ იგი ღიად ერეოდა საარჩევნო კამპანიაში, გაცდა პრეზიდენტის მანდატს, ახლა კიდევ […]
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, აშშ-სთან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის უმთავრესი საკითხია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამის შესახებ მან ელჩების ღონისძიების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა. „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავრობის სხდომაზე გავაკეთე საგანგებო განცხადება ამასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ […]