Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8100 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8100 ლარად ივაჭრება Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8100 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8011 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 27 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7943 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9108 ლარია.
ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და ხელი მოეწერა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას – ირაკლი კობახიძე

ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და ხელი მოეწერა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას – ირაკლი კობახიძე ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს – ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება პირბადეების […]
ირაკლი კობახიძე – სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე

სააკაშვილმა თავის თავს უნდა მიხედოს, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ რას იტყოდა სააკაშვილის განცხადებაზე რომლის მიხედვითაც, „საქართველოში თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე ჩატარდება, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ქართველი ხალხი ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე სელფს […]
შალვა პაპუაშვილი ქართველ დიპლომატებს – ძვირფასო ელჩებო, ერთად შევძლებთ იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული

მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგმართოთ საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში. ამბასადორიალი ის ფორმატია, სადაც განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის მაჯისცემა. უპირველეს ყოვლისა, მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ ქვეყნის ერთგულებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმის, დაუღალავი შრომისა და მთელ მსოფლიოში საქართველოს ღირსეულად წარმოჩენისთვის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ელჩების კონფერენციის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. […]
მიხეილ ყაველაშვილი – 2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად

2028 წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ასოცირების შეთანხმების თითქმის 90%-ზე მეტს და 2030 წლისთვის ვიქნებით საუკეთესოდ მომზადებული ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის პოსტზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ქართველი ელჩების კონფერენციის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი და მძლავრი დეზინფორმაციული კამპანიის მიუხედავად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გრძელდება. „ძვირფასო დიპლომატებო, მოგეხსენებათ […]
ირაკლი კობახიძე – „კრედიტ სუისის“ საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისის“ დავა იყო არა კომერციული, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი

„კრედიტ სუისის” საქმის პირდაპირ მოხსენიებამ სანქციების დოკუმენტში დაადასტურა, რომ სინამდვილეში „კრედიტ სუისის“ დავა იყო არა კომერციული, არამედ ეს იყო წმინდა წყლის პოლიტიკური საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვის საქმე დაიწყო 2008 წელს, როდესაც ბიძინა […]
“შეგცვლი ცოტა ხნით არ იდარდო, ისეთ @@ეობებს ვიტყვი, კაცი ვერ გაგვარჩევს…“ – რას ამბობს კახა გოგიძე

მსახიობი, ჩცდ-ში პრეზიდენტ სულიკო დარდიანიძის როლის შემსრულებელი, კახა გოგიძე საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს მიმართავს. “ყაველ რო რამე გრიპი და ამბავი, შეგცვლი ცოტა ხნით არ იდარდო, ისეთ @@ეობებს ვიტყვი, კაცი ვერ გაგვარჩევს…”- წერს მსახიობი.
საქართველოს 82 უვადო პატიმარი ჰყავს, საიდანაც 2 ქალია

ქვეყნის მასშტაბით უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულებიდან 2 ქალია. როგორც „ინტერპრესნიუსის“ მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანას სულ 82 უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულია. „2024 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებაში სულ განთავსებულია 82 უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, მათ შორის, კაცი – 80, ქალი – 20”, – ნათქვამია „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილ ოფიციალურ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთვარობის შემადგენლობა დასამტკიცებლად წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა და მის მიერ დასახელებული მინისტრების კანდიდატურები, კერძოდ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მაია ხაჯიშვილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის ნეურნეობის მინისტრად ზაზა შავაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ჯაბა […]
„ახლა აღმოსავლეთ ევროპა, ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, მთავარი პოლიტიკური ორგანიზმია“ – თეიმურაზ ზაქრაძე

რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „პროფესიონალების“ ეთერში, ჰარმონიული გლობალიზაციისა და მართვის ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეიმურაზ ზაქრაძემ საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართულო ოცნება“ „ნირწამხდარია“, რადგან საბოლოოდ გაიაზრეს, რომ ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ივანიშვილის გუნდის გეგმები, პოლიტიკური ხედვები და შეხედულებები ერთმანეთს სცდება. „აქამდე ამბობდნენ, რომ ტრამპი მათ პოლიტიკის მხარდამჭერი იყო, მაგრამ ახლა ნირწამხდარები არიან, მიხვდნენ, რომ ძალიან […]