,, ასე ხალხი სუიციდისკენ მიისწრაფვოდეს და არასახელმწიფოებრივად აზროვნებდეს არც სადმე წამიკითხავს და არც გამიგონია” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე: ,,სულ მიკვირდა: როგორ დამარცხდა თბილისის საქალაქო არჩევნებში ილია ჭავჭავაძე? როგორ წააგო არჩევნები აკაკი წერეთელმა მშობლიურ საჩხერეში, ზესტაფონელ მეღვინე ხუსკივაძესთან? როგორ დამარცხდნენ დამოუკიდებელი საქართველოს პირველ არჩევნებში ივანე ჯავახიშვილი და კოტე აფხაზი? როგორ ეძახდნენ იაკობ გოგებაშვილს მოგებაშვილს, დედაენებს ყიდისო… როგორ დაიჭირეს მაზნიაშვილი და დააბრალეს სახელმწიფო საკუთრების ქურდობა… ახლა რასაც ვხედავ, ნებისმიერი […]

,, ჩვენ ვხედავთ რას დაამსგავსა ივანიშვილის მსახურებამ ოდესღაც წარმატებული და ხალხის საყვარელი ფეხბურთელი კახა კალაძე” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი დეპუტატი, დავით ზურაბიშვილი: ,,თავის დროზე დავით ნარმანია რომ დასახელდა ქალაქის მერად, ერთმა ხელისუფლების მომხრე იუზერმა ფბ-ზე დაწერა: “მერად ვირჩევთ ნარმანიას, ამის მთქმელი ნარმალნია?” თუმცა, მალევე გაიგო, რომ ეს თავად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა იყო და საკუთარი ეპიგრამაც უმალვე დაარედაქტირა: “ნარმანია? ნარმალნია!” ახლაც დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნო პერიოდში რომ ეთქვა ვინმეს, ბიძინა პრეზიდენტად ყაველაშვილს დაასახელებსო, ოცნების ერთგულ […]

რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წლის ბოლო ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჯერად, ჰუმანიტარული ტვირთი – 20 ყუთი ტანსაცმელი და ტკბილეულის 20 ყუთი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სოციალურად დაუცველ მრევლს გადაეცა. „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. […]

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმერ პუტინს – აფხაზეთი რუსეთთან ურთიერთობების გამყარებას შეეცდება

აფხაზეთი შეეცდება, გაამყაროს რუსეთთან ურთიერთობები და შეინარჩუნოს თანამშრომლობა ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ ბადრა გუნბა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნის საახალწლო მისალოც წერილში წერს. „მაღალ შეფასებას ვაძლევთ რუსეთის მიერ მუდმივად გაწეულ მხარდაჭერას იმ ენერგეტიკული კრიზისის დაძლევაში, რომელსაც აფხაზეთი განიცდის და სხვა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების გადაჭრაში. აფხაზეთის რესპუბლიკა […]

9 თვეში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი $133 მილიონით შემცირდა

2024 წლის 9 თვეში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-სექტემბერში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 475 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით, ანუ 133 მილიონი დოლარით ნაკლებია. 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად […]

ისრაელის ავიაკომპანი El Al-ის მოსკოვის რეისები მარტის ბოლომდე არ განახლდება

ისრაელის ავიაკომპანია El Al-მა უსაფრთხოების მოსაზრებით მოსკოვის მიმართულებით ფრენების შეჩერება 2025 წლის მარტის ბოლომდე გაახანგრძლივა. პირველად, 26 დეკემბერს თელ-ავივიდან მოსკოვისკენ ფრენები ერთი კვირით გაუქმდა აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, საბოლოოდ გროზნოსთან რუსეთის არმიის საჰაერო თავდაცვის ცეცხლმა გამოიწვია. 25 დეკემბერს, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა AZAL-ის თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა. ბორტზე 67 ადამიანი […]

ნოემბერში თბილისში უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი $1247 იყო

2024 წლის ნოემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,560 შეადგინა. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 3%-იანი კლება დაფიქსირდა, წლიურ ჭრილში ზრდამ 10%-ს მიაღწია. ტრანზაქციების კუმულატიური რაოდენობა 2024 წლის 11 თვის განმავლობაში 2%-ით აღემატებოდა გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. „ნოემბერში გასაყიდმა ფასმა $1,247-ს მიაღწია, რაც წლიურად 4%-იან ზრდასა […]

რატომ უნდა გქონდეს სამზარეულოში ტოსტერი

ტოსტერი არის ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მარტივი სამზარეულოს მოწყობილობა, რომელიც არამხოლოდ დროის ეკონომიას გვთავაზობს, არამედ გემრიელი საუზმის მომზადებაშიც გვეხმარება. თანამედროვე ტოსტერები მრავალფუნქციურია და განსხვავებული დიზაინით იქმნება. ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რაში შეიძლება გამოიყენო ტოსტერი კონკრეტულად, რა ფუნქციებს უნდა მიაქციო განსაკუთრებული ყურადღება და როგორ უნდა შეარჩიო საუკეთესო მოდელი ექსტრაზე. ტოსტერის უპირატესობები ტოსტერის უამრავ უპირატესობას შორის […]

ქურთების ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა, შესაძლოა, ამბოხების დასრულების შესახებ განაცხადოს

ქურთების ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა, შესაძლოა, ამბოხების დასრულების შესახებ განაცხადოს. „ქურთისტანი მუშათა პარტიის“ ლიდერმა, რომელიც 1999 წლიდან პატიმრობაშია, განაცხადა, რომ მზადაა, ხელი შეუწყოს თურქებსა და ქურთებს შორის მშვიდობას. ქურთების მხარდამჭერი „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ წევრები აბდულა ოჯალანს იმრალის კუნძულზე მდებარე ციხეში ესტუმრნენ და მისი განცხადებები გაასაჯაროვეს. „მე მაქვს საჭირო კომპეტენცია და მონდომება, რომ პოზიტიური წვლილი შევიტანო ახალ […]

ანდრეი სიბიგა დამასკოში – გამოვდივართ იქიდან, რომ ახალი სირია გახდება ის სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რაც გზას გაუხსნის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას

უკრაინის მაღალი დონის დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას ხელმძღვანელობით, სირიის დედაქალაქ დამასკოში იმყოფება და შეხვედრებს მართავს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს გაიმართა დეტალური და ნაყოფიერი მოლაპარაკებები სირიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან, მის ლიდერთან აჰმად ალ შარაასთან, ასევე პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ალ-ბაშირთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ასად ჰასან ალ-შიბანთან. მინისტრის თქმით, […]